 | ავტორი: milanel ჟანრი: პროზა 5 აგვისტო, 2010 |
წლებს და თარიღებს რა მნიშვნელობა აქვს, მეც უმაგათოდ დავიწყებ... რვა წლამდე მე ვიყავი, ჩემი ძმა წლით და რვა თვით უფროსი... დედა გვყავდა... მამაც... მაგრამ მამა სხვაგან... ფრონტზე... (ამ სიტყვის გაგონებისას, ეხლაც, ტანში სულ ჟრუანტელი მივლის) სულ პატარები ვყოფილვართ მამა რომ წაუყვანიათ... მაინც მახსოვს ის დრო... ყველაფერი თითქმის ზუსტად მახსოვს... ერთფეროვნებას ხომ ადვილად იმახსოვრებს მოზარდის ტვინი...
დღესაც სხვანაირები ვართ მე და ჩემი ძმა... განვსხვავდებით სხვებისგან... აქ დედაა მთავარ როლში... დედაც გამორჩეულია და იყო... უხვი გულით და ძუნწი სიტყვით... ჩვენს თანატოლებს ზღაპრებს რომ უკითხავდნენ, დედა "ენით დაკოდილს", ძალა ერთობაშია"-ს, "უსამართლო შირვან შაჰს" და მისნაირებს გვიყვებოდა ღამ-ღამობით... თან ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით, დამაფიქრებლად...
არ მახსოვს რამე დაგვკლებოდა მე და ჩემს ძმას... დედა ამისთვის დაუღალავად შრომობდა... საცერივით დასერილ ხელებს სიღარიბეს ყელში უჭერდა... ერეოდა კიდეც... ჩვენ არაფერი გვაკლდა...
დედა დღესაც მშიერი დაწვა გუშინდელივით, ხშირად იყო ასე... "მამა როდის მოვა"-ო, - ამ კითხვაზე არასოდეს გვცემდა ზუსტ პასუხს, დრო მოვა და ისიც მოვაო, - ამბობდა... წერილებს გზავნიდა მამა... ეხლაც მორიგი წერილი გახსნა დედამ... ჩვენ შევცქეროდით... (ხმამაღლა არასოდეს კითხულობდა) უმალ სახე ეცვალა... არ შეიმჩნია... მე შევატყვე როგორ გაუთეთრდა სახე ყინვაგამოვლილივით... ყელი ისე გამოებერა, თითქოს დიდი ლუკმის გადაყლაპვას ცდილობს და ვერ ყლაპავსო... ხელები ისე გაულურჯდა, თითქოს კაპილარები დაუწყდაო.. თვალები კი ისე... არა, თვალებს არ(ვერ) ვშიფრავ, მოდილიანივით სულ ვერიდები თვალებს ჩავუფიქრდე... არ მიყვარს ამ სარკეში ჩახედვა.... წამოდგა... მზისგან განაცრისფრებული შავი ცხვირსახოცი ამოიღო და შუბლზე მოისვა... არაფერი გვითხრა... ჩვენც არაფერი გვიკითხავს...
დღეები გავიდა... ცნობისმოყვარეობა არ მშორდებოდა... რა დაემართა დედას... თუ მამას...
თვითონვე დაგვიძახა დედამ... მამამ გაგვასწროვო გვითხრა... ჩვენ ვდუმდით... თვითონვე განაგრძო... ღმერთთანო... უკვე მივიდაო... (თითქოს უხარიაო, ისე ამბობდა), მერე მივხვდი, ეს სიხარული კი არა, სიამაყე იყო... ამაყობდა დედა... ჩვენც... კიდევ განაგრძო... მამა გმირიაო ასე თქვა... ქრისტეს ასაკში მივიდა თვით ქრისტესთანო... ბოლომდე არ მესმოდა რა ხდებოდა... ვდუმდი... დედა თვითონვე ხსნიდა ყველაფერს... ჩვენი ცხოვრება იმ იგავ-არაკებივითაა მე რომ გიკითხავდითო... შინაარსით იზომება და არა სიდიდითო... მამაც იგავიაო, არაკიაო, ერთ-ერთი მათგანიაო... ასეც დარჩა მამა ჩვენს მეხსიერებაში...
ახლა მე ვარ მამა... საგუშაგოზე ვდგავარ და მახსენდება ეს ყველაფერი... წელზე მეტია ჩემი ბიჭები არ მინახავს... მეც იგავად დავრჩები ნეტავ მათთვის? ჩემი გარდაცვალების ჩნობაც მიუვა ნეტავ ჩემს მეუღლეს... დრო ყველას თავის მეტსახელს არქმევს... ნეტა მე რას მიწოდებს? იგავ-არაკს... თუ მამას...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
51. გაიხარე მეგობარო.. გაიხარე მეგობარო..
50. იმ თითქოს უდარდელმა ლექსმა" დასიზმრებული სიბერე" აქამდე მომიყვანა და... როგორ მიხარია ახლა, რომ გადაგეყარეთ აქ:) ყოჩაღ! იმ თითქოს უდარდელმა ლექსმა" დასიზმრებული სიბერე" აქამდე მომიყვანა და... როგორ მიხარია ახლა, რომ გადაგეყარეთ აქ:) ყოჩაღ!
49. ეს კარგია. ძალიან კარგია ეს კარგია. ძალიან კარგია
48. მადლობა ჩემო კარგო.. მადლობა ჩემო კარგო..
47. მადლობა ჩემო კარგო.. მადლობა ჩემო კარგო..
46. ჩემთვის პირადად სასიამოვნოა ამ ავტორის აღმოჩენა. შესანიშნავი ნაწერია ეს! ჩემთვის პირადად სასიამოვნოა ამ ავტორის აღმოჩენა. შესანიშნავი ნაწერია ეს!
45. კომენტარი არ მქონია აქ. მომეწონა თავიდანვე, ემოციურია... კორექტურაა რამდენიმეგან.
კომენტარი არ მქონია აქ. მომეწონა თავიდანვე, ემოციურია... კორექტურაა რამდენიმეგან.
44. აუუუ.. :(( რა ემოციურია.გაიხარეე,ავტორო..ძალიან კარგი და ძლიერი ხარ!!! მომეწონა შენი ყველა ნაწერი.. აუუუ.. :(( რა ემოციურია.გაიხარეე,ავტორო..ძალიან კარგი და ძლიერი ხარ!!! მომეწონა შენი ყველა ნაწერი..
43. მადლობა ნინი, გაიხარე შენ! მადლობა ნინი, გაიხარე შენ!
42. საცერივით დასერილ ხელებს სიღარიბეს ყელში უჭერდა... ერეოდა კიდეც... ჩვენ არაფერი გვაკლდა...
მე შევატყვე როგორ გაუთეთრდა სახე ყინვაგამოვლილივით... ყელი ისე გამოებერა, თითქოს დიდი ლუკმის გადაყლაპვას ცდილობს და ვერ ყლაპავსო... ხელები ისე გაულურჯდა, თითქოს კაპილარები დაუწყდაო.. თვალები კი ისე... არა, თვალებს არ(ვერ) ვშიფრავ, მოდილიანივით სულ ვერიდები თვალებს ჩავუფიქრდე...
ჩვენი ცხოვრება იმ იგავ-არაკებივითაა მე რომ გიკითხავდითო... შინაარსით იზომება და არა სიდიდითო...
ბრავვო, ბრავო... გული დამინისლა.. :( ასეთი დედები სჭირდება საქართველოს... მამებზე აღარაფერს ვამბობ - ყოველთვის გვყავდნენ ასეთები და იქნებიან მარად :) საცერივით დასერილ ხელებს სიღარიბეს ყელში უჭერდა... ერეოდა კიდეც... ჩვენ არაფერი გვაკლდა...
მე შევატყვე როგორ გაუთეთრდა სახე ყინვაგამოვლილივით... ყელი ისე გამოებერა, თითქოს დიდი ლუკმის გადაყლაპვას ცდილობს და ვერ ყლაპავსო... ხელები ისე გაულურჯდა, თითქოს კაპილარები დაუწყდაო.. თვალები კი ისე... არა, თვალებს არ(ვერ) ვშიფრავ, მოდილიანივით სულ ვერიდები თვალებს ჩავუფიქრდე...
ჩვენი ცხოვრება იმ იგავ-არაკებივითაა მე რომ გიკითხავდითო... შინაარსით იზომება და არა სიდიდითო...
ბრავვო, ბრავო... გული დამინისლა.. :( ასეთი დედები სჭირდება საქართველოს... მამებზე აღარაფერს ვამბობ - ყოველთვის გვყავდნენ ასეთები და იქნებიან მარად :)
41. დიდი მადლობა, მართლა მოხარული ვარ.. გაიხარე დიდი მადლობა, მართლა მოხარული ვარ.. გაიხარე
40. ემოცია რომ ყელში წაგიჭერს ხელებს, ყოველი სიტყვა რომ გულზე მოგხვდება და აგავსებს!!! ვერ ვწერ მეტს ვერაფერს, იმიტომ რომ...იმიტომ!!! კალამს დაგილოცავ, მეგობარო! დაე, ის უფრო და უფრო უკეთესი გამხდარიყოს!!! მე კი (თუნდაც მარტო ამ მოთხრობის ხათრით) ჩემს რჩეულ ავტორებში ჩაგიმატებ, მილიონჯერ რომ შემოგიბრუნდე კიდევ!!! ემოცია რომ ყელში წაგიჭერს ხელებს, ყოველი სიტყვა რომ გულზე მოგხვდება და აგავსებს!!! ვერ ვწერ მეტს ვერაფერს, იმიტომ რომ...იმიტომ!!! კალამს დაგილოცავ, მეგობარო! დაე, ის უფრო და უფრო უკეთესი გამხდარიყოს!!! მე კი (თუნდაც მარტო ამ მოთხრობის ხათრით) ჩემს რჩეულ ავტორებში ჩაგიმატებ, მილიონჯერ რომ შემოგიბრუნდე კიდევ!!!
39. ხმას არ ვიღებ!.. ვდუმვარ უბრალოდ... +10! ხმას არ ვიღებ!.. ვდუმვარ უბრალოდ... +10!
38. მომეწონაა :) მომეწონაა :)
37. მადლობა ყველას... მადლობა ყველას...
36. ძალიან საინტერესო თემა, მომეწონა +5 ძალიან საინტერესო თემა, მომეწონა +5
35. ძალიან მომეწონა. სიტყვა დახვეწილია და პირდაპირ გულს უმიზნებ.... ძალიან მომეწონა. სიტყვა დახვეწილია და პირდაპირ გულს უმიზნებ....
34. მაგარიააააა ძაან და ვისი ბიჭი ხააააარ? :D:D +2 მაგარიააააა ძაან და ვისი ბიჭი ხააააარ? :D:D +2
32. მადლობა ყველას... მადლობა ყველას...
31. +555...zalian kargia...gmerti mshvidobas mogcems +555...zalian kargia...gmerti mshvidobas mogcems
30. ;( ვაიმე ვტირი ;( ;( ვაიმე ვტირი ;(
29. ძალიან მაგარიააააა.... მით უმეტეს როცა ავტორის წაკითხული გაქვს მოსმენილი ...
"ჩვენი ცხოვრება იმ იგავ-არაკებივითაა მე რომ გიკითხავდითო... შინაარსით იზომება და არა სიდიდითო..."
"დრო ყველას თავის მეტსახელს არქმევს..." ძალიან მაგარიააა ძალიან მაგარიააააა.... მით უმეტეს როცა ავტორის წაკითხული გაქვს მოსმენილი ...
"ჩვენი ცხოვრება იმ იგავ-არაკებივითაა მე რომ გიკითხავდითო... შინაარსით იზომება და არა სიდიდითო..."
"დრო ყველას თავის მეტსახელს არქმევს..." ძალიან მაგარიააა
28. მაგარი ძალიან ... ! მაგარი ძალიან ... !
27. ჩვენი ცხოვრება იმ იგავ-არაკებივითაა მე რომ გიკითხავდითო... შინაარსით იზომება და არა სიდიდითო...
მოწონება ნაწერს ;;) ჩვენი ცხოვრება იმ იგავ-არაკებივითაა მე რომ გიკითხავდითო... შინაარსით იზომება და არა სიდიდითო...
მოწონება ნაწერს ;;)
26. აი ეს ყველაზე მეტად მიყვარს შენი ნაწერებიდან გიო, უუუუუუუუუუუუუუუუმაგრესია :) :) აი ეს ყველაზე მეტად მიყვარს შენი ნაწერებიდან გიო, უუუუუუუუუუუუუუუუმაგრესია :) :)
25. სტილიც თემის შესაფერისია! სტილიც თემის შესაფერისია!
23. აქ ნოველის ის სტილიცაა, ნიკო ლორთქიფანიძეს რომ გამოარჩევდა. მოხიბლული ვარ. აქ ნოველის ის სტილიცაა, ნიკო ლორთქიფანიძეს რომ გამოარჩევდა. მოხიბლული ვარ.
22. გაიხარე გიო გაიხარე გიო
21. მამა... რა კარგია როდესაც იცი ამ სიტყვის სითბო... კარგია კი,,, მომეწონა. 5 მამა... რა კარგია როდესაც იცი ამ სიტყვის სითბო... კარგია კი,,, მომეწონა. 5
20. მადლობაააააააააა მადლობაააააააააა
19. სულ ჟრუანტელი მივლიდა რომ ვკითხულობი,ბრავოოო!!!!!!!
დრო ყველას თავის მეტსახელს არქმევს... ნეტა მე რას მიწოდებს? იგავ-არაკს... თუ მამას
ნამდვილად ძალიან მომწონს :))))))))))))))))))))))) სულ ჟრუანტელი მივლიდა რომ ვკითხულობი,ბრავოოო!!!!!!!
დრო ყველას თავის მეტსახელს არქმევს... ნეტა მე რას მიწოდებს? იგავ-არაკს... თუ მამას
ნამდვილად ძალიან მომწონს :)))))))))))))))))))))))
18. ნორმალური ნაწერია! ხალასი პროზაა! თემაც და შესრულების მანერაც მოსაწონი და მისაღებია ჩემთვის! დაახლოებით იგივე თემაზე ნი-აკოს მშვენიერი დოკუმენტრი ნოველა წავიკითხე წეღან და ამ თემაზე ჩემს მიერ იქ ნათქვამს აქაც სიამოვნებით გადმოვიტანდი, რომ არ მეუხერხულებოდეს! გაიხარე! 55555 ნორმალური ნაწერია! ხალასი პროზაა! თემაც და შესრულების მანერაც მოსაწონი და მისაღებია ჩემთვის! დაახლოებით იგივე თემაზე ნი-აკოს მშვენიერი დოკუმენტრი ნოველა წავიკითხე წეღან და ამ თემაზე ჩემს მიერ იქ ნათქვამს აქაც სიამოვნებით გადმოვიტანდი, რომ არ მეუხერხულებოდეს! გაიხარე! 55555
17. კარგია, ყოჩაღ. +2 კარგია, ყოჩაღ. +2
16. მიგიხვდი და გავითვალისწინებ აუცილებლად... მიგიხვდი და გავითვალისწინებ აუცილებლად...
15. 18-ს ვარ... milanel. 2010-08-05 14:07:40
აი, ეს ყველაზე მეტად მესიამოვნა. 18 წლის ასაკში პროზას ასეთ დონეზე რომ წერ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ,,დაღვინების,, შემდეგ, გაქვს პოტენცია, მართლა მაგარი რამე დაწერო! პოეზიას ასაკი დიდად არ სჭირია. ზოგჯერ პირიქით - ხელსაც უშლის.
აი პროზას კი, მართლა სჭირდება ასაკი, გამოცდილება დაღვინება!
ნოდარ დუმბაძეს აქვს ასეთი შუტკა: -რას შვები, ლექსებს ისევ წერ? -არა, პროზაზე გადავედი... -ვიცოდი რომ გადახვიდოდი... -რაზე შემატყვე? -ლექსებზე!
ეს თავად ნოდარ დუმბაძეს უთხრა თავის დროზე მეგობარმა. ხოდა კი იცი მერე ნოდარ დუმბაძე ვინც იყო! რაც უფრო მალე ,,გადახვალ,, მგონია, რომ შენთვისვე აჯობებს:)
მართლა კრგი დებიუტია - მე ამას არასოდეს ვამბობ ხატღით და ჰაერზე, თორემ ლექსებზეც იგივეს გეტყოდი... ხომ მიმიხვდი?:)
18-ს ვარ... milanel. 2010-08-05 14:07:40

14. ბაკურბატონი: აუცილებლად ჩავასწორებ მაგას, მადლობა რომ წაიკითხე... 18-ს ვარ...
გაიხარეთ, მადლობა ყველას ისევ და ისევ... იმედია ასევე მოგეწონებათ შემდეგებიც, როცა დავდებ... სტიმუუუუულ :D ბაკურბატონი: აუცილებლად ჩავასწორებ მაგას, მადლობა რომ წაიკითხე... 18-ს ვარ...
გაიხარეთ, მადლობა ყველას ისევ და ისევ... იმედია ასევე მოგეწონებათ შემდეგებიც, როცა დავდებ... სტიმუუუუულ :D
13. ხო, კიდე კარგს იზამ თუ სათაურში ,,დაღუპ-ი-ლი,, -ს ჩასწორებ - ,,დაღუპ-უ-ლი,, ხო, კიდე კარგს იზამ თუ სათაურში ,,დაღუპ-ი-ლი,, -ს ჩასწორებ - ,,დაღუპ-უ-ლი,,
12. დებიუტანტო, ლექსებიც წავიკითხე შენი ამის წაკითხვის მერე.
თუმცა უნდა გითხრა - დებიუტი შესანიშნავი გაქვს!
იემდია მიხვდები რაც ვთქვი.
რამდენი წლისა ხარ დებიუტანტო? დებიუტანტო, ლექსებიც წავიკითხე შენი ამის წაკითხვის მერე.
თუმცა უნდა გითხრა - დებიუტი შესანიშნავი გაქვს!
იემდია მიხვდები რაც ვთქვი.
რამდენი წლისა ხარ დებიუტანტო?
10. ჩვენი ცხოვრება იმ იგავ-არაკებივითაა მე რომ გიკითხავდითო... შინაარსით იზომება და არა სიდიდითო... მამაც იგავიაო, არაკიაო, ერთ-ერთი მათგანიაო... ასეც დარჩა მამა ჩვენს მეხსიერებაში... რა კარგი ნათქვამია... ჩვენი ცხოვრება იმ იგავ-არაკებივითაა მე რომ გიკითხავდითო... შინაარსით იზომება და არა სიდიდითო... მამაც იგავიაო, არაკიაო, ერთ-ერთი მათგანიაო... ასეც დარჩა მამა ჩვენს მეხსიერებაში... რა კარგი ნათქვამია...
9. რა კარგია, როცა ნიჭიერ ავტორს გადაწყდები...გაოცებული ვარ...555555555555 რა კარგია, როცა ნიჭიერ ავტორს გადაწყდები...გაოცებული ვარ...555555555555
8. "არ მახსოვს რამე დაგვკლებოდა მე და ჩემს ძმას... დედა ამისთვის დაუღალავად შრომობდა... საცერივით დასერილ ხელებს სიღარიბეს ყელში უჭერდა... ერეოდა კიდეც... ჩვენ არაფერი გვაკლდა..."
ამ სტრიქონების ქაკითხვისას ოთარაანთ ქვრივიც გამახსენდა და "თავსაფრიანი დედაკაციც", ნ. დარბაისელის სულ ახლახან აქ (სხვა საიტზეც) დადებული "ნატირალიც"...ყველგან გრძელდება სიცოცხლე...
"ახლა მე ვარ მამა... საგუშაგოზე ვდგავარ და მახსენდება ეს ყველაფერი... წელზე მეტია ჩემი ბიჭები არ მინახავს... მეც იგავად დავრჩები ნეტავ მათთვის? ჩემი გარდაცვალების ჩნობაც მიუვა ნეტავ ჩემს მეუღლეს... დრო ყველას თავის მეტსახელს არქმევს... ნეტა მე რას მიწოდებს? იგავ-არაკს... თუ მამას..."
ამ სტიქონებში კი სიცოცხლის გაგრძელებაა, ემოციურად და ზუსტად მოტანილი (ყოველგვარი პათეტიკის გარეშე)... მღელვარების გარეშე ვერ წავიკითხე...უკვე მნიშვნელობა არ აქვს ჟანრს, ფორმას, კორექტურას (რომელიც იოლად მოსაგვარებელია), სათქმელი აქვს ამ ნაწერს, განსხვავებით (ხანდახან რომ გვხვდება) ორთოგრაფიულ-გრამატიკულ-პუნქტუაციურად გამართული ნაწერებისაგან, რომელსაც ჩაიკითხავ და ფიქრობ, ნეტავ, რა უნდოდა ავტორს, ეთქვაო... არ ვიცი, რა სტილში (ჟანრში წერ ჩვეულებრივ), მაგრამ ეს "დებიუტი" რომ წარმატებულია, ფაქტია... წარმატებები შენ!.. "არ მახსოვს რამე დაგვკლებოდა მე და ჩემს ძმას... დედა ამისთვის დაუღალავად შრომობდა... საცერივით დასერილ ხელებს სიღარიბეს ყელში უჭერდა... ერეოდა კიდეც... ჩვენ არაფერი გვაკლდა..."

ამ სტიქონებში კი სიცოცხლის გაგრძელებაა, ემოციურად და ზუსტად მოტანილი (ყოველგვარი პათეტიკის გარეშე)... მღელვარების გარეშე ვერ წავიკითხე...უკვე მნიშვნელობა არ აქვს ჟანრს, ფორმას, კორექტურას (რომელიც იოლად მოსაგვარებელია), სათქმელი აქვს ამ ნაწერს, განსხვავებით (ხანდახან რომ გვხვდება) ორთოგრაფიულ-გრამატიკულ-პუნქტუაციურად გამართული ნაწერებისაგან, რომელსაც ჩაიკითხავ და ფიქრობ, ნეტავ, რა უნდოდა ავტორს, ეთქვაო... არ ვიცი, რა სტილში (ჟანრში წერ ჩვეულებრივ), მაგრამ ეს "დებიუტი" რომ წარმატებულია, ფაქტია... წარმატებები შენ!..
7. "არ მახსოვს რამე დაგვკლებოდა მე და ჩემს ძმას... დედა ამისთვის დაუღალავად შრომობდა... საცერივით დასერილ ხელებს სიღარიბეს ყელში უჭერდა... ერეოდა კიდეც... ჩვენ არაფერი გვაკლდა..."

6. ეს პროზაზე მეტია, ეს ბრწყინვალე ლექსია, კარგად დაწერილი, ძალიან დიდი სათქმელით, სტრიქონებში გაბნეული ზემოქმედების გრძნობითა და ემოციით. გაიხარე. ეს პროზაზე მეტია, ეს ბრწყინვალე ლექსია, კარგად დაწერილი, ძალიან დიდი სათქმელით, სტრიქონებში გაბნეული ზემოქმედების გრძნობითა და ემოციით. გაიხარე.
5. მადლობა ყველას... აუცილებლად შევასწორებ... მადლობა ყველას... აუცილებლად შევასწორებ...
4. არაჩვეულებრივია! 5 მაგრამ რამდენიმე ადგილას კორექტურაა გაპარული და ჩაასწორე, მასე ნუ დატოვებ... :))) არაჩვეულებრივია! 5 მაგრამ რამდენიმე ადგილას კორექტურაა გაპარული და ჩაასწორე, მასე ნუ დატოვებ... :)))
3. თვითონვე დაგვიძახა დედამ... მამამ გაგვასწროვო გვითხრა... ჩვენ ვდუმდით... თვითონვე განაგრძო... ღმერთთანო... უკვი მივიდაო... (თითქოს უხარიაო ისე ამბობდა), მერე მივხვდი, ეს სიხარული კი არა სიამაყე იყო... ამაყობდა დედა... ჩვენც... კიდევ განაგრძო... მამა გმირიაო ასე თქვა... ქრისტეს ასაკში მივიდა თვით ქრისტესთანო... ბოლომდე არ მესმოდა რა ხდებოდა... ვდუმდი... დედა თვითონვე ხსნიდა ყველაფერს... ჩვენი ცხოვრება იმ იგავ-არაკებივითაა მე რომ გიკითხავდითო... შინაარსით იზომება და არა სიდიდითო... მამაც იგავიაო... არაკიაო... ერთ-ერთი მათგანიაო.. ასეც დარჩა მამა ჩვენს მეხსიერებაში...
თუ დამიჯერებ ვტირივარ! სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი! უძლიერესი ნაწერია თავისი ემოციით და შინაარსით!!! ბრავო! 555! თვითონვე დაგვიძახა დედამ... მამამ გაგვასწროვო გვითხრა... ჩვენ ვდუმდით... თვითონვე განაგრძო... ღმერთთანო... უკვი მივიდაო... (თითქოს უხარიაო ისე ამბობდა), მერე მივხვდი, ეს სიხარული კი არა სიამაყე იყო... ამაყობდა დედა... ჩვენც... კიდევ განაგრძო... მამა გმირიაო ასე თქვა... ქრისტეს ასაკში მივიდა თვით ქრისტესთანო... ბოლომდე არ მესმოდა რა ხდებოდა... ვდუმდი... დედა თვითონვე ხსნიდა ყველაფერს... ჩვენი ცხოვრება იმ იგავ-არაკებივითაა მე რომ გიკითხავდითო... შინაარსით იზომება და არა სიდიდითო... მამაც იგავიაო... არაკიაო... ერთ-ერთი მათგანიაო.. ასეც დარჩა მამა ჩვენს მეხსიერებაში...
თუ დამიჯერებ ვტირივარ! სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი! უძლიერესი ნაწერია თავისი ემოციით და შინაარსით!!! ბრავო! 555!
2. მილანელ... ჩემთვის ეს ტკივილზე მეტია...
მილანელ... ჩემთვის ეს ტკივილზე მეტია...
1. შემიფასეთ... ობიექტურად... ასეთ სტილში დებიუტი მაქვს... შემიფასეთ... ობიექტურად... ასეთ სტილში დებიუტი მაქვს...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|