| ავტორი: თიკუნა ჟანრი: პოეზია 19 ნოემბერი, 2010 |
ასფალტს სურნელი ასდის სიცივის, შემოდგომის ნარჩენ ფოთლებს ტკივილი შეერია. ვდუმვარ და ვხმაურობ, ვწევარ და გავრბივარ, ოთხ კედელს შუაში სული მაქვს გაჩრილი, სურვილი გასვლისაც რატომღაც აღარ მაქვს. მინდება გაქცევა ჩემივე თავიდან, და მერე თავიდან ვბრუნდები ჩემშივე. ნერვები მეხვევა ყელზე და ვერ ვსუნთქავ, კარებთან ატუზულ სულებთან ვსაუბრობ, დღეს არა, დღეს არა, ხვალ ალბათ მოვკვდები. გავრბივარ ჩემიდან და მერე ვბრუნდები, მერე კი ყოველთვის თავიდან გავრბივარ. ვსაუბრობ სიჩუმით, სიჩუმით ვსაუბრობ, სულებთან რომლებიც სიგიჟეს დაჰყვება. მივდივარ, ვჩერდები, ნერვები წყდებიან, ხან ერთი, ხან ორი, ზოგჯერ კი სულ ყველა. მოვკვდები-დღეს არა, ან კიდევ რათ მინდა, სიკვდილი მარტივი რგოლების ჯაჭვია, ხელს მაგრა მოუჭერ მაშინვე გაწყდება, სიცოცხლე, რომელიც ასეთი ძნელია, გაწყვეტა გინდება არადა ვერ წყვიტავ. დღეს სიტყვებს საიდან არ ვიცი მოვიტან, მერე კი მოვკვდები სულაც და მარტივად.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ეს წინებს ჯობია ცოტათი:) ეს წინებს ჯობია ცოტათი:)
9. მინდება გაქცევა ჩემივე თავიდან, და მერე თავიდან ვბრუნდები ჩემშივე. ნერვები მეხვევა ყელზე და ვერ ვსუნთქავ, კარებთან ატუზულ სულებთან ვსაუბრობ,
! :) მინდება გაქცევა ჩემივე თავიდან, და მერე თავიდან ვბრუნდები ჩემშივე. ნერვები მეხვევა ყელზე და ვერ ვსუნთქავ, კარებთან ატუზულ სულებთან ვსაუბრობ,
! :)
8. მერე კი მოვკვდები სულაც და მარტივად. რა დროს სიკვდილია უნდა იცოცხლო და გაიხარო! მერე კი მოვკვდები სულაც და მარტივად. რა დროს სიკვდილია უნდა იცოცხლო და გაიხარო!
7. ბოლოში აგერია თიკო. ან მოჭარბებული ემოციისგან, ან დაუკვირვებლობით. არ ვიცი. ისე მომეწონა. ნუ განწყობა რომ არაა კარგი, ეგ კი იცი შენც, მარა ყველაფერი (თითქმის) მთავრდება. :) ბოლოში აგერია თიკო. ან მოჭარბებული ემოციისგან, ან დაუკვირვებლობით. არ ვიცი. ისე მომეწონა. ნუ განწყობა რომ არაა კარგი, ეგ კი იცი შენც, მარა ყველაფერი (თითქმის) მთავრდება. :)
6. xatuna madloba : ) ver voptimistob
dzalian gtxovt roca ar mogcons mitxarit ratom da roca mogcont mashinac. madloba yvelas tsakitxvistvis xatuna madloba : ) ver voptimistob
dzalian gtxovt roca ar mogcons mitxarit ratom da roca mogcont mashinac. madloba yvelas tsakitxvistvis
5. კარგია, მაგრამ ამდენი უიმედობა ნუ! +5 კარგია, მაგრამ ამდენი უიმედობა ნუ! +5
4. არა არ მომწონს არა არ მომწონს
3. სალო ვიცი რასაც გულისხმობ მაგრამ იყოს, მადლობა წაკითხვისთვის სალო ვიცი რასაც გულისხმობ მაგრამ იყოს, მადლობა წაკითხვისთვის
2. უუფ, არააა :|
ხო და კიდევ კორექტურებია და შეასწორე. უუფ, არააა :|
ხო და კიდევ კორექტურებია და შეასწორე.
1. es is ar aris rac am satauris qvesh unda eweros :) mokled aris ragac... mxolod ragac :) es is ar aris rac am satauris qvesh unda eweros :) mokled aris ragac... mxolod ragac :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|