ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2010


სამი მინიატურული ლექსი და ერთი იუმორესკა

* * *
რად გსურდა, უფალო, რადა მშობე,
ცხოვრება მაგონებს ატრაქციონს,
აქ მხოლოდ ეშმაკნი თამაშობენ,
უნდათ, რომ ანგელოზი მტვრად მაქციონ...


* * *
ოხ,
ფიქრებს ჩემიდან შენამდე,
ლამის არს
ხელებში შევადნე...


* * *
ფარფალებს შენი საყურე,
ციცქნა ნაწილი მძივების,
შენი აჩრდილის შემყურე,
ფიქრს და ოცნებას მივები,
ვიღიმი...
თუმცა სადა მაქვს
წუთები გასაღიმები...


* * *
(იუმორესკა)

მე ჩემს ფიქრსა და ოცნებას,
რუსთველის ფიქრებს ვადრიდი,
ჭართალა მცხეთა მეგონა,
ახმეტა კიდევ -  მადრიდი!
რა მცირე სიჭკვიანეა,
სისულელეა რა დიდი!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები