ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი ა მ ი ი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 ოქტომბერი, 2010


სიცოცხლე მტკივა

            მტკივა არსებობის პირველი წამი,ყოველი ნაბიჯი,ყოველი დილა და ყოველი გაღვიძება. მტკივა ფერადი სანთლები , რომელთა რიცხვი  ყოველწლიურად ერთით იზრდება. ვცდილობ , ყველაფერს მზისფერი შევუხამო და ჩემი ემოციით გავათბო. ვცდილობ , ჩემში გადავახარისხო ფრაზები და გრძნობები კუბში ავახარისხო. დავანგრიო ჩემი ოთახის ოთხივე კედელი , ავხადო ჭერი და მერე ყოველთვის ვუყურო ცას..... მიწაში დავრგო  ჩემი სიტყვები, მერე ცამდე გაიზარდონ და მზის იქეთ გამოისხან ნაყოფი.დამწვარი ფოტოების  სურნელი პირველს სართულს მოედო და სადაცაა მეორეს მისწვდება. მტკივა ყოველი ახალი დაწერილი ფურცელი და ყველა მიმიკა  ,,ავსტრალოპითეკი აფარენსების". მტკივა მუდმივი კარნავალი თავისი ნიღბებით. აივანს აღარ აქვს ლურჯი თოკები და აღარც ზემოდან აწვეთავს მეზობლის სარეცხი. მოპირდაპირე კორპუსში გაქრა ყველა სარკმელი. სხივები თვალებში აღწევს , სისხლძარღვებში ატანს, სისხლს ათბობს და გულში სასახლეს აგებს. მტკივა უკვე ყველა გრადუსი და წამზომის ყველა შედეგი. უბრალოდ სიცოცხლე მტკივა და ვაშენებ კიბეს საზღვრების იქეთ , მზესთან. მე მოვალ მალე.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები