ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
8 ნოემბერი, 2010


ბათუმის საღამური ზღვის სანაპირო

(ლექსების გამოფენის მონაწილეებს)

ცა იწვა ზღვაზე შავ-ლურჯი პლედით,
მეც ზღვის ნაპირზე ვიწექი მარტო,
რადგანაც ზღვაზე მარტო წავედი,
ანუ მივუდექ საკითხს მარტივად...

ზღვა ჩემზე უფრო წყნარი და მშვიდი
იყო. მიკვირდა. ვიწექი ერთი...
ღამე ვარსკვლავებს ციდან მაშლიდა,
თუმც არ მეცალა მათთვის საერთოდ...

ქალაქს კი აჭრილს ბნელში ნეონით
ლექსს უკითხავდნენ მგოსნები რიგით...
მე ზღვის კენჭებზე ღამეში მწოლი...
ცარიელ ჭიქით და ყველას იქით...

--------------

შუაღამისას მობრუნდა ზღვიდან
და შეერია  საკუთარ კასტას,
კაცი, რომელიც გარეთ გავიდა
და სარეცელი გაიყო ზღვასთან...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები