ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2010


უსახელო ლექსი

ერთხელ იყო და...
მესიზმრე,
თმას გიწეწავდა ნიავი.
მერე იყო და...…
ჩემს ჯიბრზე,
თავი ქარიშხლებს მიანდე.
ქარმა,
შენსავით ოხერმა,
აღმა და დაღმა გაქროლა.
ხან,
გიტაცებდა ბოჰემა,
ხანაც ჭაპანი გაგქონდა
წვრილშვილისა და ოჯახის,
კერას ეჯექი დარაჯად.
აღარც კი გახსენდებოდა,
ჩვენი პატარა ოთახი:
სიხარული და სიმშვიდე,
მხრებზე მოსხმული ფარაჯა.
ფანჯრის რაფაზე შემომჯდარს,
ხელს რომ მოგხვევდი
ხანდახან...…
ერთხელ იყო და,
მიყვარდი.
ახლა -
არც ვიცი სადა ხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები