__ხუთი თეთრი არა გაქვს?_ კაშნეს "პომპონჩიკზე" დამქაჩა პატარამ და შავმა. __არაა._ გავუღიმე. __ათი? __არც ათი._ ახლა გავუცინე, ოღონდ გამახსენდა ,რომ მოვატყუე._ მარჯვენა ჯიბეში მეგდო ათთეთრიანი, მაგრამ უკვე აღარ ღირდა ამოღება. პატარა და შავი ასე არ ფიქრობდა: __მაშინ ეს მაჩუქე._ ხელით მოსინჯა ჩემი ფუმფულა კაშნე და ისევ დაეკონწიალა "პომპონს". __ოოო... ეს ნაჩუქარია, ვერ გაჩუქებ._ კიდევ მოვატყუე და ვცადე მისი პატარა და შავი ხელებიდან ჩემი ფუმფულა საკუთრება დამეხსნა. __მაჩუქე ,თორე არ გაგიშვებ!_ უფრო მძლავრად დაქაჩა ძირს. შარფმა ყელზე ისე მომიჭირა,სუნთქვა შემეკრა. __არა-მეთქი! შემეშვი!_ ვუყვირე ცოტათი. გარშემომყოფების ყურადღება კი მივიპყარი. პატარა და შავი ცოტა მოლბა, როგორც ჩანს, არ ეთმობოდა ჩემი პომპონებიანი კაშნე._ __მაჩუქე რაა..._ ჩაღუნა თავი და ამოიოხრა:_ იცი, მე მამა არა მყავს..._ ქვეშიდან ამომხედა საწყლად. მარჯვნივ მდგარმა აშკარად კეთილმა ბებომ დანანებით გადააქნია თავი და შემომხედა. ალბათ უნდოდა, ეთქვა, აჩუქეო. __არც მე მყავს მამა!_ უფრო ბებოს გასაგონად ვთქვი. პატარამ და შავმა ამომხედა გაკვირვებით: __მართლა არ გყავს? __ხოო... შენ, რა, მოიტყუე? __ხო,_ დამიქნია თავი,_ გინდა, მე გაჩუქებ ჩემს ქუდს!_ ხელი იტაცა თავზე და ცოტა ხანს დაელოდა, რას ვეტყოდი. __არაა,_ გამეცინა მე და ჩემი კაშნეს პომპონები მოვიქციე ხელებში. __მართლა გაჩუქებ, თბილია!_ პატარამ და შავმა თავისი პატარა და შავი ქუდი ჩამიკუჭა ხელებში და გაიქცა. ტროტუარზე მოღუღუნე მტრედები დააფრთხო. მარჯვენა ბებომ ისევ ისე გადააქნია თავი. ჩემი კაშნეს "პომპონები" ჩამომხრჩვალებივით ქანაობდნენ აქეთ-იქით...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38. სევდიანი და დამაფიქრებელია კარგია სევდიანი და დამაფიქრებელია კარგია
37. ძალიან ძალიან მმმაგარია..... წარმატებები ავტორს :) ძალიან ძალიან მმმაგარია..... წარმატებები ავტორს :)
36. :(:( უმაგრესია! :(:( უმაგრესია!
35. მომეწონა კაი ნაამბობია... :)
+5 მომეწონა კაი ნაამბობია... :)
+5
34. ვაჰ...
გამოვშტერდი.. :| :(( ვაჰ...
გამოვშტერდი.. :| :((
33. აუ ძალიან მაგარია! ძალიან დიდი ემოცია მოაქვს და რაღაც ჩაწყდა ჩემში :( აუ ძალიან მაგარია! ძალიან დიდი ემოცია მოაქვს და რაღაც ჩაწყდა ჩემში :(
32. არა არა შეცდომა არა : ) არა არა შეცდომა არა : )
31. კარგი ნაწერია, აზრიანი... და საერთოდ კარგად წერ! შენ დიდი მომავალი გაქვს თამთა! ;) ;) ;) კარგი ნაწერია, აზრიანი... და საერთოდ კარგად წერ! შენ დიდი მომავალი გაქვს თამთა! ;) ;) ;)
30. რატო, ნოვა არ გქონდა? რატო, ნოვა არ გქონდა?
29. ჰო, ერთი ისეთი შავი იყო, ეგრევე- შეგაფურთხებო მითხრა.. მერე მე და ჩემმა მეგობარმა ვცემეთ :)) ჰო, ერთი ისეთი შავი იყო, ეგრევე- შეგაფურთხებო მითხრა.. მერე მე და ჩემმა მეგობარმა ვცემეთ :))
28. :):):):) +2 ვაააახ. :) მათზე უფრო საწყალი ვხდები ხოლმე, როცა გულწრფელად შეწუხებული სახით ვეუბნები, რომ ააარ მაქვს, საყვარელო/სიხარულო. ჰოდა..შეწუხებულ სახეზე ნაძალადევი კეთილგანწყობილი ღიმმმმმილი მახმება, ხოლმე-ხოლმე. აი, ერთი შავი არ დამავიწყდებაა.. ისეთი იყო გვერდით დავისვი და ემოციები გავუზიარე და იმანაც მითხრა: მოგინატრებს.
მომინატრებს არა ჯანდაბა!. :) :):):):) +2 ვაააახ. :) მათზე უფრო საწყალი ვხდები ხოლმე, როცა გულწრფელად შეწუხებული სახით ვეუბნები, რომ ააარ მაქვს, საყვარელო/სიხარულო. ჰოდა..შეწუხებულ სახეზე ნაძალადევი კეთილგანწყობილი ღიმმმმმილი მახმება, ხოლმე-ხოლმე. აი, ერთი შავი არ დამავიწყდებაა.. ისეთი იყო გვერდით დავისვი და ემოციები გავუზიარე და იმანაც მითხრა: მოგინატრებს.
მომინატრებს არა ჯანდაბა!. :)
27. რა ვიცი არ მოველოდი რა ვიცი არ მოველოდი
26. რატო, გრიგოლია,რატო?:)):)) რატო, გრიგოლია,რატო?:)):))
25. მადლობა,ოტტო, გულითადი წაკითხვისთვის და აზრის დაფიქსირებისთვის.:) გავითვალისწინებ-მეთქი რომ გითხრა, მოგატყუებ.ვერ მივხვდი კარგად რა შეცდომა მაქვს...ნუ ამბავი ზუსტად ესე იყო და მინდოდა სადად და რეალურად მომეტანა თქვენამდე.:):)მაინც დიდი მადლობა.:) მადლობა,ოტტო, გულითადი წაკითხვისთვის და აზრის დაფიქსირებისთვის.:) გავითვალისწინებ-მეთქი რომ გითხრა, მოგატყუებ.ვერ მივხვდი კარგად რა შეცდომა მაქვს...ნუ ამბავი ზუსტად ესე იყო და მინდოდა სადად და რეალურად მომეტანა თქვენამდე.:):)მაინც დიდი მადლობა.:)
24. ვა თამთა? მე კიდე დაბალი კვალიფიკაციის ხუჭუჭა გოგო მეგონე, ყოჩაღ. ვა თამთა? მე კიდე დაბალი კვალიფიკაციის ხუჭუჭა გოგო მეგონე, ყოჩაღ.
23. _მაჩუქე რაა..._ ჩაღუნა თავი და ამოიოხრა:_ იცი, მე მამა არა მყავს..._ ქვეშიდან ამომხედა საწყლად.
აქამდე ძალიანაც მომეწონა და იმედი მქონდა ძალიან დიდი რომ ლოში მაგრად მომეწონებოდა..
ხო მაგრად არა თუმცა საკაიფოდ, მოდი ვიყტყვი მანიპულირებ ემოციით(ოღონ მანიპულირებას ცუდი გაგებით არ ვამბობ)
აი ამ მხრივ კი აი იმ ნაწილის მერე კაი იყო..
მაგრამ მანამდე უფრო იმედის მომცემად იწყებოდა : ) _მაჩუქე რაა..._ ჩაღუნა თავი და ამოიოხრა:_ იცი, მე მამა არა მყავს..._ ქვეშიდან ამომხედა საწყლად.
აქამდე ძალიანაც მომეწონა და იმედი მქონდა ძალიან დიდი რომ ლოში მაგრად მომეწონებოდა..
ხო მაგრად არა თუმცა საკაიფოდ, მოდი ვიყტყვი მანიპულირებ ემოციით(ოღონ მანიპულირებას ცუდი გაგებით არ ვამბობ)
აი ამ მხრივ კი აი იმ ნაწილის მერე კაი იყო..
მაგრამ მანამდე უფრო იმედის მომცემად იწყებოდა : )
22. გიო,ბებოს მიტყიპვა უნდოდა,შენ რომ გინდა ხოლმე ხანდახან ისე.:)) მადლობა ყველას!:):-* გიო,ბებოს მიტყიპვა უნდოდა,შენ რომ გინდა ხოლმე ხანდახან ისე.:)) მადლობა ყველას!:):-*
21. ...
არ ვიცი რა ვთქვა.. ...
არ ვიცი რა ვთქვა..
20. კარგი იყო ეს იმათთვის სულ რომ არ ეცოდებათ ბავშვები, რომლებსაც აიძულებენ იყვნენ შავები და მატყარები..... +++ შენ :) კარგი იყო ეს იმათთვის სულ რომ არ ეცოდებათ ბავშვები, რომლებსაც აიძულებენ იყვნენ შავები და მატყარები..... +++ შენ :)
19. :) კარგი ხარ! :) კარგი ხარ!
18. საღოლ თამთა...
ბებოს რა უნდოდა მაინც ვერ გავიგე, :D:D:D საღოლ თამთა...
ბებოს რა უნდოდა მაინც ვერ გავიგე, :D:D:D
17. მართლა ასე იყო?... მიხარია, რომ ეს დაწერე... ბექამ მართალი კი თქვა, მაგრამ რახან დაწერე...
ნაწერმა, მიზანს მიაღწია! მართლა ასე იყო?... მიხარია, რომ ეს დაწერე... ბექამ მართალი კი თქვა, მაგრამ რახან დაწერე...
ნაწერმა, მიზანს მიაღწია!
15. :( :( :(( ვაიი.... :( :( :(( ვაიი....
14. ფარაონო,თუ არ გაინტერესებდა,კომენტარსაც არ დატოვებდი,აგეარა გვერდი ჩემი გვერდისთვის!;):) თეა,ეს შენ!:-*:-*:) ფარაონო,თუ არ გაინტერესებდა,კომენტარსაც არ დატოვებდი,აგეარა გვერდი ჩემი გვერდისთვის!;):) თეა,ეს შენ!:-*:-*:)
13. ჰო?! მეც მინდოდა, რომ ვინმესთვის მომეთხრო. (ყოველგვარი ირონიის გარეშე, ფარაონო) ჰო?! მეც მინდოდა, რომ ვინმესთვის მომეთხრო. (ყოველგვარი ირონიის გარეშე, ფარაონო)
12. თეა როგორ გვაინტერესებდა შენი ისტორია... თეა როგორ გვაინტერესებდა შენი ისტორია...
11. აუ, თაამთ...8-> ამ რამდენიმე დღის წინ, მე მითხრა ეგეთმა პატარამ,- დამეხმარეო. თან ნაყინს ჭამდა. გავუღიმე და მეთქი, შენ მაჭამე ეგ ნაყინი-თქო. არაფერი უთქვამს, გამომიწოდა, სერიოზული სახით თან:) მე ისევ გავუღიმე და...
შემიყვარდა შენი ნაწერები. შენ ხომ!..:-* აუ, თაამთ...8-> ამ რამდენიმე დღის წინ, მე მითხრა ეგეთმა პატარამ,- დამეხმარეო. თან ნაყინს ჭამდა. გავუღიმე და მეთქი, შენ მაჭამე ეგ ნაყინი-თქო. არაფერი უთქვამს, გამომიწოდა, სერიოზული სახით თან:) მე ისევ გავუღიმე და...
შემიყვარდა შენი ნაწერები. შენ ხომ!..:-*
10. შენი კაშნეს პომპონები დაგახრჩობენ თუ ეს მართალია:) შენი კაშნეს პომპონები დაგახრჩობენ თუ ეს მართალია:)
9. ძალიან კარგია :) ძალიან კარგია :)
5. შიგ გულში მომხვდა ცოდოოოოოოოოოოოა სენ თამთ +2 ყოჩXაღ შიგ გულში მომხვდა ცოდოოოოოოოოოოოა სენ თამთ +2 ყოჩXაღ
4. იცი თავიდან რომ დავიწყე კითხვა, მეღიმებოდა და მინდოდა მეკითხა, რუსთაველზე ხომ არ მოხდა ეს ამბავი, მაგრამ მერე ცოტა არ იყოს სევდიანში გადავიდა ისტორია... აი რაღაცნაირი ნაწერია, ვერ ავხსნი, სევდიანი, დადებითი... :) :) :) ნიჭიერი ხარ!!! :)
და კიდევ დაგვიანებით გილოცავ: თამარობას, ლიტერატორობას და გამარჯვების დღეს :-P :D იცი თავიდან რომ დავიწყე კითხვა, მეღიმებოდა და მინდოდა მეკითხა, რუსთაველზე ხომ არ მოხდა ეს ამბავი, მაგრამ მერე ცოტა არ იყოს სევდიანში გადავიდა ისტორია... აი რაღაცნაირი ნაწერია, ვერ ავხსნი, სევდიანი, დადებითი... :) :) :) ნიჭიერი ხარ!!! :)
და კიდევ დაგვიანებით გილოცავ: თამარობას, ლიტერატორობას და გამარჯვების დღეს :-P :D
3. თბილია და სევდიანი :)
გაიხარე შენ :-* თბილია და სევდიანი :)
გაიხარე შენ :-*
1. აუ თამთ საღოლ რა....ესეთი გრძნობით დაწერილები რავი რააა...იშვიათია...გენაცვალე. აუ თამთ საღოლ რა....ესეთი გრძნობით დაწერილები რავი რააა...იშვიათია...გენაცვალე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|