ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი ა მ ი ი
ჟანრი: პროზა
19 სექტემბერი, 2010


ცხრა თვე (დე)

              გამარჯობათ. კეთილი იყოს ჩემი ფეხი თუ ??? ნუ მოკლედ როგორც არის. მე სხვაგან ვცხოვრობდი დედასთან..... დიახ , სულ რამდენიმე დღეა რაც თეთრხალათიანი დეიდები დამტრიალებენ თავს. მგზავრობით დავიღალე და ამიტომ სულ მძინავს. ახლაც სულ ორი წუთის წინ გავახილე თვალები და დედასთან წაყვანა ვითხოვე. თხოვნაც უმალ შემისრულეს. დედა მეფერება,მიღიმის. მეც გაფაციცებული თვალებით ვუყურებ და.....
- იცი ? დე შენთან ,რომ ვიყავი. შენთან... პატარა ანგელოზი იყო ჩემთან . ის             
  მაძინებდა ხოლმე ,მეთამაშებოდა და თქვენს ამბებს მიყვებოდა.           
  შენი გულის ფეთქვის რიტმით ვცხოვრობდი .....ახლაც.....
  დე ,მაღაზიაში ვარდისფერი კაბა, რომ  მოგეწონა და რომ მიყიდე. ეგეც მეცვა .....შენში....
  ახლა ცაზე მზე ,რომ ანათებს ,ამაზე გაცილებით დიდი მზე იყო შენში ....ახლაც....
  პირველად ექოსკოპიის მონიტორში ,რომ მნახე ,მეც პირველად მაშინ გნახე. შენ ,რომ
  გაიღიმე ,მეც მაგ ღიმილით გავიღიმე და ვიგრძენი რომ არსებობის პირველი წამიდან 
  მიყვარხარ.
  იცი? დე რომ, მეძინა ისევ მოვიდა ის ანგელოზი ჩემთან და მითხრა ,რომ თეთრი კაბა
  უფრო მიხდება............
  ახლა სულ ორ წუთში ...............
  იცი? დე მზე შენშია ......ღმერთია.....სიყვარულია.............



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები