__წადი რა პურზე...__გაიღვიძა თედომ. __აუფ,ვისაც შია ის წავიდეს!__არადა მეც მშია. __კაი რაა...გთხოვ... __არა-მეთქი!მე წუხელ ვიყავი. __წუხელ თუ იყავი,სად არის პური? __შეიჭამა. __აუუუ...რამდენს მახვეწნინებ,გამოცდა მაქვს,წადი რა... __შენ კიდევ რაღა მოგივიდა,ჩაცმული ხარ და მოიტანე!__ჩაერია დედა. __აუ,შენ სულ მე მაგზავნიიი..კაი რაა... __იყავით ორივე აქ!მე წავალ!__ ხმა გაუმკაცრდა დედას.სულ ასე იცის ხოლმე და წავა კარადისაკენ,რომ პალტო მოიცვას.მერე, რა თამა უნდა,რომელიც უფრო დიდ სინდისს აღმოვაჩენთ საკუთარ თავში,ვეცემით ხელებში და ჩვენ წავალთ.ახლა თედო ნამდვილად არ აპირებდა დიდსინდისიანობას... __ხო,კაი,მომე ფული.__უხალისოდ მოვიცვი ქურთუკი. თედომ ზემოდან თვალი ჩამიკრა.უფრო სწორად,ბალიშზე თავმიყრდნობილმა მიხუჭული ერთ-ერთი თვალი გაახილა და ისევ დახუჭა...მე მომეჩვენა,რომ ჩაეღიმა კიდეც და კარი ისე გავიჯახუნე,ნამდვილად ვეღარ დაიძინებდა. ყინავდა გარეთ.ეზოს გავცდი თუ არა,ირაკლი შემეფეთა.ირაკლი თედოს ძმაკაცია. __ვაა,თაამთ! როგორ ხარ? __ვარ,რა... __რა იყო,გამოგაგდეს?__იცინის. __ხოო... __თედო სადაა? __საწოლში,ნებივრობს... __უთხარი, ამომიაროს დღეს. __გამოცდა რომ აქვს? __რა გამოცდა აქვს კვირას? მომინდა,შევბრუნებულიყავი სახლში და თედო წამომეგდო საწოლიდან,მაგრამ კარადასთან მისული დედა გამახსენდა და გადავიფიქრე. __კაი აბა, თამთ...__შუბლზე მკოცნის და უკანმოუხედავად მეძახის: __უთხარი,ამომიაროს! __ვეტყვი,_ჩავილაპარაკე ჩემთვის.ვაგრძელებ გზას და ვფიქრობ;"რა კაი ტიპია ირაკლი..."და,საერთოდაც,ჩემი ძმის ყველა მეგობარი კაი ტიპია...არა,ირაკლი მაინც ყველაზე უკეთესია,მარა დაჯექი და უცადე ახლა,როდის გადაუვლის მაგას "ძმაკაცის დას სხვანაირად ვერ შევხედავ" პრინციპი...სულელები არიან ბიჭები... __ორი პური მინდა, ნინო დეიდა... __რა იყო,გამოგაგდეს?__მიცინის და პარკით პურებს მაწვდის.
___ჩამობრძანდი და მიირთვი!__უკვე კომპიუტერთან იჯდა თედო.__რაში გაქვს დღეს გამოცდა? __გრაფიკაში...__პურის ყუა მოიტეხა და იცინის... __ესეიგი,გრაფიკაში არა?!ორი დღე სულ შენ ივლი პურზე!აი,ნახავ,თუ არა... __ხო იცი,ვივლიდი მარა ხვალიდან მართლა მეწყება გამოცდები...__და პირგამოტენილი ხვრეპს ცხელ ჩაის...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. უი,ეს წაკითხული მქონდა მახსოვს:) "როგორ არ გეშინია მკითხველის ასე ახლოს მიშვება გულთან..?"მეც ამას ვფიქრობ თამთ, მარა ბერეთელმა დამასცრო ;) უი,ეს წაკითხული მქონდა მახსოვს:) "როგორ არ გეშინია მკითხველის ასე ახლოს მიშვება გულთან..?"მეც ამას ვფიქრობ თამთ, მარა ბერეთელმა დამასცრო ;)
29. თამთა რატომ აღარ წერ აქ არაფერს???????????? თამთა რატომ აღარ წერ აქ არაფერს????????????
28. კარგია! (თედო რომ ჰქვია ერთ-ერთს,- ესეც მომეწონა), გაიხარე! +2 კარგია! (თედო რომ ჰქვია ერთ-ერთს,- ესეც მომეწონა), გაიხარე! +2
27. მოოოომწონს :)
555555555 მოოოომწონს :)
555555555
26. კარგი ჩემგან აქ!!! გაიხარე შენა!!! კარგი ჩემგან აქ!!! გაიხარე შენა!!!
25. ნატურალური კადრებია შენთან, თამთ... შენსავით ბუნებრივი, მე რომ მიყვარს:-*
ნატურალური კადრებია შენთან, თამთ... შენსავით ბუნებრივი, მე რომ მიყვარს:-*
24. ძალიან ნათელი და ნოსტალგიური თხრობა! ძალიან ნათელი და ნოსტალგიური თხრობა!
23. ბავშვურად სუფთაა
ძმაკაცის და მომეწონა ყველაზე ძალიან ;;) ბავშვურად სუფთაა
ძმაკაცის და მომეწონა ყველაზე ძალიან ;;)
22. რა სასიამოვნო წასაკითხია... 5 :) რა სასიამოვნო წასაკითხია... 5 :)
20. როგორ არ გეშინია მკითხველის ასე ახლოს მიშვება გულთან?.. ამიტომ ხარ ბაია! :) როგორ არ გეშინია მკითხველის ასე ახლოს მიშვება გულთან?.. ამიტომ ხარ ბაია! :)
19. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი,რომ უმცროსები ხშირშემთხვევაში იჩაგრებიან :D ავტორის გულწრფელობა იგრძნობა ნაწერში 5555 ჩემი გამოცდილებიდან ვიცი,რომ უმცროსები ხშირშემთხვევაში იჩაგრებიან :D ავტორის გულწრფელობა იგრძნობა ნაწერში 5555
18. :D:D ძმაკაცის დას როგორ უნდა შEხედო სხვანაირად აი სოკო დამიდასტურებს :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D ყოჩაღ პატარას :D:D ძმაკაცის დას როგორ უნდა შEხედო სხვანაირად აი სოკო დამიდასტურებს :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D ყოჩაღ პატარას
17. ძალიან მომწონს + ,მოგიკითხე :) ძალიან მომწონს + ,მოგიკითხე :)
16. :D:D ძალიან დიდი მადლობა ყველას...:):) მინდი,რა საყვარელი ხარ, შე ოხუნჯო,შენა...:D:D:-*:-*:-* :D:D ძალიან დიდი მადლობა ყველას...:):) მინდი,რა საყვარელი ხარ, შე ოხუნჯო,შენა...:D:D:-*:-*:-*
15. ვახ რა ნიჭიერი თმებია, გინახავთ თმები პროზას წერდეს?
შემოგევლე თმაააააამთ, რამდენი ნატრობს ნეტა ძმაკაცის და იყოსო შენზე :-P :-* :-* ვახ რა ნიჭიერი თმებია, გინახავთ თმები პროზას წერდეს?
შემოგევლე თმაააააამთ, რამდენი ნატრობს ნეტა ძმაკაცის და იყოსო შენზე :-P :-* :-*
13. :-* +2 თბილი და მსუბუქი :-* +2 თბილი და მსუბუქი
12. ძალიან თბილი და ალალი ნაწერია! კარგია ჩემო ლამაზო თამთა! რომ იცოდე, ახლა რა კარგი რამე გამახსენე? ვეცდები ჩამოვაყალიბო და მერე შენ მოგიძღვნი, კარგი? :) ჯერ-ჯერობით სიურპრიზი იყოს... ძალიან თბილი და ალალი ნაწერია! კარგია ჩემო ლამაზო თამთა! რომ იცოდე, ახლა რა კარგი რამე გამახსენე? ვეცდები ჩამოვაყალიბო და მერე შენ მოგიძღვნი, კარგი? :) ჯერ-ჯერობით სიურპრიზი იყოს...
10. რა თბილია... საყვარელი მოთხრობაა აშკარად:) რა თბილია... საყვარელი მოთხრობაა აშკარად:)
9. :-* ვიცი ეს, რათქმა უნდა, და მომწონს, რა თქმა უნდა:D :-* :-* ვიცი ეს, რათქმა უნდა, და მომწონს, რა თქმა უნდა:D :-*
8. დაჯექი და უცადე ახლა,როდის გადაუვლის მაგას "ძმაკაცის დას სხვანაირად ვერ შევხედავ" პრინციპი...
:))) ძალიან კარგია... 5 დაჯექი და უცადე ახლა,როდის გადაუვლის მაგას "ძმაკაცის დას სხვანაირად ვერ შევხედავ" პრინციპი...
:))) ძალიან კარგია... 5
7. აუ ჩვენი ლაპარაკი გამახსენა ამან :D მაშინაც გაბუსხული ტონით თქვი ძმაკაცის დაზე და კიდე შენი ძმის ძმაკაცებზე :D ჰუჰ. კაია :-* აუ ჩვენი ლაპარაკი გამახსენა ამან :D მაშინაც გაბუსხული ტონით თქვი ძმაკაცის დაზე და კიდე შენი ძმის ძმაკაცებზე :D ჰუჰ. კაია :-*
6. რაღაცნაირად წერ თამთ,ბავშვური და ალალი და წმინდა ნაწერები გაქვს...ესე ყოფილიყავი ყოველთვის...შენს ნაწერებს რომ ვკითხულობ სიამოვნებით მეღიმება ხოლმე...
პ.ს. ძმაკაცის დას არც უნდა შეხედო სხვანაირად,ეგ ერთ-ერთი წმინდა ქართული ადათია.ჩემთვის ეგრეა და სხვამ თავისი საქმე თვითონ იცის...
ეგრე არაა ახალაიაააა?:)) რაღაცნაირად წერ თამთ,ბავშვური და ალალი და წმინდა ნაწერები გაქვს...ესე ყოფილიყავი ყოველთვის...შენს ნაწერებს რომ ვკითხულობ სიამოვნებით მეღიმება ხოლმე...
პ.ს. ძმაკაცის დას არც უნდა შეხედო სხვანაირად,ეგ ერთ-ერთი წმინდა ქართული ადათია.ჩემთვის ეგრეა და სხვამ თავისი საქმე თვითონ იცის...
ეგრე არაა ახალაიაააა?:))
5. კარგი ხართ თამთა! კარგად წერთ! კარგი ხართ თამთა! კარგად წერთ!
4. თედო ნამდვილად არ აპირებდა დიდსინდისიანობას... :D ჩემი საყვარელი თამთაოოო :D :-* თედო ნამდვილად არ აპირებდა დიდსინდისიანობას... :D ჩემი საყვარელი თამთაოოო :D :-*
3. დედა, რა ჩემსავით საყვარელი ყოფილა თედო :D მოგიკითხე დედა, რა ჩემსავით საყვარელი ყოფილა თედო :D მოგიკითხე
2. ძალიან საყვარელი ნაწერია. ძალიან საყვარელი ნაწერია.
1. ჩემი ბოლო კომენტარი შენს ნაწერზე მახსოვს:) იგივე ისევ:) ჩემი ბოლო კომენტარი შენს ნაწერზე მახსოვს:) იგივე ისევ:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|