ტერენტი გრანელი, რომ უდავოდ დიდი პოეტია, ეს ყველას კარგად მოეხსენება და ამაზე ახლა აქ საუბარს არც ვაპირებ.
ვიტყვი მხოლოდ იმას, თუ, მე, როგორც რიგითმა მკითხველმა, როგორ აღმოვაჩინე იგი, როგორ მივედი მასთან, მის პოეზასთან.
კარგა ხანს, ჩემს ბავშვობასა და მოსწავლეობაში, როდესაც სხვადასხვა პოეტთა ნაწერებს გაფაციცებული ვკითხულობდი ხოლმე, ტერენტი გრანელის სახელი ჩემთვის რატომღაც დაფარული იყო - უბრალოდ, არ ჩამვარდნოდა ხელში მისი ლექსები.
მაგრამ, გასული საუკუნის 80-იანი წლების დასასრულს, სკოლის დამთავრების შემდეგ, როდესაც თბილისში ჩამოვედი და უნივერსიტეტში შესასვლელად მომზადება დავიწყე, საბურთალოზე, ჩემსავით ნაქირავებ ბინაში მეზობლად მცხოვრებმა "გეპეის" ერთმა წალენჯიხელმა სტუდენტმა მომცა წიგნი - ტერენტი გრანელი "მემენტო მორი", რომლის პირველივე სტრიქონებმა საოცარი ძალით მიმიზიდა. სულმოუთქმელად ჩავიკითხე მთელი წიგნი. განსაკუთრებით ამაღელვა ამ შესანიშნავი გამოცემის შემდგენლის ბატონ ლერი ალიმონაკის წინასიტყვაობამ და პოეტის ბიოგრაფიულმა ჩანართმა. მას შემდეგ სისტემატიურად ვკითხულობდი ტერენტის ლექსებს და გულმოდგინედ ვადევნებდი თვალყურს სალიტარატურო პრესას, რომ რაიმე არ გამომპარვოდა გრანელის შესახებ.
განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ჩემში ტერენტი გრანელის პიროვნებისა და შემოქმედების ორმა ასპექტმა:
პირველი - მისმა აღსასრულმა 1934 წელს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში...
და მეორე - მის შემოქმედებაში პოეტის თანამედროვე საქართველოს მძაფრი მოვლენების უგულებელყოფამ, არ-ხსენებამ...
დროთა განმავლობაში, უმეტესად ისევ ბ-ნი ლერი ალიმონაკის ახალი გამოკვლვების და ნაწილობრივ სხვა არხებითაც, მივხვდი, თუ რამ მიიყვანა პოეტი ფსიქიატრიულ საავადმყოფომდე, რამ გამოიწვია მისი პიროვნული სულიერი ტრაგედია და, ამისდაკვალობაზე, ჩამომიყალიბდა მტკიცე რწმენა, რომ იგი საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი, ხოლო მისი სიგიჟეც ისევ და ისევ საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოგონილი ცილისწამება იყო და მეტი არაფერი. ამ რწმენას აძლიერებდა შემდეგი გარემოებები: წავიკითხე, რომ ტერენტი გრანელი, თავის დროზე, (საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისას, 1918-1921 წ.წ.) არცთუ ისე შორს მდგარა პოლიტიკისაგან, რომ იგი აქტიურად თანამშრომლობდა ოფიციალურ პრესაში, ანთავსებდა კორესპონდენციებს, რომლითაც მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენინტეტისა და დამოუკიდებლობის იდეას; რომ, თურმე, ის თანაუგრძნობდა და, შეძლებისდაგვარად, მონაწილეობდა კიდეც 1924 წლის ანტიბოლშევიკურ აჯანყებაში; რომ ის, მსოფლმხედველობრივად, ყოველთვის შორს იდგა 1921 წლის შემდეგ საქართველოში გაბატონებული წითელი ხელისუფლებისაგან, ე.წ. პროლეტკულტელი, სოციალისტური რეალიზმის მქადაგებელი კალმოსნებისაგან და, ბოლოს, რომ მას, თურმე, ლექსიც კი მიეძღვნა ქაქუცა ჩოლოყაშვისთვის...
ყოველივე ზემოთქმულმა თითქოს გახსნა რებუსი, რომელიც ასე მტანჯავდა და ჩემთვის დავასკვენი, რომ ტერენტი გრანელის სახით ჩვენ გვყავდა არა მხოლოდ დეკადენტი, ნიჰილიზმის ნისლებით მოცული, არამედ უაღრესად ეროვნული პოეტი, რომ ის პესიმიზმი და მელანქოლია, რაც ასე ძალუმადაა მის შემოქმედებაში განფენილი, ოდენ პიროვნული სულიერ-ფსიქოლოგიური რყევების გამო კი არ იყო გამოწვეული, არამედ, სინამდვილეში, ჯერ კიდევ ადამისდროინდელი პირველცოდვის მონანიება და ამით გამოწვეული მძაფრი მხატვრული სიმძიმილი, ხოლო, მეორეს მხრივ, სამშობლოს დამოუკიდებლობის დაკარგვით გულდათუთქული ადამიანის აღსარება, სულის ამოძახილი იყო.
დრომ უცილობლად ამოხსნა ტერენტი გრანელის ცხოვრებისა და სევდიანი სტრიქონების ბევრი იდუმალი ხვეული და, როგორც ჩანს, მისი ბიოგრაფიის დავთარს კიდევ ახალ-ახალი შტრიხებით შევსება ელოდება.
ზემოთ ითქვა, რომ ტერენტი გრანელის სევდას ადამიანის პირველ ცოდვაში უდევს კალმის მთრთოლვარე წვერი, რომ მისი მარადიული მოწყენილობა ადამიანური სიცოცხლისა და ცხოვრების ამაოების უძველესი მისტერიით საზრდოობს, მაგრამ, ამავე დროს, მისი მელანქოლიური მინორი საწყისს სხვა, უფრო ახლო და კონკრეტული, პოეტის თანამედროვე რეალიებიდანაც იღებს.
როგორც დიდი გალაკტიონის პოეზია ისრუტავს მეოცე საუკუნის საქართველოს მთელ პოლიტიკურ ტრაგიზმს, ასევე ტერენტი გრანელის ლირიკაც, რომლისთვისაც, ერთი შეხედვით, თითქოს უცხოა, ე.წ. ეროვნული, პატრიოტული მოტივები, სინამდვილეში ატანილია საკუთარი ქვეყნის მტკივნეული ბედისწერით. უსაფუძვლო სულაც არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ტერენტი გრანელის პოეზიის მოღრუბლულ-მოდაისებული კაბადონი სწორედ იმ მძიმე ხვედრით არის განპირობებული, რაც გასული საუკუნის 20-30-იანი წლების ბოლშევიკური რუსეთის აგრესიამ და ოკუპაციამ არგუნა მის სამშობლოს, სამშობლოს, რომლის ერთგული დარაჯი და გუშაგიც პოეტი იყო.
სამშობლოს მოდარაჯეობა-გუშაგობა შემთხვევით არ მიხსენებია. როგორც ირკვევა, ტერენტი გრანელი, 1920 წლისთვის საქართველოს არმიის რიგითი ჯარისკაცი ყოფილა და მამულს არა მხოლოდ კალმით, არამედ საქმით, მხედრულადაც ემსახურებოდა.
ამ ათიოდე წლის წინათ, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გამომცემლობის მთავარ რედაქტორად ვმუშაობისას, სამხედრო ჟურნალისტიკის ისტორიისთვის მასალბს ვაგროვებდი არქივებსა და ბიბლიოთეკებში. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის უნიკალურ კოლექციაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს კულტურულ-საგანმანათლებლო სექციის ორგანოს, ჟურნალ "მხედარის" 1920 წლის ნომრების ხილვისას, ჩემი ყურადღება მიიპყრო ჯარისკაც ტერენტი გრანელის ლექსებმა. როგორც აღმოჩნდა, პოეტი ჟურნალის რედაქციასთან თანამშრომლობას 10 ოქტომბრიდან იწყებს და თითქმის ზედიზედ, ჟურნალის სხვადასხვა ნომრში თითო ლექსს ბეჭდავს. "მხედარში" ის სულ ოთხ ლექსს აქვეყნებს. ეს ლექსებია: "საქართველოს", "ვედრება", "ყაზარმა" და "მოგზაურობა სოფლის სიჩუმეში". ამის შემდეგ ჟურნალი "მხედარიც", ფაქტიურად, წყვეტს გამოსვლას.
ჟურნალ "მხედარში" ტერენტი გრანელის ლექსების აღმოჩენა, გარდა იმისა, რომ გვაწვდის დამატებით ცნობას იმის შესახებ, თუ სად, რომელ პერიოდულ ორგანოში აქვეყნებდა პოეტი ლექსებს, ამავე დროს, იმ მხრივაც არის საყურადღებო, რომ მტკიცდება მისი ბიოგრაფიის ერთი აქამდე უცნობი დეტალი - მას არმიაში უმსახურია, სადაც, სხვათაშორის, გაუწონასწორებელსა და ფსიქოლოგიურად არამდგრად პიროვნებას არავინ გაიწვევდა.
აქვე მინდა მკითხველს შევთავაზო ტერენტი გრანელის ის ოთხი ლექსი, რომლებიც 1920 წლის ჟურნალ 'მხედარის" ფურცლებზეა გამოქვეყნებული:
საქართველოს
შენს რკინის საზღვრებს სდარაჯობენ მხნე რაინდები და ვერასოდეს ვერ შეგბღალავს შეურაცხება, ცისფერ დილაზე ბრილიანტის რომ აინთები, ყველას აბრმავებს მომხიბლავი შენი სახება.
იფეთქებს გრძნობა სიყვარულის, ჩუმი გალობით, სისხლის წამების მოგონება წარსულთან რჩება, ჩემი სამშობლო იამაყებს ჯარის წყალობით, ერთმანეთს ჰკოცნის საქართველო და გამარჯვება.
ვედრება
ვერ გავარღვიე ბოროტების შავი რკალები, მუდამ თან დამსდევს მე უსაზღვრო მოწყენილობა, მოვა საღამო და ოცნებით დავიღალები, მე მიხარია თეთრი ღამე და უძილობა.
ჩემი ცხოვრება უცნაური - ჰქრება ცრემლებით, არ მყავს არავინ, არსაიდან შველას არ ველი, ოჰ, ჩემს გარშემო მკვლელებია და გამცემლები, უფალი იყოს ამ ქალაქში ჩემი მფარველი.
ყაზარმა
თეთრი ყაზარმა და აფიცრები, დილა ადრიან რეკვა ზარების, ყველა დაქრიან როგორც ისრები, ისმის ძახილი მმხოლოდ გვარების.
სამზარეულო, თეთრი ქაფები, ყოველ საღამო ჩაი ან ქაში, სადილობის დროს ძებნა ქვაბების, ისევ ხმაური, ძმური განგაშის.
ავტომობილი. ღია გარაჟი და ყველას გულში თამაში ძგერა, ისევ საღამო ჯარში დარაჯი და ნასადილევს ჩუმი სიმღერა.
ასე ღვივდება გრძნობა ფარული, როცა არ ვხედავთ ჩვენ განსხვავებას, ყველას გვაერთებს აქ სიყვარული სამშობლოს დაცვა და აყვავება...
მოგზაურობა სოფლის სიჩუმეში
შორს მიმაქანებდა მე სულის სიჩქარე და ვგრძნობდი თვალებში რომ ცრემლი ყვაოდა, გზა იყო უცნობი, გავაღე ჭიშკარი და კვნესა მომესმა მე სასაფლაოდან.
სიჩუმეს ფანტავდა ფურცლები სიმინდის, მოსჩანდა სამრეკლო და ლურჯი გორები, ჩემს ფიქრებს თან სდევდა ლოცვები სიწმინდის და ზარებს ვუსმენდი მე განმეორებით.
თავის დროზე, როდესაც ეს წერილი დაიწერა (1998 წელი), ტერენტი გრანელის ლექსების ჩემთვის ცნობილი გამოცემების გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ისინი არსად იყო შეტანილი. დღეისათვის რა მდგომარეობაა ამ მხრივ არ ვიცი. ყველა შემთხვევაში, წერილში წამოჭრილ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებულ შენიშვნასა და რჩევას გულისხმიერად და მადლობის გრძნობით მივიღებ.
P.S. ეს წერილი, შემოკლებული სახით, ნათია ჯანაშიამ ჩართო მის მიერ ტერენტი გრანელის შესახებ მომზადებულ კოლაჟში ჟურნალ "ჰოროსკოპი+რევიუს" 2010 წლის ოქტომბრის ნომერში, რისთვისაც უღრმეს მადლობას მოვახსენებ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
56. რაც შეეხება ფსიქიკას, კარგით რა ხალხო (ვგულისხმობ მათ, ვინც ეჭვის თვალით უყურებს გრანელის, ტაბიძის, გოდერძი ურგებაძის ფსიქიკური მდგრადობის რეალობას) კომუნისტების ტვინების გამორეცხვის მშვენიერი მანქანა, რასაც იმდროეინდელი ახლად აგიზგიზებული შერებილ, გარემონტებული ფსიქატრიული საავადმყოფოები ერქვა, ზოგი დანგრეული ეკლესიისადგილზე აშენებული.... ნუ კარგით რა ხალხო ... კარგით რა... როდემდე.... როდემდე შეიძლება იმაზე დავა, რომ "მიზანი ამართლებს საშუალებას" მოტოს პრინციპით, მე გავამართლებ ლოგიკას - "კურდღელი ძუძუმწოვარია, ყველა კურდღელი ძუძუმწოვარია, შესაბამისად ყველა ძუძუმწოვარი კურდღელია". აი ეს არის პრაგმატული რეალობა იმდროინდელი. რასაც ტერენტის რეპუტაცია აუცილებლად უნდა შეელახა, თუკი ის "ნი ვტომ ვმესტე, ვნე ნუჟნი ჩას" აღმოჩნდებოდა. და სახვათაშორისეს ტენდენცია დღესაც გრძელდება, ოღონდ ფრონტმა საზოგადოების მდორე, ფლეგმატურ მიდგომებში იჩინა თავი. დღეს ხშირად გაიგებთ ვინმეზე, ვინმეების მიერ, "ცოტა, ...." ჰო, კომუნისტები აღარ არიან, მაგრამ ნამგალი და უროს ისევ უტყაპუნებენ გრდემლს. რაც შეეხება ფსიქიკას, კარგით რა ხალხო (ვგულისხმობ მათ, ვინც ეჭვის თვალით უყურებს გრანელის, ტაბიძის, გოდერძი ურგებაძის ფსიქიკური მდგრადობის რეალობას) კომუნისტების ტვინების გამორეცხვის მშვენიერი მანქანა, რასაც იმდროეინდელი ახლად აგიზგიზებული შერებილ, გარემონტებული ფსიქატრიული საავადმყოფოები ერქვა, ზოგი დანგრეული ეკლესიისადგილზე აშენებული.... ნუ კარგით რა ხალხო ... კარგით რა... როდემდე.... როდემდე შეიძლება იმაზე დავა, რომ "მიზანი ამართლებს საშუალებას" მოტოს პრინციპით, მე გავამართლებ ლოგიკას - "კურდღელი ძუძუმწოვარია, ყველა კურდღელი ძუძუმწოვარია, შესაბამისად ყველა ძუძუმწოვარი კურდღელია". აი ეს არის პრაგმატული რეალობა იმდროინდელი. რასაც ტერენტის რეპუტაცია აუცილებლად უნდა შეელახა, თუკი ის "ნი ვტომ ვმესტე, ვნე ნუჟნი ჩას" აღმოჩნდებოდა. და სახვათაშორისეს ტენდენცია დღესაც გრძელდება, ოღონდ ფრონტმა საზოგადოების მდორე, ფლეგმატურ მიდგომებში იჩინა თავი. დღეს ხშირად გაიგებთ ვინმეზე, ვინმეების მიერ, "ცოტა, ...." ჰო, კომუნისტები აღარ არიან, მაგრამ ნამგალი და უროს ისევ უტყაპუნებენ გრდემლს.
55. აი, ყველაზე მაგარი რა იყოიცით (არის ახლაც ურაკპარაკზე) წავიკითხე პუბლიცისტიკა და ვაპრებ დავწერო კომენტარი, ასევე მაინტერესებს სხვების აზრიც წერილტან დაკავშირებით და ავტომატურად "ვასქროლებ" პირველი კომენტარისკენ, სადაც მაინტერესებს ხომ არავის გამოუთქვამს აზრი, რაც მე მინდა რომ გამოვთქვა და ვკითხულობ:
"2. ისე დაკოპირება, ეს კაი იცით
KOPY KOPY KOPY მაიდეეევს. 2010-10-10 11:51:41 1. შრომობს ხალხი რას ერჩი... მიშა, შენ პატარა რო იყავი ხო ამბობდი რომ გავიზრდები პოეტი გამოვალო? აჰა, ახდა .ახდა.ახდა "
მერე მივყვები ზემოთ და ვხედავ, რომ ამ კომენტარის ავტორი აგრძელებს...
"5. ეგრე კიარა ასე უნდა გეთქვა : ნუ ედები სხვის ღობე-ყორეს რიააააა!"
და მოკლედ... იმის თქმა მინდა, რომ გასული საუკუნის რეალობა, თუ რევოლუციური ქარიშხლების შფოთი იყო, ახლანდელი წყნარი, მიამიტი, "დიდი ამბავი მერე" ცინიზმით იდარებს. მე ვფიქრობ, ნიცშეანური ცინიზმის და ეგოიზმის შიზოფრენიაა შედედებული ამ საუკუნეში. ნეტავი ტერენტი რას იტყოდა ამაზე?
უკაცრავად ავტორო, უბრალოდ მინდა შევახსენო ამ პორტალის ყველა წევრს, რომ ის მსგავსი ტონის კომენტარები, მხოლოდ პიროვნების მენტალურ პროექციაზე მიუთითებს, და რომ ის, ცალმხრივად შეიძლება ითქვას, დაავადებულია , აი რაღაც ამდაგვარი მანიით.
მაინტერესებს, ეს 4 ლექსი და ზოგადად ყველა ცნობა, ძირითადად ის, რომ პოლიტიკასთან შეხება ქონდა, აქამდე უცნობი იყო, ანუ ეს თქვენს მიერ მოპოვებული მასალებით გაცხადდა? აი, ყველაზე მაგარი რა იყოიცით (არის ახლაც ურაკპარაკზე) წავიკითხე პუბლიცისტიკა და ვაპრებ დავწერო კომენტარი, ასევე მაინტერესებს სხვების აზრიც წერილტან დაკავშირებით და ავტომატურად "ვასქროლებ" პირველი კომენტარისკენ, სადაც მაინტერესებს ხომ არავის გამოუთქვამს აზრი, რაც მე მინდა რომ გამოვთქვა და ვკითხულობ:
"2. ისე დაკოპირება, ეს კაი იცით
KOPY KOPY KOPY მაიდეეევს. 2010-10-10 11:51:41 1. შრომობს ხალხი რას ერჩი... მიშა, შენ პატარა რო იყავი ხო ამბობდი რომ გავიზრდები პოეტი გამოვალო? აჰა, ახდა .ახდა.ახდა "
მერე მივყვები ზემოთ და ვხედავ, რომ ამ კომენტარის ავტორი აგრძელებს...
"5. ეგრე კიარა ასე უნდა გეთქვა : ნუ ედები სხვის ღობე-ყორეს რიააააა!"
და მოკლედ... იმის თქმა მინდა, რომ გასული საუკუნის რეალობა, თუ რევოლუციური ქარიშხლების შფოთი იყო, ახლანდელი წყნარი, მიამიტი, "დიდი ამბავი მერე" ცინიზმით იდარებს. მე ვფიქრობ, ნიცშეანური ცინიზმის და ეგოიზმის შიზოფრენიაა შედედებული ამ საუკუნეში. ნეტავი ტერენტი რას იტყოდა ამაზე?
უკაცრავად ავტორო, უბრალოდ მინდა შევახსენო ამ პორტალის ყველა წევრს, რომ ის მსგავსი ტონის კომენტარები, მხოლოდ პიროვნების მენტალურ პროექციაზე მიუთითებს, და რომ ის, ცალმხრივად შეიძლება ითქვას, დაავადებულია , აი რაღაც ამდაგვარი მანიით.
მაინტერესებს, ეს 4 ლექსი და ზოგადად ყველა ცნობა, ძირითადად ის, რომ პოლიტიკასთან შეხება ქონდა, აქამდე უცნობი იყო, ანუ ეს თქვენს მიერ მოპოვებული მასალებით გაცხადდა?
54. დიდი მადლობა, ბ-ნო მიხეილ, ასეთი საინტერესო წერილისთვის!
კარგა ხანს, ჩემს ბავშვობასა და მოსწავლეობაში, როდესაც სხვადასხვა პოეტთა ნაწერებს გაფაციცებული ვკითხულობდი ხოლმე, ტერენტი გრანელის სახელი ჩემთვის რატომღაც დაფარული იყო - უბრალოდ, არ ჩამვარდნოდა ხელში მისი ლექსები.---მეც ზუსტად მაგ მდგომარეობაში ვიყავი და სტუდენტობისას აღმოვაჩინე.
თავის დროზე, როდესაც ეს წერილი დაიწერა (1998 წელი), ტერენტი გრანელის ლექსების ჩემთვის ცნობილი გამოცემების გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ისინი არსად იყო შეტანილი. დღეისათვის რა მდგომარეობაა ამ მხრივ არ ვიცი.---ზუსტად მახსოვს, რომ ,,ვედრება" სადღაც მაქვს წაკითხული, თუ არ ვცდები, ,,ასი ლექსის" ტერენტი გრანელის ტომში.
მართლაც ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა გრანელს და უფრო მეტ ბუნდოვან ეპიზოდს მისი ბიოგრაფიიდან თუ მოეფინება ნათელი, ძალიან კარგი იქნება. დიდი მადლობა, ბ-ნო მიხეილ, ასეთი საინტერესო წერილისთვის!
კარგა ხანს, ჩემს ბავშვობასა და მოსწავლეობაში, როდესაც სხვადასხვა პოეტთა ნაწერებს გაფაციცებული ვკითხულობდი ხოლმე, ტერენტი გრანელის სახელი ჩემთვის რატომღაც დაფარული იყო - უბრალოდ, არ ჩამვარდნოდა ხელში მისი ლექსები.---მეც ზუსტად მაგ მდგომარეობაში ვიყავი და სტუდენტობისას აღმოვაჩინე.
თავის დროზე, როდესაც ეს წერილი დაიწერა (1998 წელი), ტერენტი გრანელის ლექსების ჩემთვის ცნობილი გამოცემების გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ისინი არსად იყო შეტანილი. დღეისათვის რა მდგომარეობაა ამ მხრივ არ ვიცი.---ზუსტად მახსოვს, რომ ,,ვედრება" სადღაც მაქვს წაკითხული, თუ არ ვცდები, ,,ასი ლექსის" ტერენტი გრანელის ტომში.
მართლაც ძალიან საინტერესო ცხოვრება ჰქონდა გრანელს და უფრო მეტ ბუნდოვან ეპიზოდს მისი ბიოგრაფიიდან თუ მოეფინება ნათელი, ძალიან კარგი იქნება.
53. ეს გამორჩენია...ძალინ საინტერესო იყო...მე განსაკუთრებით მიყვარს გრანელი...ეს ლექსები აქამდე არსად მინახავს...გამიხარდა მათი წაკითხვა... მადლობა დიდი ბატონო მიშა!!! ეს გამორჩენია...ძალინ საინტერესო იყო...მე განსაკუთრებით მიყვარს გრანელი...ეს ლექსები აქამდე არსად მინახავს...გამიხარდა მათი წაკითხვა... მადლობა დიდი ბატონო მიშა!!!
52. ძალიან საინტერესოა. დიდი მადლობა მეგობარო. მოგიკითხეე ძალიან საინტერესოა. დიდი მადლობა მეგობარო. მოგიკითხეე
51. საინტერესო თავის კომენტარებით +5 საინტერესო თავის კომენტარებით +5
50. "მე ახლა მახსენდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და რაღაც უცნაური ჟრუანტელი მივლის... თანაც მიახრია რომ ვარ ტერენტი გრანელი..." დიდი მადლობა ამ თბილი ჩანახატებისათვის... მისი კითხვის პროცესში სულ აღნიშნული ჩანახატიდან მიტრიალბდა და მახსენდებოდა ფრაზები... გრანელი ის პოეტია, რომელი თანაბრად გვეტკივილება და გვეამაყება ალბათ ყველას... "მე ახლა მახსენდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და რაღაც უცნაური ჟრუანტელი მივლის... თანაც მიახრია რომ ვარ ტერენტი გრანელი..." დიდი მადლობა ამ თბილი ჩანახატებისათვის... მისი კითხვის პროცესში სულ აღნიშნული ჩანახატიდან მიტრიალბდა და მახსენდებოდა ფრაზები... გრანელი ის პოეტია, რომელი თანაბრად გვეტკივილება და გვეამაყება ალბათ ყველას...
49. ადამიანებო, უმჯობესია გრანელის შემოქმედებაზე ისაუბროთ და არა სტატიის ავტორზე. არავის საქმე არაა ვინ როგორ სტატიას დაწერს ამა თუ იმ პოეტზე. თქვენ აქ პოეზიაზე უნდა ისაუბროთ. ეს ლიტერატურული საიტია და ცინიკური კომენტარების წერის ადგილი აქ არ არის. ;) ;) ;)
(აქ ყვავილებიც მოიპოვება...)
აქ ყვავილებიც მოიპოვება,
ეს გრძნობა ცაზე უმაღლესია.
ჩემი ცხოვრება არის პოემა,
ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია
ტერენტი გრანელი
ადამიანებო, უმჯობესია გრანელის შემოქმედებაზე ისაუბროთ და არა სტატიის ავტორზე. არავის საქმე არაა ვინ როგორ სტატიას დაწერს ამა თუ იმ პოეტზე. თქვენ აქ პოეზიაზე უნდა ისაუბროთ. ეს ლიტერატურული საიტია და ცინიკური კომენტარების წერის ადგილი აქ არ არის. ;) ;) ;)
(აქ ყვავილებიც მოიპოვება...)
აქ ყვავილებიც მოიპოვება,
ეს გრძნობა ცაზე უმაღლესია.
ჩემი ცხოვრება არის პოემა,
ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია
ტერენტი გრანელი
48. ხომ ვაბობდი ტერენტი გრანელის პრემია უნდა დაწესდეს ყველაზე წარმატებული პოეტებისთვის მეთქი :)) მითუმეტეს ტერენტი გრანელი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ანტიბოლშევიკი რაინდი ყოფილა შეყვარებული ოპერის მომღერალზე(ანუ როგორც ამას მოითხოვს რომანის სიუჟეტი). მეგობრებო, და პირველ რიგში ბატონო ილტოსპირელო! დაანებეთ თავი უსასრულობის შემგრძნობი პიროვნების გადაქცევას სასრულ პერსონაჟად(მაინც არაფერი გამოგივათ) :) ხომ ვაბობდი ტერენტი გრანელის პრემია უნდა დაწესდეს ყველაზე წარმატებული პოეტებისთვის მეთქი :)) მითუმეტეს ტერენტი გრანელი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ანტიბოლშევიკი რაინდი ყოფილა შეყვარებული ოპერის მომღერალზე(ანუ როგორც ამას მოითხოვს რომანის სიუჟეტი). მეგობრებო, და პირველ რიგში ბატონო ილტოსპირელო! დაანებეთ თავი უსასრულობის შემგრძნობი პიროვნების გადაქცევას სასრულ პერსონაჟად(მაინც არაფერი გამოგივათ) :)
47.
ვაა ........ ძაან მაგარი ინფორმაციები წავიკითხე მე პირადად აქ ტერენტიზეე..... დიდი მადლობა პირველ რიგში ილტოსპირელს და შემდგომ ყველა იმ ადმიანს ვინც ამ ინფორმაციის მოძიებაში მონაწილეობდა და დღემდე მონაწილეობს.......
ტერენტი გრანელი უკვდავია და ასე დარჩება მუდამ ჟამს.......
ისე სულაც არ მიკვირს თუ საბჭოთა ხელისუფლებამ გიჟად შერაცხა და ფსიქიატრიულში ფსიქოტრონულებით გაბერეს და გააბერინეს სიკვდილის პირამდე.....ეგ ხომ მაგათი სტილი იყო....
პატივისცემით ”დიადი ბლაგვი”

46. უზომოდ საინტერესო და ინფორმატიულია :) ძალიან-ძალიან მომეწონა :)
ტერენტი გრანელი ჩემი უსაყვარლესი პოეტია. ეს ლექსები ნამდვილად არ ვიცოდი.
ეს საოცარი პოეტი ძალიან ლამაზი კუთხითაა დანახული. ღმერთმა გაგახაროთ, ილტოსპირელო :)
+777 უზომოდ საინტერესო და ინფორმატიულია :) ძალიან-ძალიან მომეწონა :)
ტერენტი გრანელი ჩემი უსაყვარლესი პოეტია. ეს ლექსები ნამდვილად არ ვიცოდი.
ეს საოცარი პოეტი ძალიან ლამაზი კუთხითაა დანახული. ღმერთმა გაგახაროთ, ილტოსპირელო :)
+777
45. აქ ძალიან მიყვარს შემოსვლა, მორიგი საინტერესო ნამუშევრის მოლოდინით: მაინტერესებს ლიტერატურული კრიტიკა, ვხალისობ ( სამწუხაროდ) - უნიჭოზე . გრანელი ჩემთვის ბოლომდე შეუცნობელია,ამიტომ, ამ სტატიამ აქცენტი გამიმახვილა საინტერესო საკითხებზე. მადლობა ბატონ მიშას. :)
რაც შეეხება მე-8-ე კომენტარის ავტორს: ,,მოდი არავის არ მიწერო შემოდი და წამიკითხეო და ვნახოთ ისე რამდენი შემოვა''- მოდი, თქვენც მიწერეთ მკითხველს -,,შემოდი, წაიკითხე"-ო და შედეგები შეადარეთ ;)
აქ ძალიან მიყვარს შემოსვლა, მორიგი საინტერესო ნამუშევრის მოლოდინით: მაინტერესებს ლიტერატურული კრიტიკა, ვხალისობ ( სამწუხაროდ) - უნიჭოზე . გრანელი ჩემთვის ბოლომდე შეუცნობელია,ამიტომ, ამ სტატიამ აქცენტი გამიმახვილა საინტერესო საკითხებზე. მადლობა ბატონ მიშას. :)
რაც შეეხება მე-8-ე კომენტარის ავტორს: ,,მოდი არავის არ მიწერო შემოდი და წამიკითხეო და ვნახოთ ისე რამდენი შემოვა``- მოდი, თქვენც მიწერეთ მკითხველს -,,შემოდი, წაიკითხე"-ო და შედეგები შეადარეთ ;)
44. სააღოლ მიშა...
ეს ჯაიანი და მაიდეევს ხო გამოჩნდნენ ბაქრაძეები და წივწივაძეები...ესე იგი ხუმრობთ ხალხო სასტიკად და ცუდად გავხდი სიცილისაგან...დაინდეთ რა საზოგადოება...:D სააღოლ მიშა...
ეს ჯაიანი და მაიდეევს ხო გამოჩნდნენ ბაქრაძეები და წივწივაძეები...ესე იგი ხუმრობთ ხალხო სასტიკად და ცუდად გავხდი სიცილისაგან...დაინდეთ რა საზოგადოება...:D
43. ძალიან, ძალიან საინტერესოა, ჩემთვის ინფორმაციულად ახალი და ტევადი...
ძალიან, ძალიან საინტერესოა, ჩემთვის ინფორმაციულად ახალი და ტევადი...
42. ძალიან საინტერესო ნაშრომია უდავოდ. ძალიან საინტერესო ნაშრომია უდავოდ.
41. მიშა, დიდი მადლობა ამ სტატიის გამო, ტერენტი ჩემი ყმაწვილკაცობის უდიდესი პოეტია და დღესაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ.
მიშა, დიდი მადლობა ამ სტატიის გამო, ტერენტი ჩემი ყმაწვილკაცობის უდიდესი პოეტია და დღესაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ.
40. ძალიან საინტერესოა, ტერენტი გრანელზე ბევრი დაიწერა და მომავალშიც ასე იქნება, ბოლომდე არ არის შესწავლილი, ტერენტი გრანელი,რომ უდიდესი პოეტია, ეს არ უნდაიყოს მგონი საკამათო, და თუ რამე ბუნდოვანია საჭიროა ჯანსაღი კამათი და არა კომენთარებით ერთმანეთის შეურაცყოფა,,ყველას გვაქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება,ხუმრობა აქ ზედმეტია,. სულიერი ავადმყოფობის,სიპტომების გამოვლინების ასაკი არ არსებობს,,სიპტომები შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერ დროს. თუმცა ვისაც ფსიქიატრიულ საავადნყოფოში მოათავსებენ, ეს არ ნიშნავს,,იმას, რომ აუცილებლად სულიერად დაავადებულია. ტერენტი გრანელის ეს ლექსები, ჩემთვის ახალია, რისთვისაც დიდი მადლობა ავტორო. მე თქვენი მუდმივი მკითხველი ვარ. (ჰო, კიდე რამდენჯერ გთოვეთ, კომენტარების კომენტარზე დროს ნუ კარგავთ) +555 ძალიან საინტერესოა, ტერენტი გრანელზე ბევრი დაიწერა და მომავალშიც ასე იქნება, ბოლომდე არ არის შესწავლილი, ტერენტი გრანელი,რომ უდიდესი პოეტია, ეს არ უნდაიყოს მგონი საკამათო, და თუ რამე ბუნდოვანია საჭიროა ჯანსაღი კამათი და არა კომენთარებით ერთმანეთის შეურაცყოფა,,ყველას გვაქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება,ხუმრობა აქ ზედმეტია,. სულიერი ავადმყოფობის,სიპტომების გამოვლინების ასაკი არ არსებობს,,სიპტომები შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერ დროს. თუმცა ვისაც ფსიქიატრიულ საავადნყოფოში მოათავსებენ, ეს არ ნიშნავს,,იმას, რომ აუცილებლად სულიერად დაავადებულია. ტერენტი გრანელის ეს ლექსები, ჩემთვის ახალია, რისთვისაც დიდი მადლობა ავტორო. მე თქვენი მუდმივი მკითხველი ვარ. (ჰო, კიდე რამდენჯერ გთოვეთ, კომენტარების კომენტარზე დროს ნუ კარგავთ) +555
39. როგორც ყოველთვის საინტერესო მასალებით გვამარაგებს მიხეილ ღანიშაშვილი!!! მადლობა შენ ამისთვის!!! გაიხარე შენა!!! როგორც ყოველთვის საინტერესო მასალებით გვამარაგებს მიხეილ ღანიშაშვილი!!! მადლობა შენ ამისთვის!!! გაიხარე შენა!!!
38. უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ყველას, ვინც შემოვიდა და სერიოზულად წაიკითხა წერილი!
ახლა გამოხმაურება რამდენიმე კომენტარზე:
m r s. s m i t h-ს!
"როგორც დიდი გალაქტიონის <<ეს ძალიან ცუდად მომხვდა ყურში და იქნებ, ჩაასწოროთ. არ მიწყენთ, იმედია"
არა, რატომ უნდა მეწყინოს მართებული შენიშვნა?!. ცხადია, გავასწორებ ამ კორექტურას!
დ ე ბ ო რ ა ს!
"შეკითხვა: ჟურნალში ეს ლექსებიც დაიბეჭდა?"
პასუხი: ჟურნალში დაიბეჭდა მხოლოდ ერთი ლექსი - "ყაზარმა".
დ ა ი ს ს!
"მას არმიაში უმსახურია, სადაც, სხვათაშორის, გაუწონასწორებელსა და ფსიქოლოგიურად არამდგრად პიროვნებას არავინ გაიწვევდა, -ეს არ გამოდგება მყარ არგუმენტად, რომ ტერენტი ფსიქიური (შესაბამისად სულიერი) სნეულების მატარებელი იყო..."
გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება "მყარი არგუმენტი". დაჟინებით ამას მე არც ვამბობ არსად. ამიტომაც ვწერ, რომ "არმიაში უმსახურია, სადაც, ს ხ ვ ა თ ა შ ო რ ი ს, გაუწონასწორებელსა და ფსიქოლოგიურად არამდგრად პიროვნებას არავინ გაიწვევდა."
რაც შეეხება იმას, თუ რა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს სულიერი ავადმყოფობის სიმპტომები, დაბეჯითებით ამაზე ვერაფერს ვიტყვი ამ საკითხში ჩემი სრული დილეტანტობის გამო!
ასევე არ დავიწყებ იმის მტკიცებას, თუ რა ასკში მიაღწია ტერენტი გრანელის "პათოლოგიამ კულმინაციას", რადგან ზოგიერთი "მოგონებებისა", რომელიც 37-იანი წლების შიშითაა დაწერილი, მე, პრადად, უბრალოდ, არ მჯერა!.. უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ყველას, ვინც შემოვიდა და სერიოზულად წაიკითხა წერილი!
ახლა გამოხმაურება რამდენიმე კომენტარზე:
m r s. s m i t h-ს!
"როგორც დიდი გალაქტიონის <<ეს ძალიან ცუდად მომხვდა ყურში და იქნებ, ჩაასწოროთ. არ მიწყენთ, იმედია"
არა, რატომ უნდა მეწყინოს მართებული შენიშვნა?!. ცხადია, გავასწორებ ამ კორექტურას!
დ ე ბ ო რ ა ს!
"შეკითხვა: ჟურნალში ეს ლექსებიც დაიბეჭდა?"
პასუხი: ჟურნალში დაიბეჭდა მხოლოდ ერთი ლექსი - "ყაზარმა".
დ ა ი ს ს!
"მას არმიაში უმსახურია, სადაც, სხვათაშორის, გაუწონასწორებელსა და ფსიქოლოგიურად არამდგრად პიროვნებას არავინ გაიწვევდა, -ეს არ გამოდგება მყარ არგუმენტად, რომ ტერენტი ფსიქიური (შესაბამისად სულიერი) სნეულების მატარებელი იყო..."
გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება "მყარი არგუმენტი". დაჟინებით ამას მე არც ვამბობ არსად. ამიტომაც ვწერ, რომ "არმიაში უმსახურია, სადაც, ს ხ ვ ა თ ა შ ო რ ი ს, გაუწონასწორებელსა და ფსიქოლოგიურად არამდგრად პიროვნებას არავინ გაიწვევდა."
რაც შეეხება იმას, თუ რა ასაკში შეიძლება გამოვლინდეს სულიერი ავადმყოფობის სიმპტომები, დაბეჯითებით ამაზე ვერაფერს ვიტყვი ამ საკითხში ჩემი სრული დილეტანტობის გამო!
ასევე არ დავიწყებ იმის მტკიცებას, თუ რა ასკში მიაღწია ტერენტი გრანელის "პათოლოგიამ კულმინაციას", რადგან ზოგიერთი "მოგონებებისა", რომელიც 37-იანი წლების შიშითაა დაწერილი, მე, პრადად, უბრალოდ, არ მჯერა!..
37. ინფორმაციულად საინტერსოა.
მას არმიაში უმსახურია, სადაც, სხვათაშორის, გაუწონასწორებელსა და ფსიქოლოგიურად არამდგრად პიროვნებას არავინ გაიწვევდა, -ეს არ გამოგება მყარ არგუმენტად, რომ ტერენტი ფსიქიური (შესაბამისად სულიერი) სნეულების მატარებელი იყო...ზოგადად, წვევამდელის ასაკი, არ არის ადამიანის ცხოვრების ის მონაკვეთი, როცა შეიძლება მკვეთრად გამოხატული ქონდეს სულის ავადმყოფური სიმპტომები...კონკრეტულად გრანელის შემთხვევაში გასაოცარად მეჩვენება, რომ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მიაღწია მისმა პათოლოგიამ კულმინაციას.
ინფორმაციულად საინტერსოა.

36. საინტერესოა. შეკითხვა: ჟურნალში ეს ლექსებიც დაიბეჭდა? საინტერესოა. შეკითხვა: ჟურნალში ეს ლექსებიც დაიბეჭდა?
34. ძალიან დამაინტერესა მართლა, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პოეტია გრანელი. ბევრი ისეთი რამ იყო აქ, რაც აქამდე არ ვიცოდი.
როგორც დიდი გალაქტიონის <<ეს ძალიან ცუდად მომხვდა ყურში და იქნებ, ჩაასწოროთ. არ მიწყენთ, იმედია
კიდევ ერთხელ გმადლობთ :) ძალიან დამაინტერესა მართლა, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პოეტია გრანელი. ბევრი ისეთი რამ იყო აქ, რაც აქამდე არ ვიცოდი.
როგორც დიდი გალაქტიონის <<ეს ძალიან ცუდად მომხვდა ყურში და იქნებ, ჩაასწოროთ. არ მიწყენთ, იმედია
კიდევ ერთხელ გმადლობთ :)
33. ზემოთ ითქვა, რომ ტერენტი გრანელის სევდას ადამიანის პირველ ცოდვაში უდევს კალმის მთრთოლვარე წვერი, რომ მისი მარადიული მოწყენილობა ადამიანური სიცოცხლისა და ცხოვრების ამაოების უძველესი მისტერიით საზრდოობს, მაგრამ, ამავე დროს, მისი მელანქოლიური მინორი საწყისს სხვა, უფრო ახლო და კონკრეტული, პოეტის თანამედროვე რეალიებიდანაც იღებს. -ძალიან ლამაზად გითქვამთ,სრულიად გეთანხმებით. ძალიან საინტერესო წერილია.გმადლობთ. ზემოთ ითქვა, რომ ტერენტი გრანელის სევდას ადამიანის პირველ ცოდვაში უდევს კალმის მთრთოლვარე წვერი, რომ მისი მარადიული მოწყენილობა ადამიანური სიცოცხლისა და ცხოვრების ამაოების უძველესი მისტერიით საზრდოობს, მაგრამ, ამავე დროს, მისი მელანქოლიური მინორი საწყისს სხვა, უფრო ახლო და კონკრეტული, პოეტის თანამედროვე რეალიებიდანაც იღებს. -ძალიან ლამაზად გითქვამთ,სრულიად გეთანხმებით. ძალიან საინტერესო წერილია.გმადლობთ.
31. ცინიკოსთა საყურადღებოდ:
ვაი, თქვე საცოდავებო, რაღაცას ამბობთ გგონიათ, ეტყობა ქება მგოსნების ჯერაც არ გაგიგონიათ. ლიტერატურულ საიტზე თავად არ იცით რას ამბობთ, აქ ნამდვილ შემოქმედებზე იცინით, მაგრად ღადაობთ. ცინიკოსთა საყურადღებოდ:
ვაი, თქვე საცოდავებო, რაღაცას ამბობთ გგონიათ, ეტყობა ქება მგოსნების ჯერაც არ გაგიგონიათ. ლიტერატურულ საიტზე თავად არ იცით რას ამბობთ, აქ ნამდვილ შემოქმედებზე იცინით, მაგრად ღადაობთ.
30. 5. ძალიან კარგია. 5. ძალიან კარგია.
29. :)) :))
დაგვივყვავე მიშა ნუ ხარ მკაცრი ....
:D :D :D :)) :))
დაგვივყვავე მიშა ნუ ხარ მკაცრი ....
:D :D :D
28. სად გაიჭედე ილტოსპირელო :) რამდენი წლის ხარ? 50-ის? 60-ის?
"ჯაიანი გრანელზე ვერ ისაუბრებს, ვერც გალაქტიონზე, ვერ ვაჟაზე, ვერ ბოდლერზე და ვერც სხვა პოეტებზე!.."
გალაქტიონზე ხო? :))
"ქ" ხო? ილტოსქილერო მართლა შენ :)) სად გაიჭედე ილტოსპირელო :) რამდენი წლის ხარ? 50-ის? 60-ის?
"ჯაიანი გრანელზე ვერ ისაუბრებს, ვერც გალაქტიონზე, ვერ ვაჟაზე, ვერ ბოდლერზე და ვერც სხვა პოეტებზე!.."
გალაქტიონზე ხო? :))
"ქ" ხო? ილტოსქილერო მართლა შენ :))
27. ეს დეტალები ნამდვილად ახალია ჩემთვის. გმადლობთ ილტოსპირელო. ეს დეტალები ნამდვილად ახალია ჩემთვის. გმადლობთ ილტოსპირელო.
26. დიდი მადლობა ბატონო მიშა ამ წერილისთვის, ეს ლექსები პირველად წავიკითხე. წარმატებებს გისურვებთ! დიდი მადლობა ბატონო მიშა ამ წერილისთვის, ეს ლექსები პირველად წავიკითხე. წარმატებებს გისურვებთ!
25. მართლაც ძალიან საინტერესო და ყურადსაღები წერილია და აღფრთოვანებული ვარ!
წალენჯიხა ჩემი დედულეთია და ის ადგილი, სადაც გრანელი ცხოვრობდა, ჩემთვისაც ძალიან ახლობელი და მშობლიურია! პატარაობიდანვე მაზიარეს ტერენტის შემოქმედებას და მეც დღემდე მომყვება რაღაც განსაკუთრებული სიყვარული და მოწიწება ამ მეტად ტრაგიკული ბედის მქონე პოეტისადმი! არ არსებობს გამოცემა თუ ვინმეს მოგონება, თუ წერილი ტერენტიზე, რომ არ წამეკითხოს. ბატონ ლერი ალიმონაკს ხომ ფასდაუდებელი შრომა აქვს გაწეული მისი შემოქმედების შესასწავლად თუ წარმოსაჩენად. ბევრი რამე თქმულა, დაწერილა მასზე, მაგრამ ბევრი რამ მაინც ბურუსით არის მოცული დღემდე, ამიტომაც, როგორი დასაფასებელია ეს თქვენი აღმოჩენა, ალბათ ბევრ აქ შემომსვლელსაც კარგად არ ესმის.
ის ფაქტი რომ ტერენტის ჯარში უმსახურია, ვიცოდი. აქ წარმოდგენილი ლექსებიდანაც, ლექსი "ვედრება" შესულია მის გამოცემებშიც! თუ არ მეშლება ბოლო ლექსიც უნდა იყოს შესული, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. რაც შეეხება "ყაზარმას" და "საქართველოს", ეს ლექსები ნამდვილად არ მახსენდება და ასე ვთქვათ, სიახლე იყო პირადად ჩემთვის და რაღაცნაირად, შინაგანად სიხარულით და სინათლით აღვივსე და აღვფრთოვანდი! ტერენტის მიერ შესრულებული სულ უბრალო ფრაზის პოვნაც კი დიდი საგანძურის პოვნის ტოლფასია და აუცილებლად ყურადღების ღირსი! ამ ლექსების ღირებულებაზე და მის ავ-კარგიანობაზე დღეს არც არავინ ილაპარაკებს დარწმუნებული ვარ და არც არავის ექნება ალბათ სურვილი, რადგან ტერენტი, უბრალოდ, ტერენტია - უდიდესი მოვლენა ქართულ პოეზიაში და მორჩა!
გმადლობთ ბატონო მიხეილ ამ აღმოჩენისთვის და ამ მეტად საინტერესო წერილისთვის! ღმერთმა გაგახაროთ და დაგლოცოთ!!!
მართლაც ძალიან საინტერესო და ყურადსაღები წერილია და აღფრთოვანებული ვარ!

24. საქართველო ჯერ არ იცნობს ძირფესვიანად გრანელს და მის შემოქმედებას. ეს დრო მოვა. მიშას მიერ წამოწეული თემა ერთი ნაბიჯია ამ გზაზე და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ტერენტი გრანელი ჩვენამდე მოვა. მადლობა მიშას, ამისათვის. მადლობა ოთარსაც და მადლობა მაიდეეევს-ჯაიანის ტანდემს, რომლებმაც ერთხელ კიდევ დაგვანახეს "აქაური თაფლის გემო". წარმატებები მიშას იმ შრომაში, რომელსაც ქართველი კაცის, ყოველივე ქართულისადმი სიყვარული ჰქვია. საქართველო ჯერ არ იცნობს ძირფესვიანად გრანელს და მის შემოქმედებას. ეს დრო მოვა. მიშას მიერ წამოწეული თემა ერთი ნაბიჯია ამ გზაზე და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ტერენტი გრანელი ჩვენამდე მოვა. მადლობა მიშას, ამისათვის. მადლობა ოთარსაც და მადლობა მაიდეეევს-ჯაიანის ტანდემს, რომლებმაც ერთხელ კიდევ დაგვანახეს "აქაური თაფლის გემო". წარმატებები მიშას იმ შრომაში, რომელსაც ქართველი კაცის, ყოველივე ქართულისადმი სიყვარული ჰქვია.
23. როგორც ყოველთვის! საინტერესო და შინაარსიანი პუბლიცისტიკაა! შენგან ნამდვილად არ მიკვირს! :) მაგრამ საოცრად მიხარია, რომ დღეს არსებობენ ოთარისნაირი ახალგაზრდებიც ! რომლებსაც უყვართ პოეზია, კითხვა, კამათი და ჯანსაღი მსჯელობა... :) მადლობა ილტოსპირელს... როგორც ყოველთვის! საინტერესო და შინაარსიანი პუბლიცისტიკაა! შენგან ნამდვილად არ მიკვირს! :) მაგრამ საოცრად მიხარია, რომ დღეს არსებობენ ოთარისნაირი ახალგაზრდებიც ! რომლებსაც უყვართ პოეზია, კითხვა, კამათი და ჯანსაღი მსჯელობა... :) მადლობა ილტოსპირელს...
22. ხო, კიდევ ლერი ალიმონაკის წიგნი ''კვირის წირვები'' მანდ საუბარია გრანელზე და მის შემოქმედებაზე! წელს წავიკითხე ეს წიგნი და ერთი კვირა აზრზე ვერ მოვედი, უფრო მეტად შემიყვარდა გრანელის შემოქმედება! ხო, კიდევ ლერი ალიმონაკის წიგნი ``კვირის წირვები`` მანდ საუბარია გრანელზე და მის შემოქმედებაზე! წელს წავიკითხე ეს წიგნი და ერთი კვირა აზრზე ვერ მოვედი, უფრო მეტად შემიყვარდა გრანელის შემოქმედება!
21. ტერენტი გრანელზე ერთი კარგი პოემა აქვს დაწერილი აკაკი გეწაძეს, ''გრანელის ლოცვების კრიალოსანი'' ასე ქვია. ყველა ახალგაზრდამ უნდა წაიკითხოს, აკაკი გეწაძის ეს პოემა, მანდ გრანელის სული ცოცხლობს!!! ტერენტი გრანელზე ერთი კარგი პოემა აქვს დაწერილი აკაკი გეწაძეს, ``გრანელის ლოცვების კრიალოსანი`` ასე ქვია. ყველა ახალგაზრდამ უნდა წაიკითხოს, აკაკი გეწაძის ეს პოემა, მანდ გრანელის სული ცოცხლობს!!!
20. ძალიან გამიხარდა უკვე სათაური რო წავიკითხე. სამწუხაროდ, ახლა ვერ ვიცლი,დავბრუნდები.მადლობა ილტოსპირელს. ძალიან გამიხარდა უკვე სათაური რო წავიკითხე. სამწუხაროდ, ახლა ვერ ვიცლი,დავბრუნდები.მადლობა ილტოსპირელს.
19. ეს ვიკიპედიიდან გადმოვაკოპირე და იყოს აქ... :) :) :) ეს ვიკიპედიიდან გადმოვაკოპირე და იყოს აქ... :) :) :)
18. ბავშვობა და სიყმაწვილე [რედაქტირება]
დაიბადა 1897 წლის 25 ნოემბერს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა. უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ. ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმი
1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო „ნუცუბიძის კურსების“ სახელით. ეს სასწავლებელი, რომელიც სრული გიმნაზიის უფლებებით მოქმედებდა, ტერენტი გრანელმა დაამთავრა 1920 წელს. თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (1917–1918). გრანელის ლექსები ხასიათდება სევდითა და მისტიციზმით (კრებულები: „სამგლობიარო ხაზები“, 1921; „სულიდან საფლავები“, 1922; „Memento mori“, 1924; „ტერენტი გრანელი“, 1926), რის გამოც მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. 1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. ტერენტი გრანელს 1926 წლიდან თითქმის არცერთი გაზეთი არ უბეჭდავდა ლექსებს მასზე დაიწყეს ზეწოლა პროლეტარმა პოეტებმა და მთელმა სისტემამ. 80–იანი წლებიდან ამ უთვალსაჩინოესი ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები. 1927 წელს თბილისში გამოიცა ერთჯერადი გაზეთი „ტერენტი გრანელი“ტერენტი გრანელი 1930 წელს მოათავსეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც იგი გამოიქცა და თბილისში "არამიანცის" სავაადმყოფოში გარდაიცვალა, დამარხეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, ხოლო შემდგომ 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში. ადრეული პატრიოტული მოღვაწეობა [რედაქტირება]
ქვეყნისა და ხალხის მხურვალე მოტრფიალე ტერენტი იმ ინტელიგენციის მხარეზე დადგა, რომლის მიზანი რუსეთის იმპერიალისტური რეჟიმისაგან განთავისუფლება იყო. იგი წერდა: „ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში... დაე ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“.[1]
ოცი წლის ტერენტი მთელი სერიოზულობით მსჯელობს ეროვნულ პრობლემაზე:
„ამ დაბაში (იგულისხმება ოჩამჩირე) იშვიათად ნახავთ ქართულის მცოდნე პირებს... ნუთუ ამ ხალხს არ შეუგნია ქართული ენის სიდიადე, ნუთუ მათ არ აინტერესებთ სამშობლო ენა. თვითმპყრობელობის დროს ქართული ენის უცოდინარობას ნიკოლოზის მთავრობას ვაბრალებდით, დღეს ვის უნდა დავაბრალოთ?! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს ჩვენს გულგრილობას და გადაგვარებას ადასტურებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლას. ამისათვის, ჩემი აზრით, წერაც ზედმეტია“.[2]
ეს ტერენტის წერილების მხოლოდ მცირე ნაწილია. თბილისი და სამწერლო-პუბლიცისტური კარიერა [რედაქტირება]
ტერენტის სწავლა სწყუროდა. იაკობ შანავას დახმარებით დაითანხმა მამა და, უფროს დასთან მაშოსთან ერთად, 1918 წელს თბილისს გაემგზავრა. ამავე წელს გარდაეცვალა მამა. უსახსროდ დარჩენილი ტერენტი მუშაობას იწყებს თბილისის რკინიგზის სადგურზე ჯერ ვაგონების გადამბმელად, ხოლო შემდეგ კონდუქტორად. მაგრამ აქ დიდხანს ვერ ჩერდება. რამდენიმე თვის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს ნაციონალ-ფედერალისტების გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, შიკრიკად. ამავე გაზეთის მდივანმა სიმონ ყაუხჩიშვილმა დაუბეჭდა ტერენტის თავისი პირველი ლექსი“[3]. სიმონ ყაუხჩიშვილი იგონებს: ვიკიციტატა «"ეს იყო 1918 წელს... იმ ხანებში ჩვენთან სამუშაოდ მოეწყო ერთი ახალგაზრდა, სახელად ტერენტი. მის მოვალეობას შეადგენდა საქმიანი ქაღალდების სტამბაში წაღება... ერთხელ ჩვენ ორნი ვიყავით ოთახში. უცბად შუაზე გადაკეცილი ქაღალდი დამიდო მაგიდაზე, თვითონ კი გარეთ გავარდა. ქაღალდი გავხსენი. ვხედავ, შესანიშნავი ლექსია. არ მეგონა, თუ ტერენტი ლექსებს წერდა. გავბედე და არავისთვის მიკითხავს, ისე დავბეჭდე... ქართულ პოეზიაში მისი პირველი ნაბიჯების დამლოცველი მე ვიყავი"[4].»
პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია: ვიკიციტატა «„მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“.»
მეორე გადმოცემის თანახმად, ტერენტი ეტრფოდა ოპერა - ”აბესალომ და ეთერი” - მარეხის პარტიის შემსრულებელ იტალიელ მომღერალ ქალს, გვარად გრანელს და მისი პატივისცემით აურჩევია ეს ფსევდონიმი. მაგრამ სიყვარული უოღბლო აღმოჩნდა, ორი წლის უცნაური სიყვარულის შემდეგ მსახიობი თავის სამშობლოში გაემგზავრა. ფსევდონიმმა - გრანელი - შემოინახა ტერენტის სპეტაკი სიყვარულის ისტორია[5][6].
ამ დროს ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა. ვერც ტერენტი ასცდა მოდერნიზმს და, სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“. ჟურნალში დაბეჭდილ მის სონეტებსა და რეცენზიას, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილის „დაისები“ არის შეფასებული, აშკარად ეტყობა სიმბოლისტური ესთეტიკის კვალი.
1919 წელს გალაკტიონი სცემს „არტისტულ ყვავილებს“. ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე, მისი სიახლე. თავის მხრივ, გალაკტიონიც არანაკლებ აფასებდა ტერენტი გრანელის პოეტურ ტალანტს. სამწერლო კარიერის დასაწყისი [რედაქტირება]
1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: „პანაშვიდები“ (რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი) და „სამგლოვიარო ხაზები“. საკუთარმა ხელწერამ და მომწიფებულმა შემოქმედებითმა ხმამ მკაფიოდ იჩინა თავი მის პირველსავე ლექსებში. პირველი წარმატებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი „სულიდან საფლავები“. ამ კრებულს შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან. ინტერესები [რედაქტირება] მ.ბოჭორიშვილი, ტ.გრანელი, გ.ტაბიძე, ხ.ვარდოშვილი
ტერენტი გრანელი რუსთაველის გამზირზე ხშირად უნახავთ პოეზიის მოყვარულ ახალგაზრდებთან. პოეტი აღტაცებით ესაუბრებოდა მათ პოეზიისა და მუსიკის დანიშნულებაზე, ესთეტიკურ იდეალებზე, ტერენტი გრანელი წერდა: „ხელოვნების ცხოველმა შუქმა უნდა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და ჭეშმარიტებისა, უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათ მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი“[7]
ტერენტი ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით პოეზიას. კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს, რუსულ მწერლობას, ფრანგ სიმბოლისტთა შემოქმედებას: ბაირონის, შელის, მიუსეს, ნოვალისის, ომარ ხაიამის პოეზიას, ნიცშეს ფილოსოფიას. მისი საყვარელი რუსი პოეტებია პუშკინი, ბლოკი, ტიუტჩევი, ფეტი, ნადსონი. მშვენივრად კითხულობს ბლოკისა და ესენინის ლექსებს, გრძნობს მათთან სულიერ ნათესაობას. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის აღმერთებს, უჭირს მისი რომანების კითხვა. თუ ზოგიერთ ზედმეტობას ჩამოვაცილებთ, დოსტოევსკის ხელოვნება და აზრები გენიალურიაო.
მეგობარი პოეტის გობრონ აგარელის რჩევით ხშირად ესწრება უნივერსიტეტში სერგი დანელიასა და გრიგოლ წერეთლის ლექციებს ანტიკურ პოეზიასა და ფილოსოფიაზე. მის განსაკუთრებულ აღფრთოვანებას თურმე ანაქსიმანდრესა და ანაქსაგორას კოსმოლოგიური შეხედულებები იწვევდა. სოციალური მდგომარეობა და ხასიათი [რედაქტირება] ტერენტი გრანელი
ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილი და თავაზიანი, გულახდილი, უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია პოეზიაზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავსოს. ამ დროს იგი დაუნდობელია და პირში მთქმელი.
ამ პერიოდში გრანელი დიდ ხელმოკლეობას განიცდის, არსად არ მსახურობს. საქმის გაკეთების ეშინია. თავად არ იცის, რითი უნდა ირჩინოს თავი, ან სად უნდა გაათიოს ღამე. ამაყია, არავის აგებინებს თავის გასაჭირს. არ უყვარს საუბარი პირად ცხოვრებაზე. ჰონორარს აიღებს თუ არა, მაშინვე ხელგაშლით ხარჯავს, უყვარს მეგობრების გამასპინძლება, თუმცა, ასეთი შემთხვევა მეტად იშვიათია. "გაწითლების" შედეგები [რედაქტირება]
1921 წელს რუსეთმა მოახდინა საქართველოს ანექსია.დაიწყო მასობრივი დახვრეტები, რეპრესიები და იდეოლოგიური ზეწოლები,რაც ინტელიგენციასაც შეეხო.ტერენტი გრანელი დარჩა სამშობლოს ერთგული.იგი ხმამაღლა უარყოფს "პარტიულ პოეზიას".ტერენტი გრანელი 1924 წელს ერთ-ერთ ლექსში სტალინს აკრიტიკებს და დიქტატორს უწოდებს.ასევე ანტიკომუნისტურია მისი ლექსები -"1921","პოეზია", "ფიქრები ქაქუცას მკვლელობის დღეს" და ა.შ. იგი მძიმედ განიცდის საქართველოს მძიმე ტრაგედიას, მაგრამ ქართველ ხალხს მიმართავს გამამხნევებელი სიტყვებით. პოეტი მაინც არ კარგავს მომავლის იმედს და არ ვარდება სასოწარკვეთილებაში. იგი მუდამ ბოლომდე მებრძოლია, როგორც ჭეშმარიტი ქართველი. როგორც ცნობილია გრანელს არც-ერთი ლექსი არ მიუძღვნია "წითლებისათვის".მისი პოეზიის თემები მოტივვები აბსოლუტურად შეუსაბამო იყო კომუნისტური იდეოლოგიიისთვის. ტერენტი გამოცხადდა შოვინსტ და მავნებელ პოეტად დაიწყო მისი შევიწროვება.პროლეტარმა პოეტებმა დაგმეს მისი პოეზია, ხოლო 1926 წლიდან კი მას საერთოდ აღარ უქვეყნებდნენ ლექსებს,მის სახელს სერიოზული ტაბუ დაედო.არსებობს ვარაუდები იმის შესახებ,რომ ტერენტი გრანელი აუცილებლად მოხვდებოდა 1937 წლის რეპრესიებში. "MEMENTO MORI" [რედაქტირება]
ტერენტი გრანელის პოეზიამ მწვერვალს 1924 წელს მიაღწია. ამ პერიოდში გამოსცა მან ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“.თავდაპირველად წიგნის სათაური უნდა ყოფილიყო "გაფრენილი დღეები"თუმცა იმდროინდელი საქართველოს ვითარების გამო მან წიგნს სახელი შეუცვალა "MEMENTO MORI".იგი დილაუთენია სტამბაში წავიდა, კრებულს სახელი შეუცვალა და "MEMENTO MORI"(ლათ:გახსოვდეს სიკვდილი) დაარქვა. [8]. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას. ბოლო წლები და სიკვდილი [რედაქტირება] პოეტის ბოლო წამები პეტრე-პავლეს სასაფლაოს საფლავის ქვა
1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. 1928 წლიდან კი იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. აკაკი ანდრიაშვილი იგონებს: "ტერენტის დაეწყო კოშმარული ჰალუცინაციები. ეჩვენებოდა, ვითომ იქ სადაც იატაკი მიწურისა იყო, შუაღამისას მისი გარდაცვლილი მამა წამოიწევდა. მერე დაიწყებდა ტერენტისთან საუბარს, მაგრამ არა პირდაპირ, უშუალოდ, არამედ ვითაც მესამე პირის მეშვეობით. ეს ვიღაც მესამე პირი გადასცემდა ტერენტის მამის ნათქვამს. საჭირო იყო რაიმე ზომების მიღება, თორემ ტერენტი საშინელი საფრთხის წინაშე იყო"[2].
"...ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა. ტერენტი გრანელის ცხედარი 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში."[9] ბავშვობა და სიყმაწვილე [რედაქტირება]

"...ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა. ტერენტი გრანელის ცხედარი 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში."[9]
17. ჯაიანი გრანელზე ვერ ისაუბრებს, ვერც გალაქტიონზე, ვერ ვაჟაზე, ვერ ბოდლერზე და ვერც სხვა პოეტებზე!.. :)))
ჯაიანებმა და კომპანიამ ჩემს ნადავლზე უნდა წიწკნონ... რას ვიზამთ, ეგეთია მაგათი ხვედრი!... :))) :)) :)) :)) =)) ჯაიანი გრანელზე ვერ ისაუბრებს, ვერც გალაქტიონზე, ვერ ვაჟაზე, ვერ ბოდლერზე და ვერც სხვა პოეტებზე!.. :)))
ჯაიანებმა და კომპანიამ ჩემს ნადავლზე უნდა წიწკნონ... რას ვიზამთ, ეგეთია მაგათი ხვედრი!... :))) :)) :)) :)) =))
16. ჯაიანო, ოლიმპიური სიმშვიდე შეინარჩუნე და გრანელზე ისაუბრე. ;) ;) ;) ჯაიანო, ოლიმპიური სიმშვიდე შეინარჩუნე და გრანელზე ისაუბრე. ;) ;) ;)
15. ნამდვილად საინტერესო მასალაა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა არ წამიკითხავს ტერენტი გრანელზე დაწერილი სტატიები თუ მონოგრაფიები... მადლობა ავტორს!
(ჰო კიდევ...არავის უთხოვია წამეკითხა...ეს ცინიკოსთა საყურადღებოდ!) ნამდვილად საინტერესო მასალაა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა არ წამიკითხავს ტერენტი გრანელზე დაწერილი სტატიები თუ მონოგრაფიები... მადლობა ავტორს!
(ჰო კიდევ...არავის უთხოვია წამეკითხა...ეს ცინიკოსთა საყურადღებოდ!)
14. ლევან ჯაიანო!
რატომ ახალი? აქ ახლები იშვიათად ხვდებიან! :))) ძველები, ახალ-ახალი ნიკებით კი, იცოცხლე, ბლომად მოდიან და მოდიან! :))) ჰოდა, ინტუიცია არც მე მღალატობს!.. :)) =))
თუმცა ჯერ არავისთვის არაფერი მიმიწერია :) თუ ძალიან დაგაინტერესებს ეგ საკითხი, შემიძლია სია გადმოგიგზავნო იმ იუზერებისა, ვისი აზრიც მართლა მნიშვნნნელოვნად მიმაჩნია ხოლმე ჩემს შემოქმედებაზე.
ისე, კი, შემიძლია გირჩიო: გაისეირნე გარეთ,ჰაერზე და მოგეშვება, განიტვირთები მაგ ზოგადსაკაცობიო წუხილებისაგან :)) :)) :)) ლევან ჯაიანო!
რატომ ახალი? აქ ახლები იშვიათად ხვდებიან! :))) ძველები, ახალ-ახალი ნიკებით კი, იცოცხლე, ბლომად მოდიან და მოდიან! :))) ჰოდა, ინტუიცია არც მე მღალატობს!.. :)) =))
თუმცა ჯერ არავისთვის არაფერი მიმიწერია :) თუ ძალიან დაგაინტერესებს ეგ საკითხი, შემიძლია სია გადმოგიგზავნო იმ იუზერებისა, ვისი აზრიც მართლა მნიშვნნნელოვნად მიმაჩნია ხოლმე ჩემს შემოქმედებაზე.
ისე, კი, შემიძლია გირჩიო: გაისეირნე გარეთ,ჰაერზე და მოგეშვება, განიტვირთები მაგ ზოგადსაკაცობიო წუხილებისაგან :)) :)) :))
13. დავიჯერო ახლა შენ "კლიკი" -ის აზრი გაინტერესებდა რომელიც საიტზე დარეგისტრირებულია და ათასში ერთხელ თუ შემოვა :)) კაი რა :) დავიჯერო ახლა შენ "კლიკი" -ის აზრი გაინტერესებდა რომელიც საიტზე დარეგისტრირებულია და ათასში ერთხელ თუ შემოვა :)) კაი რა :)
12. ვისი აზრიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, შეიძლება მივწერო კიდეც, ამაში მე ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ, ლევან ჯაიანო!
როგორ მეცინება, იცი, ამ საკითხზე რომ ასე ღელავთ ხოლმე ზოგიერთები? :)) =))
ანდაზაა, თქვენ არ გეცოდინებათ: თაფლი იყოს, თორემ ბუზი ბაღდადიდან მოვაო... :))) ვისი აზრიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, შეიძლება მივწერო კიდეც, ამაში მე ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ, ლევან ჯაიანო!
როგორ მეცინება, იცი, ამ საკითხზე რომ ასე ღელავთ ხოლმე ზოგიერთები? :)) =))
ანდაზაა, თქვენ არ გეცოდინებათ: თაფლი იყოს, თორემ ბუზი ბაღდადიდან მოვაო... :)))
11. პირველ რიგში გამარჯობა:) შემდეგ ვიტყვი, რომ ძალიან საინტერესო მასალაა მოძიებული. და ბოლოს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დაუზარებლად ხელშეწყობისთვის:)
პირველ რიგში გამარჯობა:) შემდეგ ვიტყვი, რომ ძალიან საინტერესო მასალაა მოძიებული. და ბოლოს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დაუზარებლად ხელშეწყობისთვის:)
10. ნუთუ ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ როცა საქმე გრანელის პოეზიას ეხება, ხუმრობა არ შაიძლება! მაიდეეევს, როცა საქმე პოეზიას ეხება, ყოველთვის მაქვს საქმე და შენ ვერ მასწავლი პოეზიის სიყვარულს!!! ნუთუ ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ როცა საქმე გრანელის პოეზიას ეხება, ხუმრობა არ შაიძლება! მაიდეეევს, როცა საქმე პოეზიას ეხება, ყოველთვის მაქვს საქმე და შენ ვერ მასწავლი პოეზიის სიყვარულს!!!
9. წადი, სანამ წკეპლას მოგცხებ!.. :))) მე არ მამკობს ღრმა სიმორცხვე, წადი, უშნოვ, სანამ სადმე სანაგვეზე გადაგფოცხე!.. :)))
წადი, სანამ წკეპლას მოგცხებ!.. :))) მე არ მამკობს ღრმა სიმორცხვე, წადი, უშნოვ, სანამ სადმე სანაგვეზე გადაგფოცხე!.. :)))
8. მოდი არავის არ მიწერო შემოდი და წამიკითხეო და ვნახოთ ისე რამდენი შემოვა :)) მოდი არავის არ მიწერო შემოდი და წამიკითხეო და ვნახოთ ისე რამდენი შემოვა :))
7. აჰა, ოთარსაც მიეცა საქმე და მეც =)) აჰა, ოთარსაც მიეცა საქმე და მეც =))
6. ტერენტი მაგარია! ჯერ მარტო ტერენტი გრანელი ეყოფოდა მე-20 საუკუნის საქართველოს! ტერენტი კვირკველია სულ სხვა მოვლენა იყო ქართულ პოეზიაში, რაღაც განსაკუთრებული და ღვთაებრივი! ტერენტი გრანელზე ყველაფერი კარგად აქვს ნათქვამი ლერი ალიმონაკს თავის წიგნში ''კვირის წირვები''. გალაკტიონი და ტერენტი გრანელი-მეგობრები თუ მოწინააღმდეგეები?! ძამიკო ტერენტი-ასე მიმართავდა გალა გრანელს. გრანელის პოეზიის გაგებას წლები სჭირდება. კარგად უნდა ჩაუღრმავდე რომ გაიგო მისი ლექსების არსი და დანიშნულება.
''შენ დედამიწავ უფრო მაშინებ, როცა ოცნებით ზეცას მოვიარ. წმინდაო ღმერთო, რად გამაჩინე მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია?!
''გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია''.
''მე ვერ მიშველის თვით ჩემი ლექსიც, თვით ჩემი ლექსი-სისხლის რვეული. პოეზიაში ვარ უდიდესი და ცხოვრებაში გზადაბნეული''.
კონსტანტინე გამსახურდია ტერენტი გრანელის ლექსს ''მემენტო მორი'' შედევრს უწოდებდა!
ამ რამოდენიმე თვის წინ წამოვაყენე იდეა გალაკტიონის და ტერენტის ხსოვნის საღამოს ჩატარებისა, სადაც ვიმსჯელებდით და ვიკამათებდით კიდევაც ამ ორი უდიდესი პოეტის შემოქმედებაზე!
გრანელი ყოველთვის გრანელად დარჩება ქართულ პოეზიაში, ის ხომ გენია იყო!!! ტერენტი მაგარია! ჯერ მარტო ტერენტი გრანელი ეყოფოდა მე-20 საუკუნის საქართველოს! ტერენტი კვირკველია სულ სხვა მოვლენა იყო ქართულ პოეზიაში, რაღაც განსაკუთრებული და ღვთაებრივი! ტერენტი გრანელზე ყველაფერი კარგად აქვს ნათქვამი ლერი ალიმონაკს თავის წიგნში ``კვირის წირვები``. გალაკტიონი და ტერენტი გრანელი-მეგობრები თუ მოწინააღმდეგეები?! ძამიკო ტერენტი-ასე მიმართავდა გალა გრანელს. გრანელის პოეზიის გაგებას წლები სჭირდება. კარგად უნდა ჩაუღრმავდე რომ გაიგო მისი ლექსების არსი და დანიშნულება.
``შენ დედამიწავ უფრო მაშინებ, როცა ოცნებით ზეცას მოვიარ. წმინდაო ღმერთო, რად გამაჩინე მე ხომ სიცოცხლე არ მითხოვია?!
``გალაკტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია``.
``მე ვერ მიშველის თვით ჩემი ლექსიც, თვით ჩემი ლექსი-სისხლის რვეული. პოეზიაში ვარ უდიდესი და ცხოვრებაში გზადაბნეული``.
კონსტანტინე გამსახურდია ტერენტი გრანელის ლექსს ``მემენტო მორი`` შედევრს უწოდებდა!
ამ რამოდენიმე თვის წინ წამოვაყენე იდეა გალაკტიონის და ტერენტის ხსოვნის საღამოს ჩატარებისა, სადაც ვიმსჯელებდით და ვიკამათებდით კიდევაც ამ ორი უდიდესი პოეტის შემოქმედებაზე!
გრანელი ყოველთვის გრანელად დარჩება ქართულ პოეზიაში, ის ხომ გენია იყო!!!
5. ეგრე კიარა ასე უნდა გეთქვა : ნუ ედები სხვის ღობე-ყორეს რიააააა! ეგრე კიარა ასე უნდა გეთქვა : ნუ ედები სხვის ღობე-ყორეს რიააააა!
4. ეეეჰ, ჩემო იმანო, შენ ეტყობა საქმე არ გაქვს, გაიარე, უშნოდ ნუ ედები სხვის ღობე-ყორეს, რაა!.. :) ეეეჰ, ჩემო იმანო, შენ ეტყობა საქმე არ გაქვს, გაიარე, უშნოდ ნუ ედები სხვის ღობე-ყორეს, რაა!.. :)
3. ბრწინვალე წერილია დიდ ქართველ პოეტზე, ეს ლექსები პირველად წავიკითხე. ახლახანს ხელმეორედ გავეცანი ტერენტის შემოქმედებას, იგი დიდი ქართველი პოეტია!
საინტერესოა, მთაწმინდაზე რატომ არ გადაასვენებენ მის ნეშტს!
კომუნისტები ხომ აღარ არიან?!
+5!!! ბრწინვალე წერილია დიდ ქართველ პოეტზე, ეს ლექსები პირველად წავიკითხე. ახლახანს ხელმეორედ გავეცანი ტერენტის შემოქმედებას, იგი დიდი ქართველი პოეტია!
საინტერესოა, მთაწმინდაზე რატომ არ გადაასვენებენ მის ნეშტს!
კომუნისტები ხომ აღარ არიან?!
+5!!!
2. ისე დაკოპირება, ეს კაი იცით
KOPY KOPY KOPY
ისე დაკოპირება, ეს კაი იცით
KOPY KOPY KOPY
1. შრომობს ხალხი რას ერჩი... მიშა, შენ პატარა რო იყავი ხო ამბობდი რომ გავიზრდები პოეტი გამოვალო? აჰა, ახდა .ახდა.ახდა შრომობს ხალხი რას ერჩი... მიშა, შენ პატარა რო იყავი ხო ამბობდი რომ გავიზრდები პოეტი გამოვალო? აჰა, ახდა .ახდა.ახდა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|