მე მესმის, გმირო, მთების მხრიდან შენი ძახილი. ექოდ დაჰყვება ეგ ხმაური კავკასის ქედებს. ლეკურებივით წამოჰკრეფავ ხალხის იმედებს და აიწვდები ავარიის ბასრი მახვილი!..
ვფიცავ ჩემს ქრისტეს, რაც თვალები მეც ავახილე, რაც ვიყმაწვილე, რაც ვჭაბუკობ, რაცა ვბერდები, თუმცა მკვდარი ხარ, ღუნიბივით მეიმედები და არაერთხელ მეც უცნაურ აზრს ამახირებ!..
ვიტყვი: განგებავ, თუ სიკვდილის ცელს დამაღირებ, ვიცი, შენ ჩემი პოვნა სულ არ გაგიძნელდება, რადგან შამილის ცრემლით ჩემი მზერაც სველდება,
გამიშვი, კლდეებს მეც ამოვდებ რკინის აღვირებს, მერე თუნდ მომკალ, შავი მიწის დამხურე კალთა, ოღონდ არ ჩამყვეს სამარეში ჯავრი მოსკალთა!..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. არც რა შერჩებათ სისხლისმსმელებს, ერთი ორად მოიმკიან... ულამაზესი სონეტია არც რა შერჩებათ სისხლისმსმელებს, ერთი ორად მოიმკიან... ულამაზესი სონეტია
29. მომეწონა ეს ლექსი, კარგია. +2 მომეწონა ეს ლექსი, კარგია. +2
28. ეს არ წამიკითხავს ,?.. მაგარი ენერგიული ლექსია , პირდაპირ ნიაღვარივით გადმოსჩქეფს ... ერთი " მაგრამ " ბოლო სტროფში " გამიშვის " მაგივრად " გამიშვით " არ სჯობს ?... რა ვიცი მე ესე დავინახე , ესე ვიფიქრე პირველივე წაკითხვისას და ყოველთვის ხმამაღლა ვკითხულობ ხოლმე, ამიტომ რაღაც ეს " გამიშვი " არ მეყო .ამ პათოსში თითქოს ცოტაა!.. სხვა ყველაფერი მშვენიერია და მელოდიური 5!.. ეს არ წამიკითხავს ,?.. მაგარი ენერგიული ლექსია , პირდაპირ ნიაღვარივით გადმოსჩქეფს ... ერთი " მაგრამ " ბოლო სტროფში " გამიშვის " მაგივრად " გამიშვით " არ სჯობს ?... რა ვიცი მე ესე დავინახე , ესე ვიფიქრე პირველივე წაკითხვისას და ყოველთვის ხმამაღლა ვკითხულობ ხოლმე, ამიტომ რაღაც ეს " გამიშვი " არ მეყო .ამ პათოსში თითქოს ცოტაა!.. სხვა ყველაფერი მშვენიერია და მელოდიური 5!..
27. როგორც ყოველთვის ბატონო მიშა ORIGINAL!
როგორც ყოველთვის ბატონო მიშა ORIGINAL!
26. გაიხარეთ ბატონო მიხეილ, ლამაზი ნაწერია :)
გამიშვი, კლდეებს მეც ამოვდებ რკინის აღვირებს, მერე თუნდ მომკალ, შავი მიწის დამხურე კალთა, ოღონდ არ ჩამყვეს სამარეში ჯავრი მოსკალთა!.. გაიხარეთ ბატონო მიხეილ, ლამაზი ნაწერია :)
გამიშვი, კლდეებს მეც ამოვდებ რკინის აღვირებს, მერე თუნდ მომკალ, შავი მიწის დამხურე კალთა, ოღონდ არ ჩამყვეს სამარეში ჯავრი მოსკალთა!..
25. თუმცა მკვდარი ხარ, ღუნიბივით მეიმედები და არაერთხელ მეც უცნაურ აზრს ამახირებ!..
თუმცა მკვდარი ხარ, ღუნიბივით მეიმედები და არაერთხელ მეც უცნაურ აზრს ამახირებ!..
24. ძალიან მაგარი ლექსია... აი, მე რო მიყვარს ისეთი... +5 ძალიან მაგარი ლექსია... აი, მე რო მიყვარს ისეთი... +5
23. მაგარი სონეტია,მიშა ყოველთვის ფორმაშია;) შენი წაკითხულის მოსმენა ერთ რამედ ეღირება:);) მაგარი სონეტია,მიშა ყოველთვის ფორმაშია;) შენი წაკითხულის მოსმენა ერთ რამედ ეღირება:);)
22. სონეტი შამილს მომეწონა. ილტოსპირელო, ყველას თავს ნუ გაუყადრებ და ნუ ეკამათები. ნამდვილი პოეტი ხომ დენდია... მარადიულად უნიჭოთ, როდემდე უნდა ვუკრიჭოთ?...+5 სონეტი შამილს მომეწონა. ილტოსპირელო, ყველას თავს ნუ გაუყადრებ და ნუ ეკამათები. ნამდვილი პოეტი ხომ დენდია... მარადიულად უნიჭოთ, როდემდე უნდა ვუკრიჭოთ?...+5
21. არ უმართლებთ უნიჭოებს!.. :)))) ჩემს პირველ წიგნში, რომელიც 1989 წელს დაიბეჭდა, ამ სონეტთან ერთად, კიდევ რამდენიმე მსგავსი წარმატებული სონეტი და ტრიოლეტია განთავსებული... საექსპერიმენტო ნამდვილად არაფერი მჭირს...
ასე, რომ, სანო, ჯერ წერა-კითხვა უნდა ისწავლო და მერე შეუდგე რპლიკების ფრქვევას!
და კიდევ ერთი:
ამ გვერდზე როდესაც შემოდიხარ, სანკა, აჯობებს ავტორზე კი არ აბნიო შხამიანი დორბლები, არამედ ლექსზე თქვა რაიმე არსებით, თუ შეგიძლია (თუნდაც კრიტიკული),
=)) =)) =)) არ უმართლებთ უნიჭოებს!.. :)))) ჩემს პირველ წიგნში, რომელიც 1989 წელს დაიბეჭდა, ამ სონეტთან ერთად, კიდევ რამდენიმე მსგავსი წარმატებული სონეტი და ტრიოლეტია განთავსებული... საექსპერიმენტო ნამდვილად არაფერი მჭირს...
ასე, რომ, სანო, ჯერ წერა-კითხვა უნდა ისწავლო და მერე შეუდგე რპლიკების ფრქვევას!
და კიდევ ერთი:
ამ გვერდზე როდესაც შემოდიხარ, სანკა, აჯობებს ავტორზე კი არ აბნიო შხამიანი დორბლები, არამედ ლექსზე თქვა რაიმე არსებით, თუ შეგიძლია (თუნდაც კრიტიკული),
=)) =)) =))
20. მიშა ამხელა კაცი ხარ რარა დროს შენი ექსპერიმენტებია..ვაი და არ გაგიმართლოს ხო მოგეჭრა ხალხში თავი..
=)) მიშა ამხელა კაცი ხარ რარა დროს შენი ექსპერიმენტებია..ვაი და არ გაგიმართლოს ხო მოგეჭრა ხალხში თავი..
=))
18. ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს(არცოდნა არცოდვაა), მიშას აქვს გამოცემული ორი წიგნი: 1. კავკასიური პოემები - სადაც თავმოყრილია კავკასიურ თემატიკაზე შექმნილი ეპიკური ჟანრის თხზულებები და 2. იჩქერია - ისტორიულ-პუბლიცისტური პოემა. მე წილად მხვდა ბედნიერება გავცნობოდი მათ. მიშა ის პოეტია, ვისთვისაც კავკასიური სახლის ერთიანობის, კავკასიური თავისუფლებისათვის ბრძოლის იდეა ლაიტმოტივია შემოქმედების. კავკასიის ერთა ნათესაობის, მეგობრობის, მეზობლობის, ურიერთმოყვარეობის და პატივისცემის ქაადაგება იმდენად ძლიერია ამ ადამიანში, რომ გაფრთოვანებს, გმირობისა და რაინდობისაკენ გიბიძგებს მკითხველს. სასიხარულოა, რომ მიშას ჭეშმარიტ შემოქმედებას ეს ლექსიც შეჰმატებია. გაიხარე მიშავ! მარად მენახე ძმობის, მეგობრობის, ნათესაობის, სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის მთესველთა რიგებში. ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს(არცოდნა არცოდვაა), მიშას აქვს გამოცემული ორი წიგნი: 1. კავკასიური პოემები - სადაც თავმოყრილია კავკასიურ თემატიკაზე შექმნილი ეპიკური ჟანრის თხზულებები და 2. იჩქერია - ისტორიულ-პუბლიცისტური პოემა. მე წილად მხვდა ბედნიერება გავცნობოდი მათ. მიშა ის პოეტია, ვისთვისაც კავკასიური სახლის ერთიანობის, კავკასიური თავისუფლებისათვის ბრძოლის იდეა ლაიტმოტივია შემოქმედების. კავკასიის ერთა ნათესაობის, მეგობრობის, მეზობლობის, ურიერთმოყვარეობის და პატივისცემის ქაადაგება იმდენად ძლიერია ამ ადამიანში, რომ გაფრთოვანებს, გმირობისა და რაინდობისაკენ გიბიძგებს მკითხველს. სასიხარულოა, რომ მიშას ჭეშმარიტ შემოქმედებას ეს ლექსიც შეჰმატებია. გაიხარე მიშავ! მარად მენახე ძმობის, მეგობრობის, ნათესაობის, სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის მთესველთა რიგებში.
17. ძალიან კარგია შამილს რომ დამფასებლები ჰყავს თქვენი სახით ბატონო მიხეილ ჩვენთანაც. პატრიოტები არ უნდა იკარგებოდნენ.მაგალითად გამოადგება ბევრ ქართველს მაგ კაცის გმირობა ძალიან კარგია შამილს რომ დამფასებლები ჰყავს თქვენი სახით ბატონო მიხეილ ჩვენთანაც. პატრიოტები არ უნდა იკარგებოდნენ.მაგალითად გამოადგება ბევრ ქართველს მაგ კაცის გმირობა
16. გუშინ წავიკითხე და არ დამიტოვებია თურმე მოწონება... :( 5!!!!!!!! :) გუშინ წავიკითხე და არ დამიტოვებია თურმე მოწონება... :( 5!!!!!!!! :)
15. ცელას - ცელს, შეცვალეთ ბატონო მიხეილ ცელას - ცელს, შეცვალეთ ბატონო მიხეილ
14. მერე თუნდ მომკალ, შავი მიწის დამხურე კალთა, ოღონდ არ ჩამყვეს სამარეში ჯავრი მოსკალთა!..
+5!!! მერე თუნდ მომკალ, შავი მიწის დამხურე კალთა, ოღონდ არ ჩამყვეს სამარეში ჯავრი მოსკალთა!..
+5!!!
13. სწორედ რომ გმირი ვაჟკაცისადმი, საკუთარი ხალხის ინტერესების დამცველი პატრიოტისადმი მიძღვნილი კარგი სონეტია! მთის სული აქაც , როგორც ყოველთვის! სწორედ რომ გმირი ვაჟკაცისადმი, საკუთარი ხალხის ინტერესების დამცველი პატრიოტისადმი მიძღვნილი კარგი სონეტია! მთის სული აქაც , როგორც ყოველთვის!
12. ბრავო, მიშა! 5 ბრავო, მიშა! 5
11. კავკასიის დევგმირზე მიძღვნილი რაინდული, საოცარ-მუხტიანი სონეტი როგორ შეიძლება ნორმალურ ქართველს არ მოეწონოს!!!
გაიხარეთ, ილტოსპირელო!!! უძლიერესია!!! კავკასიის დევგმირზე მიძღვნილი რაინდული, საოცარ-მუხტიანი სონეტი როგორ შეიძლება ნორმალურ ქართველს არ მოეწონოს!!!
გაიხარეთ, ილტოსპირელო!!! უძლიერესია!!!
10. კარგი ლექსია... მოგიკითხეთ ბატონო მიშა! კარგი ლექსია... მოგიკითხეთ ბატონო მიშა!
9. გამიშვი, კლდეებს მეც ამოვდებ რკინის აღვირებს, მერე თუნდ მომკალ, შავი მიწის დამხურე კალთა,
უჰ, კარგია! ძალიან ვაჟკაცურია მართლაც და შესვენის ადრესატს! გამიშვი, კლდეებს მეც ამოვდებ რკინის აღვირებს, მერე თუნდ მომკალ, შავი მიწის დამხურე კალთა,
უჰ, კარგია! ძალიან ვაჟკაცურია მართლაც და შესვენის ადრესატს!
8. შენ მართლაც შეუდარებელი ხარ დიდო და თბილგულიანო ფშაველო. მოგიკითხე და სულ წინ! :-* და ჩემი საცოდავი +2 :)) შენ მართლაც შეუდარებელი ხარ დიდო და თბილგულიანო ფშაველო. მოგიკითხე და სულ წინ! :-* და ჩემი საცოდავი +2 :))
7. გაიხარეთ... :) .. ძალიან თბილი და კარგია! 5.. გაიხარეთ... :) .. ძალიან თბილი და კარგია! 5..
6. ძალიან კარგი, მუხტით და ენერგიით სავსეა +5 ძალიან კარგი, მუხტით და ენერგიით სავსეა +5
5. თუმცა მკვდარი ხარ, ღუნიბივით მეიმედები და არაერთხელ მეც უცნაურ აზრს ამახირებ!..
გაიხარე, ილტოსპირელო, უძლიერესი სონეტია... მე-19 საუკუნეში შამილი, მეოცეში- დიდი ქაქუცა ჩოლოყაშვილი... უცნაურია ვაჟკაცობის კავკასიური, უფრო სწორად, ქართული გენის კრიალოსანი! თუმცა მკვდარი ხარ, ღუნიბივით მეიმედები და არაერთხელ მეც უცნაურ აზრს ამახირებ!..
გაიხარე, ილტოსპირელო, უძლიერესი სონეტია... მე-19 საუკუნეში შამილი, მეოცეში- დიდი ქაქუცა ჩოლოყაშვილი... უცნაურია ვაჟკაცობის კავკასიური, უფრო სწორად, ქართული გენის კრიალოსანი!
4. ეს მგონი შენს წიგნში მაქვს წაკითხული :) რაინდული სულის მატარებელი ლექსია :) ესეც და ყველა ის პოემაც, რომელიც კრებულშია შესული :) 55555!!! ეს მგონი შენს წიგნში მაქვს წაკითხული :) რაინდული სულის მატარებელი ლექსია :) ესეც და ყველა ის პოემაც, რომელიც კრებულშია შესული :) 55555!!!
3. მიყვარს შენი მუხტიანი ლექსები...5 შეიბ მახვილი!...:) ასეთი განცდა დამიტოვა... მიყვარს შენი მუხტიანი ლექსები...5 შეიბ მახვილი!...:) ასეთი განცდა დამიტოვა...
2. გამიშვი, კლდეებს მეც ამოვდებ რკინის აღვირებს, მერე თუნდ მომკალ, შავი მიწის დამხურე კალთა, ოღონდ არ ჩამყვეს სამარეში ჯავრი მოსკალთა!.. გამიშვი, კლდეებს მეც ამოვდებ რკინის აღვირებს, მერე თუნდ მომკალ, შავი მიწის დამხურე კალთა, ოღონდ არ ჩამყვეს სამარეში ჯავრი მოსკალთა!..
1. კარგია... საინტერესო პოეტი ხართ! :) +5... კარგია... საინტერესო პოეტი ხართ! :) +5...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|