მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს თიანეთის ახლადგარემონტებულ კულტურის სახლში ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა: მაყურებელმა იხილა პრემიერა ქორეოგრაფიულ-მუსიკალური კომპოზიციისა ”ვერცხლის თასადამც მაქცია”. კომპოზიცია აგებული იყო ცნიბილი ფშაველი პოეტი ქალის, ხვარამზესა და ვაჟიკას სასიყვარულო ისტორიაზე, რომლის განხორციელების იდეაც თურმე ტრაგიკულად გარდაცვლილ მომღერალს, მთის ბულბულ თეონა ქუმსიაშვილს ეკუთვნოდა. იდეის ლიტერატურული დამუშავება და სცენარის სახით გარდაქმნა მოახდინეს მარიამ ხურცურაულმა და ნინო სადღობელაშვილმა. სანამ უშუალოდ სპექტაკლის ღირსებასა და ჩემს პირად შთაბეჭდილებებზე ვისაუბრებდე, მინდა მკითხველს ორიოდე სიტყვით იმ ლამაზი და სევდიანი სასიყვარულო ისტორიის ქარგაზე მოვახსენო, რომელიც საფუძვლად დაედო კომპოზიციას. ამას კი, შევეცდები, სცენების ანუ ეპიზოდების თანმიმდევრული აღწერით მივაღწიო.
მაშ ასე, სპექტაკლის დასაწყისი, ანუ პირველი ეპიზოდი - ჩაბნელებული სცენა, რომლის სიღრმიდანაც მოისმის მთხრობელის სიტყვები ამბად გაგონილი ერთი უიღბლო სიყვარულის შესახებ, რომლის მიხედვითაც მთიელ ხვარამზეს შეუყვარდება მონადირე და გუთნისდედა კაცი, რომელსაც ერთხელ, დილით, თურმე, მის ეზოზე ჩამოუვლია. ეს ამბავი პირველ ეპიზოდში ნაჩვენებია ფშაური ლხინის სახით, სადაც ხვარამზე და ვაჟიკა ხვდებიან ერთმანეთის.
მეორე ეპიზოდი, რომელიც წარმოადგენს მასობრივ ცეკვას, აჩვენებს ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ ყოველდღიურობას, როდესაც მეცხვარის ფორმაში გამოწყობილი ვაჟიკა ხან მეცხვარეობს, ხან - მონადირეობს, ხანა - გუთნისდედობს, ხოლო სცენის მეორე კუთხეში ხან ქსოვით, ხანაც სქონლის მოვლით გართულა ხვარამზე.
მესამე ეპიზოდში ხვარამზეს მამისახლში ქალიშვილის ხელის სათხოვნელად მისული ვაჟიკა ნიშნობის ბეჭედს სთავაზობს ქალს, თუმცა ეს უკანასკნელი, მიუხედავად ვაჟისადმი გულშინადები სიყვარულისა, ყასიდად, უარს ამბობს მის გამორთმევაზე.
მეოთხე ეპიზოდში ხვარამზეს მოტაცება-გათხოვებისა და სულ სხვა კაცზე დაქორწინების ამბებია ნაჩვენები. აქვე ჩანს, სცენის მეორე მხარეს, მომხდარით დამგლოვიარებული ვაჟიკაც.
მეხუთე ეპიზოდში კვლავ ჩვეულებრივად ”ცხოვრება გრძელდება”. ხვარამზეც და ვაჟიკაც უკვე თავ-თავიანთ ოჯახებში არიან. მაგრამ ამ ეპიზოდშივე თამაშდება ერთი მეტად მნიშვნელოვანი და შტამბეჭდავი მომენტი. ერთ წვიმიან დღეს ვაჟიკა ცხენით ჩამოივლის ხვარამზეს ეზოზე. ხვარამზე მას შეუმჩნევლად უყურებს. როდესაც ცხენ-კაცი თვალს მიეფარება, ქალი გამოდის მოფარებულიდან და ვაჟიკას ცხენის ნაფეხურებს ”შემოღობავს”. მეექვსე ეპიზოდი წარმოადგენს ხვარამზესა და ვაჟიკას მოულოდნელ შეხვედრას და მათ გაბაასებას ლექსებით.
მეშვიდე ეპიზოდში ხატობის დღესასწაულზე, ვაჟიკას ცოლის, ქალთამზის, მონოლოგები ხმიანდება, რომელშიც ეს უკანასკნელი საბოლოოდ ხსნის ფარდას ხვარამზესა და ვაჟიკას სიყვარულის მთელ საიდუმლოებას, რის შემდეგაც გაისმის კომპოზიციის საფინალო სიტყვები - ხვარამზეს ცნობილი ლექსი ”ვერცხლის თასადამც მაქცია”.
აი, ეს არის ამ სპექტაკლის შეკუმშული, მშრალი არაკი, რომელიც ოსტატურად, მთელი თავის მხატვრული სიძლიერითა და ეფექტურობით ცოცხლებულდება სცენაზე ქართული ფოლკლორის სასახლესთან (დირექტორი თამაზ ანდღულაძე) არსებული თატრალური სკოლა-სტუდია "ცეტების" (სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე, რეჟისორ-ხელმძღვანელი იოანე ხუციშვილი, პედაგოგი ელდინო საღარაძე) აღსაზრდელების შესანიშნავი სამსახიობო თამაშის და საქართველოს პროფკავშირების კულტურის სასახლესთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ ”მთიების” (ხელმძღვანელები ღირსების ორდენის კავალერი ანზორ გვარამაძე და საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი ლეილა გვარამაძე, ქორეოგრაფი - ნიკა ქსოვრელი) ბრწყინვალედ განფენილი როკვის წყალობით. კომპოზიციის ავტორთა და რეჟისორის (იოანე ხუციშვილი) ჩანაფიქრით მაყურებელთან საურთიერთობო ენა კომპლექსური და მრავალფეროვანია: პოეტური, მუსიკალური, ქორეოგრაფიული და ტექნიკური (განათების სპეცეფექტები). მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლში უპირატესი დატვირთვა თითქოს ქორეოგრაფიას, პლასტიკას ენიჭება (უამრავი მასობრივი, სადუეტო თუ ინდივიდუალური საცეკვაო ნომრები), ძირითადი სათქმელი მაინც სიტყვიერი ფორმით - პოეზიით მიეწოდება მაყურებელს (ესაა ამონარიდები თავად ხვარამზეს, აგრეთვე პოეტების მარიამ ხუცურაულისა და მიხეილ ღანიშაშვილის მიერ ხვარამზეს თემაზე შექმნილი ლირიკული ლექსებიდან). სპექტაკლის განუყოფელი ნაწილია სიმღერა, რომელიც ხმოვან ფონად გასდევს მას და მუსიკალურ მომხიბლველობას ანიჭებს. სავსებით ბუნებრივად და ლოგიკურად, შერჩეულია მთის მუსიკალური რეპერტუარი: ”ჯვარი წინასას” და ფშაური კაფიის ”შემღერნებითი” მელოდიები და ლელა თათარაიძის საგარმონო ჰანგები. სპექტაკლის მთელი ანტურაჟი, სასცენო გარემო, კოსტიუმები, მსახიობთა სამეტყველო მანერა მთის, ფშაური, ხალხური, ეთნოგრაფიული ხასიათისაა, რაც მაყურებელს უფრო ნათლად და ცხადად აღაქმევინებს კომპოზიციის ძირითად თემასა და შინაარს. სპექტაკლში ლოგიკურად და ორგანულადაა შემოტანილი და ჩაქსოვილი ფშაური ყოფითი სინამდვილისათვის დამახასიათებელი ბევრი საწესჩვეულებო, რიტუალური ნიუანსი, რაც კიდევ უფრო აფართოებს მაყურებლის წარმოდგენას იმ ლოკალურ გარემოზე, რომლითაც საზრდოობს გმირთა ფიზიკური თუ სულიერი ცხოვრება (ფშაური ნიშნობა, ქორწილი, მდადეობა, ეჯიბი, ლაშარობის ხატობა, სარიტუალო ცეკვა- ”ფერხისობა”, საჯარე, კაფიაობა, შამღერნება და სხვა).
სპექტაკლი მიმდინარეობდა დინამიურად, ექსპრესიულად. მაყურებელი მთელი არსებით იყო ჩართული მასში და სუგანაბული ეზიარებოდა ასე ნიჭიერად და ოსტატურად გაცოცხლებულ ამ ნაღვლიანი, მაგრამ ამაღლებული სასიყვარულო ამბის სცენურ ხიბლს. სავსე დარბაზი ხშირად მოწონების ემოციასაც კი ვერ მალავდა და ტაშით, აპლოდისმენტებითა და ოვაციით ეხმიანებოდა სცენას.
ალბათ არ ვიქნები შორს მაყურებლის საერთო აზრისაგან, თუ ვიტყვი, რომ პრემიერა ქორეოგრაფიულ-მუსიკალური კომპზიციისა ”ვერცხლის თასადამც მაქცია” შესდგა და შესდგა იგი სრული წარმატებით, საყოველთაო მოწონებითა და აღფრთოვანებით! უდიდესი მადლობა ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც მის მომზადებასა და განხორციელებაში დაიდო წილი, ჩააქსოვა თავისი ენერგია და საქმისადმი პროფესიული სიყვარული!
თურმე სულაც არ ყოფილა წარმოუდგენელი სრულიად მოკლე დროში შექმნილი და დამუშავებული სპექტაკლი პროვინციული სცენის დასამახსოვრებელ ნიშანსვეტად აქციო!
ამ ლამაზმა ღონისძიებამ, რომლის მხარდამჭერებიც ფშავის აღორძინებისა და განვითარების კავშირი (თავმჯდომარე როსტომ მაჩხოშვილი), თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (გამგებელი გიორგი აბაშვილი, მოადგილეები თამაზ იარაჯული და ნონა ბაღიაშვილი, კულტურის განყოფილების გამგე ქეთევან შარმიაშვილი) და მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი (დირექტორი ციცინო გაბიდოური) იყვნენ, მიუხედავად ცუდი ამინდისა, წვიმისა და სიცივისა, თიანეთში თავი მოუყარა როგორც ადგილობრივ კულტურულ საზოგადოებას, ისე დედაქალაქიდან ჩასულ უამრავ სტუმარს, სასულიერო თუ საერო საქმის კაცთ. ცხადია, რომ მათ შორის ხელოვნების, მწერლობის, მეცნიერების მოღვაწენი ჭარბობდნენ. პროფესორება თამილა გოგოლაურმა (ვისი მამაც, პოეტი ირაკლი გოგოლაური იყო ერთერთი პირველი გულშემატკივარი, შემკრები და გამომცემელი ხვარამზეს ლექსებისა) და ტრისტან მახაურმა, პოეტებმა ელა გოჩიაშვილმა, მარიამ წიკლაურმა, ტარიელ ხალხელაურმა, ეთერ აბრამიშვილმა, თიანურმა ფოლკლორულმა დუეტმა (ნინო ივანეური, თეონა უშიკიშვილი) და პატარა გიორგი ბიჩინაშვილმა თავისი ხმა შეუერთეს იმდღევანდელ ზეიმს.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ იყო მხოლოდ კომპოზიციის პრემიერის დღე. ეს უფრო ფარტომასტაბიანი კულტურული ღონისძიება იყო, სადაც ფრიად მნიშვნელოვანმა იდეამ გაიჟღერა: ამიერიდან ივრის ხეობაში, სწორედ იმ ადგილას, სადაც ამ სიყვარულის ინტრიგა რეალურად გათამაშდა თავის დროზე, დაწესდება და გაიმართება ”ხვარამზეობა” - ყოველწლიური ფართო მასშტაბისა და მრავალფეროვანი პოეტურ-კულტურული პროგრამის დღესასწაული, ჩატარდება, ასევე ყოველწლიურად, ლიტერატურული კონკურსი ქალი პოეტებისთვის. ხოლო რაც შეეხება თავად კომპოზიციას, მის ავტორებს უფრო შორსმიმავალი გეგმებიც აქვთ: სპექტაკლი ჯერ დედაქალაქის სცენაზე გადმოინაცვლებს, საგაისოდ კი შეიძლება ევროპასაც ესტუმროს.
”ხვარამზეობის” პირველ ნაბიჯები და დაფუძნება დალოცა თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე თადეოზმა (იორამიშვილი), თავადაც დიდებულმა პოეტმა და მთიელთა ერთგულმა სულიერმა წინამძღვარმა.
მთელი ამ უზარმაზარი და შრომატევადი საქმის სული და გული, ანი და ჰაე, უმთავრესი წარმმართველი ძალა იყო ერთი სიფრიფანა, მაგრამ დაულეველი ენერგიის მქონე ფშავლის ქალი, უნიჭიერესი პოეტი მარიამ (სანათა) ხუცურაული.
უთუოდ ცალკე და განსაკუთრებულად მინდა ვთქვა მარიამის მისამართით სამადლობელი სიტყვები და ვუსურვო ყველანაირი წინსვლა და გამარჯვება ცხოვრებასა და შემოქმედებით საქმიანობაში !
მარიამის პიროვნებასა და პოეზიაზე უფრო ვრცლადაც კი მეკუთვნის საუბარი. ამას, ალბათ, სამომავლოდ გავაკეთებ კიდეც. ახლა კი ეს წერილი-რეცენზია მინდა პატარა ლირიული გადახვევით დავასრულო, რომელიც მისი პორტრეტისთვის, ვფიქრობ, საინტერესო შტრიხებად ივარგებს:
სოფელში რომ ჩავდივარ, ისე არ იქნება, დედაჩემმა სანათას, იგივე მარიამ ხუცურაულის შესახებ არ მკითხოს: - სანათა აღარ გინახავ? როგორ არი ი ლამაზ-ლექსება ქალაი?
"სანათას წიგნი" ჩავიტანე სახლში, იქ დავუტოვე დედას ერთიხანობა. ცხადია, წაეკითხა, გადაეყლაპა ეს პატარა, ოღონდ ბაჯაღლო ოქროსავით გამოცემა. რომ ვესტუმრე, მეუბნება: - რა კარგი პოეტი გვყოლია, შვილო, ფშავლებს, რა ნიჭიერი. თან ქალი და ახლა რა ქალი! რო შახვდები, მამიკითხე და გადაეცი ჩემი სიყვარული და მოწონება.
სანათას შესახებ სხვებმაც იციან, სხვებიც მეკითხებიან, სხვებსაც უყვართ მისი პოეზია ილტოს ხეობაზე, სადაც 21-ე საუკუნეში ელექტროობა არ არის და ცივილიზაციის ყოველგვარ სიკეთეს მიკლებული ეს მხარე თითქოს ვერც კი უნდა იგებდეს, რა ხდება ჩვენს სალიტერატურო ცხოვრებაში!
დაო სანათავ, მე მახსოვს შენი თბილი სიტყვები, ილტოს ხეობიდან დაბრუნებულმა რომ დაწერე ლიტსაიტზე სახალხოდ. მახსოვს, რამხელა სიყვარული და პატივისცემა ჩადე იმ სიტყვებში, პირადად ჩემს მიმართ, დედაჩემის მიმართ, მთელი ხეობის მიმართ, ფშავლებისა და მთლიანად ქართველთა ჯიშ-ჯილაგის მიმართ! ჭეშმარიტად დიდი ბუნების ადამიანი და პოეტი ხარ, ნიავ-ქარა, სიტყვიან-საქმიანო, გულიან-ღიმილიანო დაიავ და მე ამაყი ვარ შენით!
ჰოდა, მიიღე ეს მცირე წერილი მადლობად ჩემგანაც და დედაჩემისგანაც, მთლად ილტოს ხეობისაგან! გფარავდეს ლაღი ლაშარის ჯვარი და სრულიად მთა-ბარის სალოცავები! იაღიმც ექნეს შენს მადლიანსა და ბარაქიან კალმას, ჩვენო ნიჭიერო მესიტყვევ და ქომაგო!
აბა, ულექსოდ რა იქნება, მეც ლექსით გეტყვი, სანათაო, ის მინდა, დიდხანს ჯანმრთელობდე, რომ სააქაო ანათაო. სიტყვა და ლექსი - მარგალტი - გვასმინო მთაში, ბარადაო, ეს დაუჯერე ილტოსპირელს სათქმელს არ ისვრის ქარადაო, ქართული პოეზიის საგანძურში ჩაჭედილი ხარ მყარადაო, ფშავლების ხმალად ამართულო, აფარებულო ფარადაო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. ვა, როგორ შემთხვევით წავაწყდი და რა კარგი რამ ყოფილა. ისე გამეხარდა, ისეტი სითბო ჩამეღვარა გულში, ასეთი რომ იყოს ცხოვრება და მადლიერების გრძნობა სჭრბობდეს, რაღ მოკლავდა ადამიანს...:) ვა, როგორ შემთხვევით წავაწყდი და რა კარგი რამ ყოფილა. ისე გამეხარდა, ისეტი სითბო ჩამეღვარა გულში, ასეთი რომ იყოს ცხოვრება და მადლიერების გრძნობა სჭრბობდეს, რაღ მოკლავდა ადამიანს...:)
25. მადლი უფალს, რომ ასეთი საღამოები საქართველოში ისევ იმართება. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვისაც ამ კეთილ საქმეში წვლილი მიუძღვის და მადლობა თქვენ, ბატონო მიშა, ასეთი კარგი ამბებით რომ გვახარებთ. :) მოგიკითხეთ. :) მადლი უფალს, რომ ასეთი საღამოები საქართველოში ისევ იმართება. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვისაც ამ კეთილ საქმეში წვლილი მიუძღვის და მადლობა თქვენ, ბატონო მიშა, ასეთი კარგი ამბებით რომ გვახარებთ. :) მოგიკითხეთ. :)
24. აქ,როგორ გამომჩენია შეფასება. +2 აქ,როგორ გამომჩენია შეფასება. +2
23. აქ,როგორ გამომჩენია შეფასება. +2 აქ,როგორ გამომჩენია შეფასება. +2
22. ვკითხულობ და გული მწყდება, თქვენთან ერთად რომ ვერ ვიყავი... :) 55555! ვკითხულობ და გული მწყდება, თქვენთან ერთად რომ ვერ ვიყავი... :) 55555!
21. როგორ გამეხარა და როგორ გულიც დამწყდა... შენ კარგად გამიგებ პოეტო. გენაცვალე და ჩაგეხუტეეეე როგორ გამეხარა და როგორ გულიც დამწყდა... შენ კარგად გამიგებ პოეტო. გენაცვალე და ჩაგეხუტეეეე
20. ისე ლამაზად და დამაჯერებლად წერთ, ასე მგონია მეც იქ ვიყავი. მადლობა ბატონო ილტოსპირელო და ოთარ რურუას ლექსი ,მშვენიერია +5 ისე ლამაზად და დამაჯერებლად წერთ, ასე მგონია მეც იქ ვიყავი. მადლობა ბატონო ილტოსპირელო და ოთარ რურუას ლექსი ,მშვენიერია +5
19. მეტად მნიშვნელოვანი კულტურული წარმოდგენა და სანახაობა გამართულა თიანეთში. ასეთი და მსგავსი ღონისძიებები საქართველოს ყველა რაიონს ესაჭიროება კულტურული ცხოვრებისა და ტრადიციების გაცოცხლებისათვის, თორემ მინავლულია ყველგან შემოქმედებითი ატმოსფერო... გმადობთ, მიშა, ამ შესანიშნავი რეპორტაჟისათვის. აქვე დავამატებ, რომ მარიამ ხუცურაულს და მის მშვენიერ შემოქმედებას მეც დიდად ვაფასებ... მეტად მნიშვნელოვანი კულტურული წარმოდგენა და სანახაობა გამართულა თიანეთში. ასეთი და მსგავსი ღონისძიებები საქართველოს ყველა რაიონს ესაჭიროება კულტურული ცხოვრებისა და ტრადიციების გაცოცხლებისათვის, თორემ მინავლულია ყველგან შემოქმედებითი ატმოსფერო... გმადობთ, მიშა, ამ შესანიშნავი რეპორტაჟისათვის. აქვე დავამატებ, რომ მარიამ ხუცურაულს და მის მშვენიერ შემოქმედებას მეც დიდად ვაფასებ...
18. წავიკითხე და ძალიან ვისიამოვნე და ძალიან დამწყდა გული, რომ სპექტაკლს ვერ დავესწარი, სიყვარული და მონატრება ჩემგან ჩემს ფშავს, ჩემს სანათას და შენ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, კარგო ილტოსპირელო:) წავიკითხე და ძალიან ვისიამოვნე და ძალიან დამწყდა გული, რომ სპექტაკლს ვერ დავესწარი, სიყვარული და მონატრება ჩემგან ჩემს ფშავს, ჩემს სანათას და შენ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, კარგო ილტოსპირელო:)
17. როგორც ყოველთვის- საინტერესო და სასარგებლო... როგორც ყოველთვის- საინტერესო და სასარგებლო...
16. მიშა არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ!!! კარგ საქმეს აკეთებ!!! მიყვარს შენი საქართველო!!! გაიხარე შენა!!! მიშა არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ!!! კარგ საქმეს აკეთებ!!! მიყვარს შენი საქართველო!!! გაიხარე შენა!!!
15. სანათა
დამწუხრებულა სანათა, მზესთანაც აღარ საუბრობს. ყვავთა საჯიჯგნი გამხდარა ჯიხვ-არწივების საუფლო. ნუ გეშინია სანათავ, მთლად არ გაგვწირავს უფალი. ვიცი: რითიც ხარ ავადა, მამულის ჭირისუფალი. ჩემივე თავის უფალი მევე ვარ ბაღო-ვენახო. სამშობლო თავისუფალი მალე სუყველას გვენახოს.
ხვარამზე
სად დაიკარგე ვაჟიკავ, რად აღარა მცემ ხმასაო. აღარ ამღერებ ომებში გამოწრთობილსა ხმალსაო.. ვაჟის ალერსი სწყურია ცეცხლმოკიდებულ ქალსაო. გამოჩნდი... ნუ მემალები, გადახდა უნდა ვალსაო.
ეს ორი ლექსი დღეს დავწერე ექსპრომტად... შეფასება თქვენთვის და სანათასთვის მომინდვია ძია მიშა. ;) ;) ;) :) :) :)
სანათა
დამწუხრებულა სანათა, მზესთანაც აღარ საუბრობს. ყვავთა საჯიჯგნი გამხდარა ჯიხვ-არწივების საუფლო. ნუ გეშინია სანათავ, მთლად არ გაგვწირავს უფალი. ვიცი: რითიც ხარ ავადა, მამულის ჭირისუფალი. ჩემივე თავის უფალი მევე ვარ ბაღო-ვენახო. სამშობლო თავისუფალი მალე სუყველას გვენახოს.
ხვარამზე
სად დაიკარგე ვაჟიკავ, რად აღარა მცემ ხმასაო. აღარ ამღერებ ომებში გამოწრთობილსა ხმალსაო.. ვაჟის ალერსი სწყურია ცეცხლმოკიდებულ ქალსაო. გამოჩნდი... ნუ მემალები, გადახდა უნდა ვალსაო.
ეს ორი ლექსი დღეს დავწერე ექსპრომტად... შეფასება თქვენთვის და სანათასთვის მომინდვია ძია მიშა. ;) ;) ;) :) :) :)
14. გაიხარე უცნობო მეგობარო, ილტოსპირელო, არაჩვეულებრივად წერთ... გაიხარე უცნობო მეგობარო, ილტოსპირელო, არაჩვეულებრივად წერთ...
13. რამდენი ხალხური მარგალიტის გასცენიურება შეიძლება, ვინ მოვლის. მივესალმები ამ შესანიშნავ წამოწყება, ”ხვარამზეობის” დაწესებას, კარგი იქნება, სხვა რაიონებმაც მიბაძონ თიანელებს> რამდენი ხალხური მარგალიტის გასცენიურება შეიძლება, ვინ მოვლის. მივესალმები ამ შესანიშნავ წამოწყება, ”ხვარამზეობის” დაწესებას, კარგი იქნება, სხვა რაიონებმაც მიბაძონ თიანელებს>
12. უბრალოდ მიხარია რომ ვარ ადამიანი, მყავს შენისთანა მეგობარი, რომელიც წერს ასეთ ამბებს და თვითონაც ლომის წილ საქმეს აკეთებ - ჩვენამდე მოგაქვს ეს ყველაფერი... მადლობა მიშა! უბრალოდ მიხარია რომ ვარ ადამიანი, მყავს შენისთანა მეგობარი, რომელიც წერს ასეთ ამბებს და თვითონაც ლომის წილ საქმეს აკეთებ - ჩვენამდე მოგაქვს ეს ყველაფერი... მადლობა მიშა!
11. გაიხარე, ილტოსპირელო, ასე მეგონა, მეც ვესწრებოდი "ხვარამზეობას"! არაჩვეულებრივია იდეაც და წერილიც, თავისთავად! გაიხარე, ილტოსპირელო, ასე მეგონა, მეც ვესწრებოდი "ხვარამზეობას"! არაჩვეულებრივია იდეაც და წერილიც, თავისთავად!
10. გაიხარეთ. აქ სიტყვები ზედმეტია. რაღაც უფრო მეტია აქ,ვიდრე სიტყვები..
გაიხარეთ. აქ სიტყვები ზედმეტია. რაღაც უფრო მეტია აქ,ვიდრე სიტყვები..
9. მადლობა ილტოსპირელს ამ წერილისთვის. უღრმესი მადლობა!
ასეთ საღამოს კარგა ხანია არ დავსწრებივარ. ახლაც ამ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ჩამოსვლისთანავე ფორუმზე, პოეზიის განყოფილებაში თემა გავხსენი "ხვარამზეობა" მაგრამ ეტყობა არ ვვარგივარ ჟურნალისტად, მშრალად დავწერე და არავინ გამოეხმაურა. ვინც ვერ დაესწრო ბევრი დაკარგა:) ნაწვიმარი საბადურის ტყეებიდან დაწყებული, თეანეთის კულტურის სახლამდე... ზღაპარს ჰგავდა წვიმაში... რა ვთქვა მეტი? მეამაყება რომ სანათას და ნინიას შემიძლია მეგობარი ვუწოდო. მიშა, იქვე გითხარი ჩემი აზრი შენს ლექსებზე...შენ სულ მთაზე უნდა წერო, ეგ არაჩვეულებრივია, შენია, შენი გულიდან ამონახეთქი. დიდი მადლობა ყველას და წარმატებებს გისურვებთ შვეიცარიაში.
მადლობა ილტოსპირელს ამ წერილისთვის. უღრმესი მადლობა!
ასეთ საღამოს კარგა ხანია არ დავსწრებივარ. ახლაც ამ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ჩამოსვლისთანავე ფორუმზე, პოეზიის განყოფილებაში თემა გავხსენი "ხვარამზეობა" მაგრამ ეტყობა არ ვვარგივარ ჟურნალისტად, მშრალად დავწერე და არავინ გამოეხმაურა. ვინც ვერ დაესწრო ბევრი დაკარგა:) ნაწვიმარი საბადურის ტყეებიდან დაწყებული, თეანეთის კულტურის სახლამდე... ზღაპარს ჰგავდა წვიმაში... რა ვთქვა მეტი? მეამაყება რომ სანათას და ნინიას შემიძლია მეგობარი ვუწოდო. მიშა, იქვე გითხარი ჩემი აზრი შენს ლექსებზე...შენ სულ მთაზე უნდა წერო, ეგ არაჩვეულებრივია, შენია, შენი გულიდან ამონახეთქი. დიდი მადლობა ყველას და წარმატებებს გისურვებთ შვეიცარიაში.
8. გაიხარე მიშავ. კი იცი შენ, მომწყდარი ვარ ყოველივე ჩვენებურს. ჰო და მიხარია გაკეთებული საქმე, რაც მადლიანი ქართული სიტყვის წარმოჩინებას და ხალხის გულთან მიტანას ემსახურება. მადლობა შენ და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი შრომითა და ღირსეულობით ქართულ საქმეს ემსახურება. წარმატებები მეგობარო. გაიხარე მიშავ. კი იცი შენ, მომწყდარი ვარ ყოველივე ჩვენებურს. ჰო და მიხარია გაკეთებული საქმე, რაც მადლიანი ქართული სიტყვის წარმოჩინებას და ხალხის გულთან მიტანას ემსახურება. მადლობა შენ და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი შრომითა და ღირსეულობით ქართულ საქმეს ემსახურება. წარმატებები მეგობარო.
7. კი, კარგი გამოგივა, ოთარ, დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ სუფთაგულიანი კაცი ხარ შენ! კი, კარგი გამოგივა, ოთარ, დარწმუნებული ვარ იმიტომ, რომ სუფთაგულიანი კაცი ხარ შენ!
6. აბა, ულექსოდ რა იქნება, მეც ლექსით გეტყვი, სანათაო, ის მინდა, დიდხანს ჯანმრთელობდე, რომ სააქაო ანათაო. სიტყვა და ლექსი - მარგალტი - გვასმინო მთაში, ბარადაო, ეს დაუჯერე ილტოსპირელს სათქმელს არ ისვრის ქარადაო, ქართული პოეზიის საგანძურში ჩაჭედილი ხარ მყარადაო, ფშავლების ხმალად ამართულო, აფარებულო ფარადაო!
''მაგრები ვართა ფშავლები, ხატ-სალოცავში მავლები''. სანათა.
ამ დღეებში სანათაზე ვაპირებ ლექსის დაწერას და იმედია კარგი გამომივა. ;) :) აბა, ულექსოდ რა იქნება, მეც ლექსით გეტყვი, სანათაო, ის მინდა, დიდხანს ჯანმრთელობდე, რომ სააქაო ანათაო. სიტყვა და ლექსი - მარგალტი - გვასმინო მთაში, ბარადაო, ეს დაუჯერე ილტოსპირელს სათქმელს არ ისვრის ქარადაო, ქართული პოეზიის საგანძურში ჩაჭედილი ხარ მყარადაო, ფშავლების ხმალად ამართულო, აფარებულო ფარადაო!
``მაგრები ვართა ფშავლები, ხატ-სალოცავში მავლები``. სანათა.
ამ დღეებში სანათაზე ვაპირებ ლექსის დაწერას და იმედია კარგი გამომივა. ;) :)
5. წავიდეთ, კოსტა ძამია, წავიდეთ :) ვიცი მე ეგ თქვენი არგონავტობის ისტორია :) და თავს მოვალედ ვრაცხ, აგიყვანოთ სუუულ ბოლო წერტილამდე იმ მაღალი და დიადი სოფლისა :) მიყვარს სულლაღი ხალხი! წავიდეთ, კოსტა ძამია, წავიდეთ :) ვიცი მე ეგ თქვენი არგონავტობის ისტორია :) და თავს მოვალედ ვრაცხ, აგიყვანოთ სუუულ ბოლო წერტილამდე იმ მაღალი და დიადი სოფლისა :) მიყვარს სულლაღი ხალხი!
4. მიშა თვალები მტკივა ამას ნაღდად ვერ წავიკითხავ ეხლა, მერე მოვუბრუნდები. რო მოიცლი ცაბაურთაში უნდა წავიდეთ ხო იცი :) მიშა თვალები მტკივა ამას ნაღდად ვერ წავიკითხავ ეხლა, მერე მოვუბრუნდები. რო მოიცლი ცაბაურთაში უნდა წავიდეთ ხო იცი :)
3. მადლობა, ოთარ! გავასწორე კორექტურა! რა კარგია ყურადღებიანი მკითხველი! მადლობა, ოთარ! გავასწორე კორექტურა! რა კარგია ყურადღებიანი მკითხველი!
2. თავში შეცდომაა-30 ოქტომბერს უნდა ეწეროს... ეგ არაფერი... მთავარია რომ ხვარამზეს მიეძღვნა ერთი საღამო. მე არ ვყოფილვარ იმ საღამოზე, მაგრამ ძალიან გამიხარდა რომ მოუწყვეს ამ მართლაც შესანიშნავ ქალ პოეტს პოეზიის საღამო. ხვარამზე კარგი პოეტი იყო. იგი მე როგორც ვიცი ვაჟას დედასთან-გულქან ფხიკელაშვილთან მეგობრობდა. ''ვერცხლისამც თასად მაქცია'' შედევრია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! თავში შეცდომაა-30 ოქტომბერს უნდა ეწეროს... ეგ არაფერი... მთავარია რომ ხვარამზეს მიეძღვნა ერთი საღამო. მე არ ვყოფილვარ იმ საღამოზე, მაგრამ ძალიან გამიხარდა რომ მოუწყვეს ამ მართლაც შესანიშნავ ქალ პოეტს პოეზიის საღამო. ხვარამზე კარგი პოეტი იყო. იგი მე როგორც ვიცი ვაჟას დედასთან-გულქან ფხიკელაშვილთან მეგობრობდა. ``ვერცხლისამც თასად მაქცია`` შედევრია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!
1. მშვენიერი წერილია... გული დმწყდა, რომ ვერ წამოვედი... მშვენიერი წერილია... გული დმწყდა, რომ ვერ წამოვედი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|