ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამთა რეხვიაშვილი
ჟანრი: პროზა
15 ივნისი, 2010


ფანჯარა

__ბაჩი,ნინი უფრო ლამაზია თუ მარი?_ეკითხება თაკო ბაჩის.
ბაჩი ცალ ყურსასმენს იძრობს ყურიდან.
__ჰა?
__ნინო უფრო ლამაზია,თუ მარი-მეთქი?
__ორივე ერთი ნაგავია!_იკრიჭება ბაჩი და ისევ იკეთებს ყურსასმენს.
__აუ,ეს ჩვენზეც ასე იტყვის...___მიყურებს თაკო.
__ჰოდა არ კითხო...
    ბაჩის მარტო დიდმკერდიანი გოგონები მოსწონს.უკეთეს შემთხვევაში თუ ქუსლებზე დგას და გრძელი,გაშლილი თმა აქვს. უარეს შემთხვევაში სავსე მკერდიც აკმაყოფილებს, ოღონდ "კაკ ინიმუმ" ცხვირი არ უნდა ჰქონდეს კეხიანი,_როგორც თვითონ იტყვის ხოლმე.
      მეორე ხაზის მატარებელი ჩამოდგა.თაკო ცქმუტავს და აშკარად ნერვებს უშლის ბაჩის ყურსასმენები.ხანდახან მეც მიყურებს. არ უნდა, რომ მივუხვდე...
___თამთ,შეხედე, შეხედე ამ უბედურს! ნინოს და მარის რა აქვთ ამისი დასაწუნი?__თან ხელებს იშვერს ბაჩისკენ და ამრეზით უყურებს.
___კი,კი,ნამდვილად ეგრეა,გეთანხმები...__იცინის ბაჩი,ოღონდ არაფერი გაუგონია. ასე იცის ხოლმე,როცა ყურსასმენები უკეთია.ხან "არ გეთანხმები"_ს ამბობს,ან "მთლად ეგრეც არ არის,
შეეცადე სხვა კუთხით მიუდგე მაგ საკითხსო" და სერიოზული სახით  აგრძელებს გზას...
  კარები დაიკეტა,შემდეგი სადგური თავისუფლების მოედანიო. ძლივს შეასწარით.
თაკო დგას და მხრებამდეც ვერ სწვდება ბაჩის.ეს უკანასკნელი მე მიყურებს და მათ სიმაღლეებს შორის სხვაობას მტკაველით ზომავს,თან სიცილით კვდება.მეც მეცინება.თაკოსაც,ოღონდ ვატყობ,რომ სწყინს ცოტათი.
__გაწელილოოოოოო!!!!
__შეეცადე სხვა მხრიდან შეხედო მაგ საკითხს!__ისევ არაფერი გაუგონია,ისე უპასუხა იმან.
__დებილი!_მეუბნება თაკო.
  ჩვენ თავისუფლებაზე ჩამოვდივართ.
__ისე,თუ დაკვირვებიხარ,ძალიან მაღალ ბიჭებს სულ პატარა გოგონები მოსწონთ...__მეუბნება ესკალატორზე თაკო სასხვათაშორისოდ.
__ხო,მოსწონთ, ხშირად..__მეცინება მე.
__რა გაცინებს?
__არა,ისე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები