ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2010


მხოლოდ შენს გამო

(კულინარიული სალაღობო. პაროდია )


როგორც (საუზმეს) ჩაი ლიმონით,
ან სადილს (კარგი) ნეკნის მწვადები,
ისე უხდები შენ (ჩემს) ცხოვრებას
და თუ არა ხარ, (ისე) ვმწარდები...

ვით შილა-ფლავი (ბევრი) პილპილით,
(ან ჩაქაფული) წიწაკით წითელ,
მოდი და დარჩი (ჩემთან) ერთხელაც,
თორემ მეტს (უკვე) ვეღარ მოვითმენ...

(და) როგორც ნაჭრებს სახაშლამოებს
(მივკუწ-მოვკუწავ ამ ჩვენს სიყვარულს)
მიგიწვავ ტაფას, (როგორც კარტოფილს),
ვიღაც რეგვენთან (მაგ) რომანს ფარულს...

დაემსგავსება ჭარხლის სალათას
(ხელუხლებლად რომ გააქვთ სუფრიდან!)
გული იმ (შენი) ახალი კაცის,
(ჩემმა მახვილმა რომ გაუფლითა!)...

ხომ იცი (როგორც ტორტი) მიყვარხარ
(და თუ ცუდს ვიზამ, მხოლოდ შენს გამო...)
რა ვარ უშენოდ? არც - არაფერი,
თეფში (- უჩანგლო), სუფრა (- უსკამო)...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები