ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი ა მ ი ი
ჟანრი: პროზა
23 აგვისტო, 2010


სამყაროს არტერიაში

        დღეს მინდოდა ჩამეკიდა შენთვის ხელი,დედამიწისთვის ზურგი შეგვექცია და ცაში ციცინათელები დაგვეთვალა.მინდოდა დაგვეტოლებინა თითები , როგორც ადრე ბავშვობაში და ცაში ჩვენი სახლი აგვეშენებინა. მინდოდა ისე მაგრად ჩაგხუტებოდი,რომ ჩვენი სისხლი ერთმანეთს შერეოდა და გენეტიკურადაც დები ვყოფილიყავით.მერე ხომ.....                                                                                                                                                  შენს სულს მაჯაში ვგრძნობ თუ როგორ მიფეთქავს .ვგრძნობ თუ როგორ ჩამისახლდი და არასდროს მაძლევ უფლებას გავჩერდე. ვგრძნობ შენი გულის ყველა ფეთქვას. შენს აზრებს ვკითხულობ და შენი ნაბიჯებით დავდივარ. ჩვენ სამყაროს არტერიაში ვცხოვრობთ. ჩვენ საკუთარ სხეულებს დედა-მიწას ვჩუქნით,სულს კი მამა-ზეციერს. ჩვენ კიბეებს ვაშენებთ ცამდე. სხვები გვინგრევენ და ისევ ახლიდან ვიწყებთ თითო-თითო აგურის (სიყვარულის) ერთმანეთზე დადებას. დღეს გითხარი __ ნახე,მზე გამოვიდათქო. შენ კი მითხარი : ,, ღრუბლებში მზეს რა უნდაო?! თან წვიმსო." მე კი გითხარი__ გაიღიმე და დაინახავთქო. მერე გაიღიმე და ეგ ღიმილი მზეს ( არა ციურ სხეულს) ვაჩუქე ,რომ შენთვის ერთი სხივი ეჩუქნა ,რომელიც შენს გულში სითბოს უზარმაზარ სასახლეს ააშენებეს. მერე მეც მოვალ და მეც ვიცხოვრებ მანდ.სასახლის ბაღში პაწია ლურჯ იებს დავრგავ და ყოველ დილით ალიონის ლარნაკში ჩავაწყობ.

P.s  ძველი ნაწერია.უბრალოდ მინდოდა დღეს აქ დამედო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები