ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2010


მოგონილი დე..

დე შენ მოდიხარ ჩემს საფლავზე-მე გული მტკივა,
თუმცა ამბობენ რომ გული რჩება "შენ"მიწაზე.
არ ვიცი სად ვარ-მხარი მტკივა ორივე ძლიერ
ვერ ვაგნებ ბნელა, ხან ნათელი თვალებს მჭრის ხოლმე.
დე შენ მოდიხარ საფლავს მიწმენდ, ცრემლებსაც მიღვრი
მე კი შენ გვერდზე, ჩემს საფლავზე ჩამომჯდარი ვარ.
დე შენ არ იცი როგორ მოვკვდი-არ იტირებდი,
მე ჩემი გული ნაწილ-ნაწილ ჩამოვარიგე,
და მე არ მოვკვდი დასანანად-გმირივით მოვკვდი,
აღარ მოხვიდე ჩემს საფლავზე-ცრემლები მოგდის.
გთხოვ ნუღარ მოხვალ, ეს ცხოვრება შენთვის გრძელდება
შენ ხომ მუცელში  ჩემს მაგივრად პატარა გიზის.

დე მე არ მოვკვდი, მე უბრალოდ გარდავიცვალე,
დე გაიღიმე, მე ზეცისკენ კარი გამიღეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები