ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: livi
ჟანრი: პოეზია
15 ივნისი, 2010


ფეხმძიმე წვიმა:((((((((((((

ქუჩაში ფეხმძიმე წვიმა
მოწყვეტილა
უსასრულო ღამის  ფერდობზე,
ჩემ დარდებს ვატან წერილად
და დეპრესიებს ვიცვამ წყვეტილად,
დაღლილი ზოლი,
ჰორიზონტი და შეზღუდული 
ასე აშკარად შეზრდილან მიწას!
როცა სიჩუმე ღამის კერძივით
შემორჩენილა დილის კვირას,
მომხვდურ ნაცნობებს შეუკერავთ
საზაფხულო ნიღბები სილის
.............
როგორ ვეძებდი მათშორის
შენ თმებს,
გრეხილს და_გრეხილს
და
მაინც
ქუჩაში ორსული წვიმა ცვივა
კისრამდე სველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები