 | ავტორი: თამთა რეხვიაშვილი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 6 დეკემბერი, 2010 |
სახსოვრად ჩემს მეგობრებს...
ახლა ხევსურეთში ვართ,შატილში.უკვე ოცდაერთი დაიწყო.კოცონს ვუზივართ გარშემო:მე,თეა,ნუკრა და ჩე...დანარჩენებს მიეძინათ უკვე. კარვებში ძლივს ვეტევით,მაგრამ აქაურობა ისეთია, არც ღირს დასაწოლზე ფიქრი. დილის რვაზე უნდა გამოვსულიყავით თბილისიდან, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, ასე, ათის ნახევრისთვის გამოვედით. მგზავრების შემადგენლობა ასეთი იყო:ჩე,ნუკრი,თეა,მე,თამარელა,ნატრე,თეო,სოფო და მინდია. თამარელას ბექა ხევსურეთში გველოდა უკვე.მძღოლს ორი პიროვნებაც ახლდა.დაახლოებით დუშეთთან ვიქნებოდით,როცა მძღოლმა თავი შეუძლოდ იგრძნო და მანქანა გააჩერა.ცოტა ხანში ისე ცუდად გახდა,დუშეთის სასწრაფო გამოვიძახეთ. ბავშვები ხევსურეთში წაუსველელობაზე ღელავდნენ,ცოტა მოზრდილები _ მძღოლზეც.დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს მძღოლი და ინფარქტის სინდრომები დაუდგინეს. გადავრჩით ბეწვზეო,იძახდნენ ჩვენები.მალე რეანომობილი ჩამოვიდა თბილისიდან და მძღოლი თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს,ჩვენ კი მისმა ნაცნობმა გვიმძღოლა და გამოვუყევით შატილის გზას. მე მძღოლის მეორე ნაცნობ ახალგაზრდა ბიჭს,რომელიც ჩემ წინ იჯდა და ხანდახან პროფილში ვხედავდი მის სახეს,უფრო და უფრო ვამსგავსებდი ოთარ კობერიძეს.თვალები ჰქონდა ულამაზესი,მწვანე და მოგრძო ჭრილით.როგორც იქნა ჯაყჯაყით ჩამოვაღწიეთ შატილამდე,მაგრამ იალაღებმა ისე გამაოცა,სულ აღარ მახსოვდა "ადღვებილი გულ-მუცელი.." შატილში პატრიარქია ჩამოსული,ღამესაც აქ ათევს,კოშკში.მის საპატივსაცემოდ ეზოში შეკრებილი ანსამბლები უკრავდნენ,მღეროდნენ და ცეკვავდნენ... საღამოს კოცონი დავანთეთ ჩვენებმა,როცა კარვების გაშლას მოვრჩით ძლივს.(მოვრჩით რა,ნუკრიმ გააკეთა ყველაფერი).ირაკლი მთელი დღე სოფოსა და მინდიაზე(ახლადდაქორწინებულებზე) უხერხული ხუმრობებით ირთობდა თავს. გვიან, კოშკებს უკან,ველზე უნდა ემღერათ გოგოჭურებს და ხრიდოლიც უნდა გამართულიყო,მაგრამ ტყუილად ავედით,ან ვერ ავუსწარით.ვიღაც პოლონელი ტურისტები შემოგვიერთდნენ და ლუდიც მოგვიტანეს. ხევსურეთით დიდი აღფრთოვანება ვერ შევატყვე... თუმცა არც დავკვირვებივარ და მომისმენია კარგად... ახლა ნუკრი ლექსს ყვება...თეა ჩეს ეხუტება... კოცონი კი ისევ ანთია და ცაა მაღალი,კრიალა და ვარსკვლავებიც ჩაიკარგნენ სადღაც სიღრმეში...უამრავი ვარსკვლავი...მოკლედ,ხვალ ისევ შატილში ვაპირებთ დარჩენას და მერე წავალთ არდოტს...ამის წერის თავიც ძლივს მაქვს ისეთი დაღლილი ვარ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. აუ გააგრძელე რაა... აუ გააგრძელე რაა...
29. აი ამ ზაფხულს რომ არ წავიდე ხევსურეთში, დედას ვფიცავარ თავს ჩამოვიხრჩობ :|
თამთ, მოგიკითხა სალომ :-* სად დაიკარგე? :-* აი ამ ზაფხულს რომ არ წავიდე ხევსურეთში, დედას ვფიცავარ თავს ჩამოვიხრჩობ :|
თამთ, მოგიკითხა სალომ :-* სად დაიკარგე? :-*
27. არაჩვეულებრივია მართლაც... თბილი მოკითხვა ბათუმიდან თამთა არაჩვეულებრივია მართლაც... თბილი მოკითხვა ბათუმიდან თამთა
26. არაჩვეულებრივად გადმოსცა თამთამ განწყობა!!! ყოჩაღ!!! გაიხარე შენა!!! არაჩვეულებრივად გადმოსცა თამთამ განწყობა!!! ყოჩაღ!!! გაიხარე შენა!!!
24. თამთ... მომენატრა, მომენატრე (თ).. :( :( ბავშვები ხევსურეთში წაუსველელობაზე ღელავდნენ--- პირდაპირ დაგეწერა, ვინც ღელავდა წაუსვლელობაზე :D მოკლედ, გამახსენე და მომანატრე... კიდე დადე, რა.. :-* თამთ... მომენატრა, მომენატრე (თ).. :( :( ბავშვები ხევსურეთში წაუსველელობაზე ღელავდნენ--- პირდაპირ დაგეწერა, ვინც ღელავდა წაუსვლელობაზე :D მოკლედ, გამახსენე და მომანატრე... კიდე დადე, რა.. :-*
23. რა ლამაზი ამონარიდია დღიურიდან?! :) როგორ მინდა მაგ ადგილების საკუთარი თვალით ნახვა... ჩემი ნატვრაა... :) რა ლამაზი ამონარიდია დღიურიდან?! :) როგორ მინდა მაგ ადგილების საკუთარი თვალით ნახვა... ჩემი ნატვრაა... :)
22. კარგი ამბავიი ... : ))
კარგი ამბავიი ... : ))
21. ჩემი საყვარელი ხალხი. და ჩემი თანამეოთახე კიდევ :-P :-* ჩემი საყვარელი ხალხი. და ჩემი თანამეოთახე კიდევ :-P :-*
20. რა კარგი ნაწერია, სასიამოვნოდ იკითხება... :)
მომენატრე და მოგიკითხე თამთუნია :-* :-* რა კარგი ნაწერია, სასიამოვნოდ იკითხება... :)
მომენატრე და მოგიკითხე თამთუნია :-* :-*
19. ბავშვები ხევსურეთში წაუსვლელობაზე ღელავდნენ,ცოტა მოზრდილები_მძღოლზეც.. (მოვრჩით რა,ნუკრიმ გააკეთა ყველაფერი)...და მერე წავალთ არდოტს.. გაიხარეთ ყველამ,და სულ წინ გევლოთ:)
ბავშვები ხევსურეთში წაუსვლელობაზე ღელავდნენ,ცოტა მოზრდილები_მძღოლზეც.. (მოვრჩით რა,ნუკრიმ გააკეთა ყველაფერი)...და მერე წავალთ არდოტს.. გაიხარეთ ყველამ,და სულ წინ გევლოთ:)
18. :D:D:D როიიიი...:D:D :D:D:D როიიიი...:D:D
17. :)
თქვენ რომ ხევსურეთში იყავით, მაგ დღეებში აჩიმ ოთარ კობერიძის ნიღაბი იყიდა :) :)
თქვენ რომ ხევსურეთში იყავით, მაგ დღეებში აჩიმ ოთარ კობერიძის ნიღაბი იყიდა :)
16. :D:D:D აოშებ და თანაც კარგად..:D:D :D:D:D აოშებ და თანაც კარგად..:D:D
15. მიქაელ რა არ იყოს მინდიასი? რას ერჩით მაგ კაცს, ქალები მინდიასი არ იყოს, თავფურცელი მინდიასი არ იყოს, ახლა აზრებიც არ შეარჩინოთ :))
ბოდოში ვაოშებ :D მიქაელ რა არ იყოს მინდიასი? რას ერჩით მაგ კაცს, ქალები მინდიასი არ იყოს, თავფურცელი მინდიასი არ იყოს, ახლა აზრებიც არ შეარჩინოთ :))
ბოდოში ვაოშებ :D
14. მინდიასი არ იყოს მართლა კარგი ნაწერია და კარგადაც იკითხება, აი რაღაც მარტივად რაც კარგს ხდის
ბავშვები ხევსურეთში წაუსველელობაზე ღელავდნენ,ცოტა მოზრდილები _ მძღოლზეც__________ ამაზე ჩემი ბავშვობა გამახსენდა და დიდობაც :D
მინდიასი არ იყოს მართლა კარგი ნაწერია და კარგადაც იკითხება, აი რაღაც მარტივად რაც კარგს ხდის
ბავშვები ხევსურეთში წაუსველელობაზე ღელავდნენ,ცოტა მოზრდილები _ მძღოლზეც__________ ამაზე ჩემი ბავშვობა გამახსენდა და დიდობაც :D
13. წარმომიდგენია რა კარგი იქნებოდა თქვენთან :( მიყვარხართ. თეა, იკა , ნუკრი და ყველა ყველაა :-* გაიხარე თამ . მოგიკითხე ასევე დიდი სიყვარულით,. კარგი გოგო ხარ შენ :-* წარმომიდგენია რა კარგი იქნებოდა თქვენთან :( მიყვარხართ. თეა, იკა , ნუკრი და ყველა ყველაა :-* გაიხარე თამ . მოგიკითხე ასევე დიდი სიყვარულით,. კარგი გოგო ხარ შენ :-*
12. ჰო, დადე სხვებიც. მეც ძალიან, ძალიან მომენატრე, თამთუნია.:-*:-* იმდენი რამ გადავიტანეთ იმ მოკლე ხანში. და ერთმანეთით გავძელით...
ჰო, დადე სხვებიც. მეც ძალიან, ძალიან მომენატრე, თამთუნია.:-*:-* იმდენი რამ გადავიტანეთ იმ მოკლე ხანში. და ერთმანეთით გავძელით...
11. თეე..:-*:-*:-* უუუზომოდ მენატრები..:) გაგრძელებებსაც დავდებ მერე...რამდენიმე დღის მაქვს..:) თეე..:-*:-*:-* უუუზომოდ მენატრები..:) გაგრძელებებსაც დავდებ მერე...რამდენიმე დღის მაქვს..:)
10. თაააამთ, თვალწინ დამიდგა ახლა, შენ რომ ბლოკნოტით და კალმით ხელში ჩამოჯდებოდი-ხოლმე, ფიქრიანი სახით:-*
რა უცნაური დღეები იყო. რამხელა სიხარული და ტკივილი აირია ჩვენს გულებში.
მადლობა ამ წამების გაცოცხლებისთვის...
თაააამთ, თვალწინ დამიდგა ახლა, შენ რომ ბლოკნოტით და კალმით ხელში ჩამოჯდებოდი-ხოლმე, ფიქრიანი სახით:-*
რა უცნაური დღეები იყო. რამხელა სიხარული და ტკივილი აირია ჩვენს გულებში.
მადლობა ამ წამების გაცოცხლებისთვის...
9. აუ, ახლა თარიღს შევხედე და მუცოს ტრაგედიამდე 2 დღით ადრე მომხდარა ეს ყველაფერი. 2010 წლის 22 ივლისი საშინლად მახსენდება და იმ დღიდან მოყოლებული ხევსურეთის ხსენებაზე სულ ტანში მაჟრიალებს! აუ, ახლა თარიღს შევხედე და მუცოს ტრაგედიამდე 2 დღით ადრე მომხდარა ეს ყველაფერი. 2010 წლის 22 ივლისი საშინლად მახსენდება და იმ დღიდან მოყოლებული ხევსურეთის ხსენებაზე სულ ტანში მაჟრიალებს!
8. მადლობა ყველას..:):) და მეც მოგიკითხეთ სათითაოდ...:):-*სალო:-* მადლობა ყველას..:):) და მეც მოგიკითხეთ სათითაოდ...:):-*სალო:-*
7. მინდა ხევსურეთშიი :(
დიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიდიიი და თბილი მოკითხვა თამთუს :-* მინდა ხევსურეთშიი :(
დიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიდიიი და თბილი მოკითხვა თამთუს :-*
6. აუ, მთაში მინდა... :))))))))))))))))))) აუ, მთაში მინდა... :)))))))))))))))))))
4. გენაცვალე თამთ, კაი გოგო ხარ შენ გენაცვალე თამთ, კაი გოგო ხარ შენ
3.
უმაგრესია... მომინდა ........აუ მე რო მომინდება წასვლა კიდე სადმე აზზე ხარ.........? გენიალურიააა.........
თამთ როგორ ხარ?
უმაგრესია... მომინდა ........აუ მე რო მომინდება წასვლა კიდე სადმე აზზე ხარ.........? გენიალურიააა.........
თამთ როგორ ხარ?
2. რა კარგი ნაწერია...მოგიკითხე თამთ...
მეც მომინდა იქ ყოფნა თქვენთან ერთად :-* რა კარგი ნაწერია...მოგიკითხე თამთ...
მეც მომინდა იქ ყოფნა თქვენთან ერთად :-*
1. კარგად იკითხება, კარგი ამბავიცაა :) კარგად იკითხება, კარგი ამბავიცაა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|