| ავტორი: თიკუნა ჟანრი: პროზა 3 სექტემბერი, 2010 |
-გამარჯობა. მაპატიე გვიან რომ გაწუხებ. მინდოდა გცოდნოდა: რაც გაგიცანი შევამჩნიე სავსე მთვარე, დაძინებისას ვუყურებ და თითქოს მარტო არ ვარ, თითქოს ჩემთან ერთად ხარ. ღამე ცუდი სიზმარი ვნახე, ვითომ უშენოდ დავრჩი.
-გამარჯობა. უკვე დიდი დრო გავიდა რაც აღარ გვინახია ერთმანეთი. მე ისევ წერილების წერა დამეწყო და სადმე მიკარგულ ადგილას შენახვა. მხოლოდ რამდენიმე დღეა მივხვდი, რომ ყველაზე ცუდი შეგრძნება ის არის, როდესაც სიყვარულს გაურბიხარ. შენგან ვისწავლე. უკვე რამდენიმე დღეა ვეღარ ვიხსენებ შენს სახეს. მაგრამ ძალიან მაინტერესებს რას გრძნობ, რას ფიქრობ. ჩემზე ამბობენ ძალიან ბევრს ფიქრობსო-მართალია.
მგონია, მგონია, რომ წლებია არ მინახიხარ. დააკლდი გრძნობებს ჩემსას.
იცი, კიდევ ერთ რამეს მივხვდი, შენ არ გეშინია იმის რომ არ შეგიყვარონ, თავად არ შეგიყვარდეს.
მინდა ჩემი სამყარო გაჩუქო, ის ცხოვრება არაა რითის შენ ხარ, არსებობაა.
ერთი წამით, ერთი წამით, მომისმინეთ, არა მარტო კი არ მომისმინოთ, თან წარმოიდგინეთ.
წარმოიდგინეთ, რომ წვიმს, ძალიან ძალიან ძლიერად წვიმს. გარბიხართ, არ ტოვებთ უკან არაფერს გარბიხართ. სველდებით, არა მხოლოდ კი არ სველდებით, შეიგრძნობთ ამ დასველებას. წარმოიდგინეთ, რომ სიყვარულით იღვიძებთ ყოველ დღე, მადლობას იხდით სყნთქვისთვის, სიცოცხლისთვის, სიყვარულისთვის. არ არის ის თქვენთან, მაგრამ მაინც შეგიძლიათ ბედნიერი იყოთ.
დაინტერესდი თქვენობით რატომ ვლაპარაკობ? აი, ხო ხედავ მარტო ცხოვრობ. ჩემს ირგვლივ მთელი სამყაროა, ჩემშიც. მათ ამ წამს ესმით ჩემი. კი, ნამდვიდ გიჟი ვარ. ისეთი გიჟი, რომ მინდა მოვიდე, თვალებში ჩაგხედო, გემუდარო, რომ გაიღვიძო. ნუღარ იმალები, გამოდი შენი ნაჭუჭიდან,სამყარო გაცილებით უფრო ლამაზია.
შეხედე, უი დამავიწყდა რომ ვერ მხედავ, ჩემს წინ იდექი ხოლმე და ვერ მხედავდი, სხვაგან ვცხოვრობ მე, შენ კი არ გინდა მოხვიდე ჩემთან. ეგ არაფერი, რომ ვერ მხედავ, წარმოიდგინე... ახლა სარკეში ვიხედები, თმებში გვირილა მაქვს ჩამაგრებული, და იცი რას ვხედავ? არა, არა და არა, არ ვხედავ მწვანეთვალება გოგონას თმებში გვირილით, სიყვარულს ვხედავ. მე ყველგან სიყვარულს ვხედავ, თუ ვერ ვხედავ ვეძებ მას.
გაახილე თვალები, ფართოდ გაახილე თვალები, შეხედე რა ლამაზია სამყარო.
ნუ იცინი, რატომ გახსენდება მხოლოდ ცუდი. ბუნებას შეხედე, შეხედე უკიდეგანო ცას, შეხედე საკუთარ თავს. უყურებ? ხო და გეუბნები, ცხოვრება იმისთვის მოგეცა რომ იგრძნო.
ხედავ მოვედი, შემეხე სახეზე, შემეხე თმებზე, შემეხე ფიქრებზე, გულზე, სულზე შემეხე და ნახავ, ცხოვრება გაცილებით უფრო მშვენიერია. ყველაზე დიდი სიამოვნება გრძნობაა, ნურაფერს ნუ გააკეთებ უგრძნობლად.
რა პატარა ხარ, შენთვის ძალიან ადრეა ამაზე ლაპარაკი, იმიტომ გაურბიხარ, გეშინია. შენთვის ხომ გრძნობები მხოლოდ ურთიერთობაა, თანაც სერიოზული ურთიერთობა. მე ქუჩაში გამვლელისადმი მიგრძვნია რაღაც, შენ რომ დაგინახე მაშინ ვიგრძენი რაღაც, ეხლაც ვგრძნობ. რაას? სიყვარულს რა თქმა უნდა. შეხედე. სახე შეგეცვალა. ბედნიერება გრძნობებშია.
ნუ მაქცევ ზურგს როცა გელაპრაკები. რატომ მაქვს ასეთი მბრძანებლური ტონი? იმიტომ რომ სხვანაირად ვერ გაიგებ, გევედრო? გეხვეწო? არა თქვენ, ჯერ კიდევ უგრძნობ ადანიანებს... თქვენ იცი როდის გიყვარდებათ? როცა გაგირბიან, როცა გეჩხუბებიან, როცა გეუბნებიან რომ არ ხართ საჭირონი.
მე გეტყვი, მიყვარხარ, ვარსებობ შენით, მოვალ და გთხოვ რომ არ მიმატოვო. თავის დამცირებაა? არა. ცუდად იცნობ ნამდვილ გრძნობებს. ხომ ვთქვი მე სხვა სამყაროში ვცხოვრობ, შენ აქ ვერ შემოხვალ, ჯერ მარტო იმიტომ რომ... ხო, აი ზუსტად თქვი, შეგეშინდება. მშიშრები ხართ ადამიანები.
ყველაზე მეტად სიყვარულის გეშინიათ.
ახლა შეგიძლია წახვიდე, მე მოვრჩი. ოღონდ იცოდე, მთავარია სულში იგრძნო, გაატარე ნუ უკეტავ გრძნობებს კარს.
არ ვტირი, უბრალოდ... უბრალოდ ასეთი ვარ რა, ვერ მიხვდები,
მე უბრალოდ მტკივა.
წავედი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. თბილი წერილია ძალიან მოუხდებოდა ჟანრი სხვა ისე არ ვიცი რატომ,მაგრამ მგონია რომ ასეთი რამის საკუთრივ დატოვება უფრო მეტია პირად ჩანაწერს ჰგავს თბილი წერილია ძალიან მოუხდებოდა ჟანრი სხვა ისე არ ვიცი რატომ,მაგრამ მგონია რომ ასეთი რამის საკუთრივ დატოვება უფრო მეტია პირად ჩანაწერს ჰგავს
4. არ ვტირი, უბრალოდ... უბრალოდ ასეთი ვარ რა, ვერ მიხვდები,
მე უბრალოდ მტკივა.
წავედი. ;( არ ვტირი, უბრალოდ... უბრალოდ ასეთი ვარ რა, ვერ მიხვდები,
მე უბრალოდ მტკივა.
წავედი. ;(
3. ყველაზე დიდი სიამოვნება გრძნობაა, ნურაფერს ნუ გააკეთებ უგრძნობლად.
ოდნავ გადატვირთული მეჩვენა და ბოლო ,,წავედი''ც მეზედმეტა. დანარჩენი გრძნობით სავსე და გულწრფელია ყველაზე დიდი სიამოვნება გრძნობაა, ნურაფერს ნუ გააკეთებ უგრძნობლად.
ოდნავ გადატვირთული მეჩვენა და ბოლო ,,წავედი``ც მეზედმეტა. დანარჩენი გრძნობით სავსე და გულწრფელია
2. უხმოდ უსიტყვოდ 5 :-* უხმოდ უსიტყვოდ 5 :-*
1. ყველაზე ცუდი შეგრძნება ის არის, როდესაც სიყვარულს გაურბიხარ...
მართალი ნათქვამია! 555 ყველაზე ცუდი შეგრძნება ის არის, როდესაც სიყვარულს გაურბიხარ...
მართალი ნათქვამია! 555
|
|
მონაცემები არ არის |
|
|