ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2010


***( პარალელები პარალელურად)

პარალელები პარალელურად
გადამკვეთ ხაზზე ავლებენ საზღვარს.
ჩემი აქ ყოფნა არაფერია,
ჩემი იქ ყოფნაც არაფერს საზღვრავს.
გეომეტრიულ სქემის სათავე-
ათვლის წერტილი ჩემი გულია,
პარალელურად თუ გადათვალე,
სიცოცხლის ზღვარი დანაღმულია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები