ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გვანციოლა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 მაისი, 2010


მიყურეთ ! / თ ქ ვ ე ნ

                              / ძირითადი გვანც-წყობა /


მიყურეთ ! სულ ბოლო სართულზე,
ვდგავარ და ზემოდან დაგცქერით,
ყველა ერთფეროვნად მოჩანხართ,
არ დაგჭირდებოდათ საცერი.

მიყურეთ ! სიმაღლე ჩემამდე
გადაიზომება მეტრებით,
ხედავთ დისტანციის ხარისხს
და იცით ვერასოდეს შემწვდებით.

მიყურეთ ! ჩემს ზემოთ ზე-ცაა,
თქვენს ზემოთ, უბრალოდ, ღრუბლები,
მახინჯი გარემო სარკეა
ძარღვებდაწყვეტილი შუბლების.

მიყურეთ ! გონება ძალაა
ჩვენში არსებული სიშორის
ეცადეთ, უწვდენელ სივრცეში
საჭირო სიტყვებს თუ იშოვით.

მიყურეთ ! ჩემია ფორმულა
საკუთრივ და არ ჰგავს ნათხოვარს
დღეს თუ მე ვერ მიტანს სამყარო
გუშინ ვერ იტანდა მაცხოვარს.

მიყურეთ ! სახეს თუ ვერ არჩევთ,
თვალი სიბრმავეზე აცერით,
უკვე რა ხანია ვდგავარ და
ზოგადად ზემოდან დაგქცერით !!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები