ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2010


ჩამაიარე, ქალ-ქარო...

ჩამაიარე, ქალ-ქარო,
წყაროზე თუნგიანამა,
გზა გადაგიჭრა ლეკივით
ლაღის არწივის მგვანამა.

მწვერვალებ გადაგატარო,
მდევარ-ხიფათის მგანამა,
ჩემს სახლში დაგაბინაო,
გაიჩხაკუნოს გარამა.

წყალს მე შაგასმევ მწყურვალსა,
ვნების გვიქროლოს ქარამა,
თუნდ დაილეწოს სამყარო,
ჩვენ არ გვანაღვლოს არამა!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები