ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამთა რეხვიაშვილი
ჟანრი: პროზა
2 მაისი, 2010


მონატრება

                                                                                      ვუძღვნი რობერტ მესხს 
 
            ჩვენი ბროლის კოშკის ნამსხვრევებზე გადავიარეთ და სისხლიანი ფეხისგულები
ნიშნისმოგებით დავკარით მწვერვალს,საითაც ცხოვრება შიმშილის შოლტით მიგვერეკებოდა...

        მეორე კლასში ვიქნებოდი.თორნიკე მიყვარდა.მომიბრუნდა წინა მერხიდან და მკითხა:
__შენზე ამბობენ,ლტოლვილიაო... მართალია?
__დიახაც!
__ბოროტები არიან ლტოლვილები!
__არ არიან!
__სოხუმში ქართველებს ხოცავდნენ ლტოლვილები!
__ლტოლვილები ქართველები არიან!__ ვუყვირე მე და ვიგრძენი, რომ ჩემმა ხმამ სიმტკიცე დაკარგა და სადაც იყო, ცრემლები წამომცვივდებოდა. ავიღე მათემატიკის წიგნი და მთელი ძალით ვუთავაზე თავში. მასწავლებელმა დამინახა და დასჭექა:__ რეხვიაშვილო,გარეთ!...  და მე აღარ მახსოვს  კართან ატუზული რის გამო ვსლუკუნებდი: თორნიკე რომ აღარ მიყვარდა,თუ ლტოლვილი რომ ვიყავი...
    საღამოს დედა მამშვიდებდა:
__აი, ნახავ,როცა დავბრუნდებით,რა კარგი და ლამაზია გაგრა.თუ გინდა, თორნიკეც დავპატიჟოთ და ვაჩვენოთ...
__აღარ მიყვარს, არ წამოვიყვან!
__ხო, კარგი, კარგი, როგორც შენ გინდა,დაიძინე ახლა...
    მე სულ ოდნავ გახელილი თვალებიდან ვხედავდი, როგორ მიყურებდა დედა დიდხანს და დროდადრო როგორ იწმენდდა ცრემლიან თვალებს...

          ახლა იქ, არც ისე შორს, დასავლის მზეზე წამოწვება სულევოს გორა,
      დაღამებამდე ჩრდილს წაიგრძელებს და მერე ხვრინვას ამოუშვებს დევკაცი...
    ფსოუში კოჭებამდე ჩამდგარი მთვარე ღიმილით დასცქერის ბედის კარნახით აღმა მიმავალ კალმახებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები