ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2010


ხვარამზეს ლექსი

                    სანათას

ცდებოდა ქალი-ხვარამზე
მთხოვნელს რო მიეუარა!
რატომ ვერ მიხვდა მაშინვე,
სწორ ნაბიჯს დგამდა თუ - არა?!.
თავ რად ჩაჰკიდა მელადა,
ვაჟმა რო ირგვლივ უარა?
ხო სანანებელ გაუხდა
პასუხი გულ-ნატყუარა!..

ეხლა დაჯდეს და იგლოვოს
ვაჟიკა - ქმარი სხვა ქალის,
ისმინოს ივრის ჩურჩული,
ყაფრისგორ ქარის ქაქანი,
შეშურდეს სხვისა მკერდზედა
ჩახსნა საკინძე-მაქმანის,
ლექსებში წეროს განჩხრეკა
თავისი ნათქვამ-ნაქნარის!..

ეგრე იციან ქალებმა,
ხვარამზეს როგორც უქნია,
ვაჟის ხმას არად აგდებენ,
სანამ ქარები უქრიან!..
რო დაკარგავენ სიყვარულს,
რომელსაც უხვად ჩუქნიან,
გლოვას მერეღა იწყებენ,
თავს ჯანდაბაში შჩუმქრიან,
სწყევლიან ბედსა და ყისმათს,
თავის მოკვლასა მუქრიან!..

ჰაი, ხვარამზე, ხვარამზე,
აგენთებოდა სხვა რა მზე?!.
ერთი მზე უნდა გნთებიყო
იორზედაც და არაგვზეც!..
ლექსით რას მოაფარდაგებ,
ცრემლით რას მორწყავ ან ამ გზებს,
ან რაღას უზამ სურვილებს,
მხოლდ ცეცხლად თუ დააგზნებ,
ან თუ დასჩეჩავ ლექსებად
შენი ტრფიალის არაკზე,
დასტოვებ დასამღერებლად
ფშავლებში, ყრმობის ალაგზე,
ემა ხინკლიან ხონჩასთან
ჟიპიტაურის არაყზე!..



მინაწერი:

ხვარამზე XIX საუკუნის უნიჭიერესი ფშაველი პოეტი ქალია.
თავის დროზე, მისი ხელი უთხოვია კაცს, რომელიც მასაც ჰყვარებია, მაგრამ მაინც რატომღაც უარი უთქვამს ცოლობაზე...
ამის შემდეგ ვაჟიკას (ხვარამზეს ხელის მთხოვნელს) სხვა ქალი მოუყვანია ცოლად...
გათხოვილა ხვარამზეც...
მაგრამ ქალს ვაჟიკას სიყვარული გულიდან ვერ ამოუღია და თავისი ტრაგიკული ხვედრი, მძაფრი შინაგანი სულიერი ლტოლვა, სურვილები და ვნებები ლექსებად უწერია...
სწორედ ამ ლექსებმა და მათზე შექმნილმა სიმღერებმა საოცრად პოპულარული გახადა ხვარამზეს სატრფიალო ლირიკა.
ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს ან მოუსმენია ხვარამზეს დიდებულიპოეზია, მისთვის ჩემი ლექსის ბევრი აქცენტი უთოდ საინტერესო და ნიშნეული იქნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები