| ავტორი: თიკუნა ჟანრი: პროზა 25 ნოემბერი, 2010 |
სულზე დროდადრო ჭუჭყს ვიძრობ და კალთაში ვიყრი, ტკივილი კი ორგანიზმში ფესვებს იდგავს-მე გიჟი ვარ, უმიზეზოდ მეშლება ნერვები და ლოგინში ვწვები. გთხოვ, სახლიდან გასვლისას კარს ნუ ჩამიკეტავ, მეშინია. მე მინდა რომ, ჩემი ყოველი სიგიჟე გიყვარდეს, მინდა ბედნიერებმა ვიცხოვროთ და სიცოცხლე ვზიდოთ მხრებით. მე ავად არ ვარ, მაგრამ მაინც სიკვდილის დიაგნოზი დამისვეს. ყოველ დღე ვგრძნობ, თუ როგორ მაკლდება სიცოცხლის დიდი დოზა. საკუთარ თავს ვაბრალებ სიგიჟეს, რომ ჩემი თავიდან გავიქცე, არ მინდა ვეკუთვნოდე ჩემ თავს, მე მხოლოდ შენი უნდა ვიყო. ამბობენ ახლობელი ადამიანის დაკარგვა რთულიაო, მე კი ნელ-ნელა მცვივა თმა და რაც უფრო ნელა ხდება ეს, მეტად მტკივა. თითოეული დაკარგული თმა სიკვდილთან მაახლოებს. არ მეშინია, უბრალოდ ჩემოდანში მოგონებების ჩალაგება ძალიან მიჭირს. არც შენი დატოვება მინდა, ვიცი გვერდით საყვარელი ქალი გყავს, მაგრამ ჩემი სიკვდილი შენთვის ადვილი არ იქნება. ერთმანეთი რამდენჯერმე ვნახეთ, მაგრამ შენ მე სიცოცხლე მაჩუქე. მე ყოველ დღე თითოეული ჩასუნთქვა მახსენებს ბედს, რომ მალე ვეღარაფერს დავწერ, რომ ლოგინიდან ადგომა გამიჭირდება, და ვიქნები მელოტი ქალი, მწვანე თვალებიც ჩაქრება და ვიქნები ასე. ჩემი წოლა შეიძლება წლები გაგრძელდეს, შენ ცოლს მოიყვან, გოგოს რომელსაც უძღვნიდი ლექსებს. მე კი შენს მიერ ძალით მოძღვნის ერთ ლექსს სასთუმალქვეშ ამოვიდებ. ბავშვობაში მაინტერესებდა იტირებდნენ თუ არა ჩემს დასაფლავებაზე, ახლა კი სულერთია ყველაფერი. შენ წარმოდგენა არ გაქვს როგორ მირთულდება სუნთქვა. როგორ მიჭირს როდესაც ძალით მინარჩუნებენ სიცოცხლეს. თუ ვინმე გეტყვის ჩემს დასასრულს, ანუ თუ ჩემი სიკვდილის შესახებ შეიტყობ, გთხოვ იკითხე ჩემი ნაწერები, შენთვის შევქმენი ისინი და... შეიძლება შენს შვილებს ჩემი ფერის თვალები ჰქონდეთ, მე და შენს ცოლს ერთნაირი თვალები გვაქვს. ყველას ვთხოვ, რომ სახლიდან გასვლისას კარი არ ჩაკეტონ, მერე კი მახსენდება, რომ მარტო ვცხოვრობ. მე სიგიჟეს ვიგონებ ჩემი თავიდან გასაქცევად. ჩემს დაავადებას კიბო ჰქვია, მე კი მოფერებით უშენობას ვეძახი, რომელიც სულს მიჭამს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ბავშვობაში მაინტერესებდა იტირებდნენ თუ არა ჩემს დასაფლავებაზე, ახლა კი სულერთია ყველაფერი. :(:( ბავშვობაში მაინტერესებდა იტირებდნენ თუ არა ჩემს დასაფლავებაზე, ახლა კი სულერთია ყველაფერი. :(:(
9. ხოო... "კი" ხოო... "კი"
8. ძალიან ემოციურია.მესმის შენი +2 ძალიან ემოციურია.მესმის შენი +2
7. კორექტურას საჭიროებს, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია შინაარსი :)
მე მინდა რომ, ჩემი ყოველი სიგიჟე გიყვარდეს
ჰო, ჰო. :) კორექტურას საჭიროებს, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია შინაარსი :)
მე მინდა რომ, ჩემი ყოველი სიგიჟე გიყვარდეს
ჰო, ჰო. :)
6. არაფერი არ მჭირს. უბრალოდ ეს ვიგრძენი არაფერი არ მჭირს. უბრალოდ ეს ვიგრძენი
5. თიკუნა,,,,რა გჭირს...:| წამო პიემში:-* თიკუნა,,,,რა გჭირს...:| წამო პიემში:-*
4. ბავშვობაში მაინტერესებდა იტირებდნენ თუ არა ჩემს დასაფლავებაზე, ახლა კი სულერთია ყველაფერი. ბავშვობაში მაინტერესებდა იტირებდნენ თუ არა ჩემს დასაფლავებაზე, ახლა კი სულერთია ყველაფერი.
3. ჩემს დაავადებას კიბო ჰქვია, მე კი მოფერებით უშენობას ვეძახი, რომელიც სულს მიჭამს.
:|
ვაი-მე :( 5 ჩემს დაავადებას კიბო ჰქვია, მე კი მოფერებით უშენობას ვეძახი, რომელიც სულს მიჭამს.
:|
ვაი-მე :( 5
1. ყველაზე მძიმე დაავადებაა - "უშენობა".... ყველაზე მძიმე დაავადებაა - "უშენობა"....
|
|
მონაცემები არ არის |
|
|