| ავტორი: თიკუნა ჟანრი: პროზა 31 აგვისტო, 2010 |
ის დაიბადა მაშინ, როცა შემოდგომაზე დაიწყო თოვა. თოვლმა მხოლოდ ხეებზე და მთებზე დადო, მზე ანათებდა სითეთრეს და სიამაყით ავსებდა შემოდგომის სურნელს. ეს არ იყო უბრალოდ შემოდგომა. არავის უნახავს ასეთი თოვლი. ყვითელი, სველი ფოთლები დედამიწას მიეკრო და ქარიც ვეღარ აშორებდა. სამყაროს მთელი სილამაზე შემოდგომის ერთ დღეში იყო მიზიდული. ის გაჩნდა და დიდი სიხარული მოიტანა დედამიწაზე-თოვლი და თავისი სიცოცხლე. მშობლების ერთადერთი ქალიშვილი მოევლინა ქვეყანაზე და სიხარულს ბუნებაც ვეღარ მალავდა. დედამ სულში ჩაიხუტა ახალდაბადებული გოგონა, დალოცა და პირველი სიყვარულიც ასე გაიგო.
დედისერთა იყო, ყოველი გაღიმებისას ოჯახს სიხარულს ჩუქნიდა. ჰქონდა უპრობლემო ბავშვობა, ნათელი და ოცნებებით სავსე. არაფრით განსხვავდებოდა სხვა ბავშვებისგან, უბრალოდ არ უყვარდა თამაში, ერჩია სხვა ბავშვებისთვის ფანჯრიდან ეყურებინა.
არავინ აკლებდა სითბოს, სიყვარულს. პატარაობიდანვე დაიწყო ოცნება დიდ ოჯახზე, უნდოდა თავისი, დიდი და ლამაზი ოჯახი. მას თეთრი სარაფანი ჰქონდა, ყვითელი ყვავილებით. ძალიან უხდებოდა, ძალიან უხდებოდა ზაფხულიც და შემოდგომაც, გაზაფხული კი მის ნაზ სარაფანს უფრო ალამაზებდა. სიყვარულით კი, ზამთარი უყვარდა. სიცივე, სითეთრე. ძალიან უყვარდა თოვლის ფანჯრიდან ყურება, უყვარდა თოვლთან შეხება და თოვლის შეხება სახეზე. საათობით გადიოდა გარეთ, თოვლს მიეცემოდა და თოვლი მიეცემოდა მას. უყვარდათ ერთმანეთი, ნამდვილი, ძლიერი გრძნობით.
სკოლა ისე დაამთავრა ერთხელ არ შექმნია პრობლემა, არასდროს დაუწუწუნიათ მის მშობლებს. აფასებდნენ მასწავლებლები, კლასელები. შემდეგ უყვარდათ კურსელებს, არავინ აკლებდა ყურადღებას. არ გავდა არც ფერიას, არც ფერია გავდა მას. არ იყო ერთადერთი, იყო ყველაში და მთელი სამყაროც იყო მასში, მისი თვალები იტევდა თითოეულ ცვლილებას ბუნებისას. ლექციებისას ყოველთვის ფანჯარასთან იჯდა, მშვიდი და დინჯი გამომეტყველებით.
შემოდგომა დადგა, მეორე კურსის ლექციები დაიწყო. კარი გაიღო და ლექციაზე თამამი, ან არც თუ ისე თამამი ნაბიჯით შემოვიდა ახალი ჯგუფელი. მისმა შემოსვლამ შეცვალა თვალები, შეცვალა სიმშვიდე, მაგრამ გოგო დარჩა დნჯი.
იმ დღიდან არ არეულა მისი სამყარო. მას შეუყვარდა,. ის არ შეყვარებიათ? არა უბრალოდ ვერ შეამჩნიეს. კიდევ სამი წელი უყურა იმ ბიჭის კეფას, სამი წელი ითვლიდა წამებს, წელავდა დროს, რომ არ დამთავრებულიყო სტუდენტობის წლები.
დიპლომი, ოჯახისთვის დიდი სიხარული, მისთვის კი უდიდესი ტკივილი.
წლები გადიოდა, ოცნებას იგი არ მიუტოვებია, იყო ოცნება ჰქონოდა დიდი და ლამაზი ოჯახი. ოცდამესამე დაბადების დღეზეც სწორედ ისე გაიღო კარი როგორც მეორე კურსის დასაწყისში. კარი გაიყო, შემოსულმა ადამიანმა დიდი სიყვარული და სითბო შემოიტანა. ის ვერ ხვდებოდა როგორ ან რატომ მოვიდა.
ოცდამეოთხე წელს, პატარა ბინა სავსე იყო ყვავილებით(მას არ უყვარდა ყვავილები, მხოლოდ გვირილა). გვირილებით იყო სავსე ერთადერთი ოთახი, გვირილებით და სიყვარულით. ის ცხოვრობდა თავის სიყვარულთან ერთად, ცხოვრობდნენ ერთად და არ აკლდათ თითქიმს არაფერი. აკლდათ მხოლოდ ბავშვი.
იყო შემოდგომა, ისევ შემოდგომა, ოღონდ თბილი და უთოვლო. სწორედ შემოდგომის პირველ დღეს გაიგეს, რომ ოცნება ასრულებას მიეცა. ბავშვი, და ბავშვის სახელის შერჩევაც დაიწყო პირველივე დღიდან. ერთმანეთს ენაცვლებოდა სახელები. მუცელი იზრდებოდა. მოვიდა ზამთარი-არ უთოვია. მას არ შეუმჩნევია უთოვლობა, არ შეუმჩნევია სამყაროში არაფერი, გარდა მის მუცელზე ფეხის მორტყმისა. იზრდებოდა მუცელი-იზრდებოდა სიხარული.
საოცნებო და სილამაზით სავსე მაისი- დადგა. ის ითვლიდა წამებს, ის ითვლიდა წუთებს.
სამყარო იყო დაძაბული, მთელ სამყაროს მოლოდინი ძაბავდა. იგი იყო სამყაროს ნაწილი და სამყარო იყო მისი ნაწილი, ასევე სამყაროს ეცილებოდა პატარა ბავშვი, რომელიც სწორედ ისე გააბედნიერებდა ოჯახს, როგორც ერთ დროს, შემოდგომაზე, თოვლთან ერთად მოსულმა სიცოცხლემ გააბედნიერა სხვა ოჯახი.
იყო ნიავი მაისის და წვიმა მაისის, იყო მოლოდინი მაისის რომელიღაც დღის.
პატარა სახლის პატარა ოთახიდან ისმოდა ჩურჩული ( ესმოდა მხოლოდ სამყაროს მისას). წახვედი? დამტოვე? აღარ მოხვალ? დაგელოდები ბოლო ამოსუნთქვამდე. შვილო სად ხარ?
წლების განმავლობაში ისმოდა ფანჯრიდან ყვირილი: - ამოდი შვილო, გელოდები. ნუ გარბიხარ არ წაიქცე. დედი მალე ამოდი გელოდები.
კარი იღებოდა, შემოდიოდა კაცი, ახლა აღარ შემოდიოდა ისე როგორც ოცდამესამე დაბადების დღეს შემოვიდა, არ შემოდიოდაისე როგორც მეორე კურსის დასაწყისში. შემოდიოდა და შემოჰქონდა ტვირთი, მხარზე მოკიდებული სულის ტკივილი შემოჰქონდა.
წლებმა გაიარა, გაიყოლა ტკივილი უბავშვობის.
ის იწვა. ნაოჭებს ტკივილი შეჰყოლოდათ. არ ისმოდა არც კვნესა, არც ტირილი, იყო ისეთივე დინჯი როგორც ახალგაზრდობაში.
წლებმა გაიარა, გაიყოლა ტკივილი უბავშვობის, მაგრამ იყო ჯერ ისევ შემორჩენილი ჩურჩული მისი, -შვილო აქ ხარ? არ დამტოვო. -შვილო მომკიდე ხელი გტოვებ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ემოცია მომიტანა. კარგი იყო ნამდვილად :) ემოცია მომიტანა. კარგი იყო ნამდვილად :)
5. :)მოგიკითხე ტიკუნა
:)მოგიკითხე ტიკუნა
4. ნაოჭებს ტკივილი შეჰყოლოდათ.
ძალიან მაგარია ნაოჭებს ტკივილი შეჰყოლოდათ.
ძალიან მაგარია
3. გიო მადლობა. თუ მეტყვი შესასწორებელი რა არის აუცილებლად შევასწორებ. გიო მადლობა. თუ მეტყვი შესასწორებელი რა არის აუცილებლად შევასწორებ.
2. შვილო მომკიდე ხელი გტოვებ.
+2 შვილო მომკიდე ხელი გტოვებ.
+2
1. რაღაცეები არის შესასწორებელი მაგრამ მთლიანობაში ემოცია მომიტანა და განცდებით ამავსო,,, ასევე ჩამიყოლია კიდეც... იქით, სიღრმისკენ,,, ანუ მთლიანობაში კარგია.. 5!!! რაღაცეები არის შესასწორებელი მაგრამ მთლიანობაში ემოცია მომიტანა და განცდებით ამავსო,,, ასევე ჩამიყოლია კიდეც... იქით, სიღრმისკენ,,, ანუ მთლიანობაში კარგია.. 5!!!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|