ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამთა რეხვიაშვილი
ჟანრი: პროზა
15 სექტემბერი, 2010


თბილისურ ეზოში

      ჟინჟლავდა... მე, თეო და ლევანი ვისხედით თეოს კორპუსის წინ ჯებირზე და უაზრობებზე სიცილით ვირთობდით თავს.
__წამო,ხვალ ვიშაურმოთ...__დასერიოზულდა ლევანი.
__წამო!__თვალები გაუბრწყინდა თეოს და ახლა მე მომაშტერდნენ.
__არ მინდა!
__აუუუ...
__ხომ ვიცი,რომ გიყვარს...წამო,რაა...
__მამაშენის ჯიბით დაპატიჟებული არ მიყვარს!
__აბა მე არ ვმუშაობ და...
__ჰოდა,რომ  იმუშავებ,მერე დაგვპატიჟე.
__მე ახლაც დამპატიჟე და მერეც!__გაეკრიჭა თეო და მწყრალად შემომხედა მე.
__კი, ბატონო,წადით,მე შემეშვით ოღონდ!
__რომ შეგეშვა, ცოლად გამომყვები?__გამიღიმა ლევანმა.
__ჯერ შემეშვი და მერე ვნახოთ...__გავუღიმე მეც.
__სულ შეგეშვა?
__ჰო,სუუულ!
__შენ გგონია,ვერ შეგეშვები?
__ხომ არ გეზედმეტებით?__ჩაერია თეო.
__შენ არა...__ვუპასუხე მე და მოსაცმელზე დავქაჩე დაჯექი-მეთქი.
  მოიღუშა ლევანი.
__დამანებე რა თავიიი!__ლამის ტირილით გამოვარდა სადარბაზოდან პატარა ბიჭი.
__სად გამექცევი?!__უკან მოჰყვა მეორე,ოღონდ ოდნავ დიდი და გვარიანად ჩასუქებული,იქვე ქვებს დაავლო ხელი და სათითაოდ დაუშინა პირველს.სანამ მე და ლევანი გაშტერებულები ვუყურებდით,თეო წამოხტა:
__ჰამლეტ,რას შვრები,რატომ ესვრი?__თან ახლოსაც ვერ მიეკარა.
__ღირსია და იმიტომ!__ახლა უზარმაზარ ქვას დაავლო ხელი და ისევ გაეკიდა.
__საბა,მოდი ჩემთან!__ჰამლეტთან რომ ვერაფერი გააწყო,ახლა მეორეს მიუბრუნდა თეო.
__უთხარი რაა,დამანებოს თავიიიიიი...__უკვე ტიროდა საბა და თან ნატკენ ხელს ისრესდა.
__მეც გეუბნებოდი,დაანებე თავი-მეთქი,რატომ არ შეეშვი?მოდი აქ!__მთლად გაცეცხლდა ჰამლეტი და ის იყო,უნდა დაეჭირა,რომ ლევანმა ჩაავლო ზურგში ხელი:
__გაჩერდი, ბიჭო!
    საბამ გაკავებული ჰამლეტი რომდაინახა,მოტრიალდა და ისე გამეტებით დაუშინა მუშტები,ძლივს ვაკავებდით მე და თეო.
ლევანი სიცილით კვდებოდა და თან ცდილობდა ,გაავებული ბიჭი ხელიდან არ დასხლტომოდა.
__რას ერჩი,ბიჭო?__შეუყვირა თეომ.
__რას და,მე გოგო შემიყვარდა და ეგ ელაპარაკება!__კიდევ ერთხელ მძლავრად გაიწია ჰამლეტმა საბასკენ.
__მეც შემიყვარდა!__უყვირა იმან.
__მოდი აქ!__აღრიალდა ჰამლეტი და ისევ გაეკიდა.
  ახლა საბა დასწვდა ქვას,თავდაცვის მიზნით შეტრიალებულ მეტოქეს მთელი ძალით მოარტყა ზურგში და სადარბაზოში შევარდა.უფრო აღრიალდა ჰამლეტი და კოტიტა თითები დიდრონი ღიპის გავლით ძლივს მიაწვდინა დაჟეჟილ ზურგს.
__რა გატირებს?__მაღალი ჭაღარა კაცი წამოადგა თავს.
__საბას მამაა.__გვიჩურჩულა თეომ.
__ოთხმოციანებში რომ ანაა, ეგ შემიყვარდა და საბა ელაპარაკებაააა...__გულამომჯდარმა გაწელა ბოლო "ა."
  იმას ჯერ გაეცინა,მერე თავზე გადაუსვა ხელი,დაწყნარდი,მე დაველაპარაკებიო_დაამშვიდა.
__სად წავა?ხვალ მაინც ვნახავ და მოვკლავ!__ფანჯრებს ბრაზით ახედა ჰამლეტმა და ამოისლუკუნა.
  ჩვენ კიდევ ერთხელ გადავიხარხარეთ.
__ხედავ,უყვარს და რა ქნას?!__მომიბრუნდა ლევანი.
__მე რას მეუბნები მერე?!
__აბა, მე ხომ არ მეტყვის?!__ჩაიცინა თეომ...
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები