| ავტორი: თიკუნა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 13 დეკემბერი, 2010 |
მართლა არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო, რა უნდა დავწერო. ამ ბოლო დროს იმდენი რამ მაწუხებს... რამდენიმე დღის წინ, როდესაც მე და ჩემი მეგობრები, ვსაუბრობდით დღევანდელ პრობლემებზე და მე ვამბობდი, რომ უნდა გამოვფხიზლებულიყავით... ჩემმა საყვარელმა მეგობარმა ასეთი რამ მითხრა: თიკო ყველა ვალდებული არაა ქვეყანას თავი შეწიროსო. უკაცრავად ვინმემ ხომ არ იცით ეს რას ნიშნავს? მე ვერ მივმართავ ყველა ადამიანს, შემიძლია ჩემს ირგვლივ მყოფთ მივმართო, ვისაც ვიცნობ და ვიცი რასაც ფიქრობენ. მშიშრები ხართ ყველანი, არაფერზე არ უნდა გქონდეთ პრეტენზია, არანაირი ამბიცია არ უნდა გაგაჩნდეთ ცხოვრებაში. ეს მათ ეხება, ვისაც ღრმა ძილით ძინავს ან იმძინარებს თავს. თქვენ რა შუაში ხართ? თქვენ რა უნდა შეცვალოთ? ფუფ. რას წარმოადგენთ მაშინ? რისთვის მოდიხართ ამ ქვეყნად, რომ რაღაცას მიაღწიოთ? როგორ ცდებით ჩემო საყვარლებო. გულს მირევს თქვენი ძალით თავისუფლება, და იცით? თქვენ მართლაც ყველანი მშიშრები ხართ, ხოლო ვისაც საერთოდ არ გაინტერესებთ რა იქნება ამ ქვეყანაში-ორჯერ მეტად მეცოდებით. წასვლა გინდათ ძალიან ბევრს. ხო და წადით და ნურასდროს დაბრუნდებით, ძალიან ცდებით, როდესაც სადმე უკეთესს ელოდებით. გარბიან ყველა ქვეყნიდან, ადამიანები საკუთარი სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობას გაურბინა. და თუ დარჩები... აი ხო სწორედ შენ, შენ თუ დარჩები და შეეცდები რამის შეცვლას, იქ თავის ქვეყანაში ვიღაცაც ეცდება შეცვალოს რაღაც. საკუთარ სამშობლოს მიხედოს ყველამ-სამყარო ლპება "ფეხზემკიდიობით".
- წვიმა არ არის!- საბას კაბა დაუსველა რამ?! - თოვლი არ არის!- საბას თავი გაუთეთრა რამ ?! - ყინვა არ არის!- სულხან – საბას აკანკალებს - რამ დაასველა?! -რამ დაათეთრა?! -რა აკანკალებს?!- საქართველოა მისთვის:წვიმაც, თოვლიც, და ყინვაც! ნუთუ არ მოქმედებს თქვენზე ეს სიტყვები? ნუთუ ასე გადაგვარდით საერთოდ ყველა? იფიქრეთ, ბევრი იფიქრეთ, ინერვიულეთ, იტკინეთ, იგრძენით ცხოვრება, სიცოცხლე მშიშრების ხვედრი არ არის, უნდა გეტკინოს ძალიან ბევრი. არ არის ეს მაზოხიზმი, ეს ცხოვრებაა, ეს თავისუფლებაა. პოსტისგან საკმაოდ განსხვავებულ თემას მინდა შევეხო. ორი გოგოა, ორივეს აქვს სექსი და ორივე აჩენს ბავშვს, მათგან არცერთი არ არის გათხოვილი. ორივე თვლის, რომ თავისუფალ ნაბიჯს დგამენ. მაგრამ ერთი უბრალოდ რისკავს და ბედს ეთამაშება, მეორეს კი შვილი უნდა-გათხოვება არ. თითქმის ერთნაირი ორი მაგალითია, მაგრამ ერთი სიბრიყვეა, ხოლო მეორე თავისუფლებაა. გადადგა ნაბიჯი ისე, რომ იყო ამაზე პასუხის მგებელი და თან არ მიაქციო ყურადღება გარშემო მყოფებს-ეს თავისუფლებაა, ხოლო ეცადო დაანახო ყველას შენი თავისუფლება და შეწირო შენი ცხოვრება წინდაუხედავ ნაბიჯს-მართლაც სიბრიყვეა. ეს აქ იმიტომ ვახსენე, რომ ქვეყნის სიყვარული თავისუფლებაა, გმირობაა თავისუფლება და თავისუფლებაა რისკი, მაგრამ რისკი კონკრეტული მიზნისთვის და არა უბრალოდ სიამოვნებისთვის. შენ – სისხლო ჩემო – სისხლო ხნიერო, დაუცხრომელო და უცნაურო... საბედნიეროდ, საბედნიეროდ, - ჰაი, ჰაი, რომ კიდევ ხმაურობ!<თუ შენი სისხლი არ ხმაურობს-აახმაურე, თუ შენი გული არ ძგერს ჩქარა, როდესაც ამას კითხულობ, ადექი და სირაქლემასავით თავი ქვიშაში ჩარგე. მოვდივართ ამ ქვეყნად-ისევ მივდივართ. მეუბნებიან, რომ შეეწირო ამ ქვეყანას მაინც არაფერი შეიცვლებაო, მერე ვინ მოვა ესენი თუ წავლენო, ეს ყველაფერი მიზეზებია, რომლებსაც იფარებთ თავის სამართლებლად.
გაგიგიათ ალბათ მარო მაყაშვილი, სკოლაში მაინც ახსენებდა ქართულის მასწავლებელი. მარო მაყაშვილი მე მახსოვს, ილია ჭავჭავაძე თითქმის გააქრეს, მაგრამ მე მახსოვს-გულშია, ფიქრებშია. ანუ ისინი ახლა ცოცხლები არიან, მათი ღვაწლი არ დაკარგულა. ყველა ადამიანის მიზანი უნდა იყოს-ის მიწა დაიცვას, რომელზეც დაიბადა, ის ხალხი დაიცვას, ვინც მის ქვეყანაში ცხოვრობს. თუ ვიღაც ქალი 5 კვადრატულ მეტრში ზრდის სხვის შვილს, შენ რა? შენი სირცხვილია, თქვენი და ჩვენი ბრალია ყველაფერი რაც ირგვლივ ხდება, რადგან დიდხანს გვძინავს.
(პოსტში გამოყენებულია მუხრან მაჭავარიანის ლექსები).
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ანგუ მეგა-შეძლებ! შენნაირი ადამიანები ყველაფერს ახერხებენ. მადლობა რომ წაიკითხე.
მე აქ ვცდილობ ვუშველო რამე, ჩემებურად ვცდილობ და შენ შენი შრომით შველი ქვეყანას. - წვიმა არ არის!- საბას კაბა დაუსველა რამ?! - თოვლი არ არის!- საბას თავი გაუთეთრა რამ ?! - ყინვა არ არის!- სულხან – საბას აკანკალებს - რამ დაასველა?! -რამ დაათეთრა?! -რა აკანკალებს?!-
დაჩი-ძალიან მიხარია. მადლობა დიდი საქართველოა მისთვის:წვიმაც, თოვლიც, და ყინვაც! ანგუ მეგა-შეძლებ! შენნაირი ადამიანები ყველაფერს ახერხებენ. მადლობა რომ წაიკითხე.
მე აქ ვცდილობ ვუშველო რამე, ჩემებურად ვცდილობ და შენ შენი შრომით შველი ქვეყანას. - წვიმა არ არის!- საბას კაბა დაუსველა რამ?! - თოვლი არ არის!- საბას თავი გაუთეთრა რამ ?! - ყინვა არ არის!- სულხან – საბას აკანკალებს - რამ დაასველა?! -რამ დაათეთრა?! -რა აკანკალებს?!-
დაჩი-ძალიან მიხარია. მადლობა დიდი საქართველოა მისთვის:წვიმაც, თოვლიც, და ყინვაც!
11. კარგი პოსტია ძალიან. დროა რომ გამოვფხიზლდეთ და საქმეს შევუდგეთ.
სამწუხაროდ მე არ ვიმყოფები საქართველოში, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ გავიქეცი. შეიძლება ითქვას , სამშობლოდან წასული ადამიანი უფრო ეწირება კიდე ქვეყანას ვიდრე მანდ დარჩენილები. ყოველ დღე იმის გიქრში და ლოცვაში ვარ, როდის დავბრუნდები, როდის მექნება რაიმე ხელჩასაჭიდი ჩემს ქვეყანაში. ახლა კი აქ უნდა ვიყო , დროებით, რა თქმა უნდა და სამი მშიერი ოჯახი ვკვებო ჩემი შრომით. ნუ შემედავებით ჩამოდი და აქ გააკეთე და იმუშავეო. 10 წლიდან ვმუშოაბ და დრო იყო მეტროში გაზეთებს ვყიდდი. არ არისებულა ჩემს ცხვორებაში დრო უმუშევრად და უსაქმოდ ყოფნის. ძალიან მინდა, 1% იმედი მაინც გამიჩნდეს , რომ ჩამოვალ და რაიმეს შევძლებ. კარგი პოსტია ძალიან. დროა რომ გამოვფხიზლდეთ და საქმეს შევუდგეთ.
სამწუხაროდ მე არ ვიმყოფები საქართველოში, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ გავიქეცი. შეიძლება ითქვას , სამშობლოდან წასული ადამიანი უფრო ეწირება კიდე ქვეყანას ვიდრე მანდ დარჩენილები. ყოველ დღე იმის გიქრში და ლოცვაში ვარ, როდის დავბრუნდები, როდის მექნება რაიმე ხელჩასაჭიდი ჩემს ქვეყანაში. ახლა კი აქ უნდა ვიყო , დროებით, რა თქმა უნდა და სამი მშიერი ოჯახი ვკვებო ჩემი შრომით. ნუ შემედავებით ჩამოდი და აქ გააკეთე და იმუშავეო. 10 წლიდან ვმუშოაბ და დრო იყო მეტროში გაზეთებს ვყიდდი. არ არისებულა ჩემს ცხვორებაში დრო უმუშევრად და უსაქმოდ ყოფნის. ძალიან მინდა, 1% იმედი მაინც გამიჩნდეს , რომ ჩამოვალ და რაიმეს შევძლებ.
10. ხო, სიყვარულში აბსტრაქტულ გრძნობას არ გულისხმობს დედაჩემი მხოლოდ... იმიტომ, რომ ის არის ადამიანი ვინც რეალურად ბევრი აკეთა ხო, სიყვარულში აბსტრაქტულ გრძნობას არ გულისხმობს დედაჩემი მხოლოდ... იმიტომ, რომ ის არის ადამიანი ვინც რეალურად ბევრი აკეთა
9. ხო მაგრამ მხოლოდ სიყვარული როდია საკმარისი... ხო მაგრამ მხოლოდ სიყვარული როდია საკმარისი...
8. რაღა უნდა ვთქვა აქ ამაზე მეტი. ერთს ვიტყვი მხოლოდ: იყო წამები,როცა გაქცევაზე ვფიქრობდი მეც და დედამ მითხრა ასე: " გაჭირვებული და დაულხენელი უნდა გიყვარდესო ქვეყანა შენი, თუ ნამდვილი ხარ, თორემ გაუჭირვებელი და დალხენილი ყველას ეყვარებაო,ისედაც...." რაღა უნდა ვთქვა აქ ამაზე მეტი. ერთს ვიტყვი მხოლოდ: იყო წამები,როცა გაქცევაზე ვფიქრობდი მეც და დედამ მითხრა ასე: " გაჭირვებული და დაულხენელი უნდა გიყვარდესო ქვეყანა შენი, თუ ნამდვილი ხარ, თორემ გაუჭირვებელი და დალხენილი ყველას ეყვარებაო,ისედაც...."
7. მუხრან მაჭავარიანზე ვგიჟდები :)
ნამდვილად კარგი იყო მუხრან მაჭავარიანზე ვგიჟდები :)
ნამდვილად კარგი იყო
6. ბლაგვი, ღიმილა... მადლობა დიდი ორივეს, ძალიან დიდი მადლობა ბლაგვი, ღიმილა... მადლობა დიდი ორივეს, ძალიან დიდი მადლობა
5. რა თქმა უნდა ბლაგვ ასე ხდება :) რაც კაია იქ კომენტარიც და შეფასებაც ცოტა არის :)
5
ალაგ ალაგ წავიკითხე და მომეწონა... ბოლომდე არ წამიკითხავს დავბრუნდები :) რა თქმა უნდა ბლაგვ ასე ხდება :) რაც კაია იქ კომენტარიც და შეფასებაც ცოტა არის :)
5
ალაგ ალაგ წავიკითხე და მომეწონა... ბოლომდე არ წამიკითხავს დავბრუნდები :)
4.
მიკვირს ასეთი ცოტა კომენტარი რომ დამხვდა აქ ამ წერილზე...
მაგრამ ალბათ შენ სწორედაც რომ მართალი ხარ და ამიტომაც არის აქ ასეთი ამბვიიიიიი.....
დიდი მადლობა მეგობარო შენ........
პატივისცემით "დიადი ბლაგვი"
მიკვირს ასეთი ცოტა კომენტარი რომ დამხვდა აქ ამ წერილზე...
მაგრამ ალბათ შენ სწორედაც რომ მართალი ხარ და ამიტომაც არის აქ ასეთი ამბვიიიიიი.....
დიდი მადლობა მეგობარო შენ........
პატივისცემით "დიადი ბლაგვი"
2. გმადლობ ავტორო! მიხარია, როდესაც ვინმეს მაინც ადარდებს ჩვენი ყოფა და სამშობლო, ასევე ჩვენი (ვისაც მიავიწყდა იმათ გასაგონად ვამბობ!). ერთი მაინც ხომ წაიკითხავს, ”იმნაირი”, წასვლაც რომ უნდა და ქართველებიც რომ აღარ მოსწონს. იქნებ დაფიქრდეს. გმადლობ ავტორო! მიხარია, როდესაც ვინმეს მაინც ადარდებს ჩვენი ყოფა და სამშობლო, ასევე ჩვენი (ვისაც მიავიწყდა იმათ გასაგონად ვამბობ!). ერთი მაინც ხომ წაიკითხავს, ”იმნაირი”, წასვლაც რომ უნდა და ქართველებიც რომ აღარ მოსწონს. იქნებ დაფიქრდეს.
1. მრავლობითი რიცხვის პირველ პირში უნდა იყოს დაწერილი, ბევრად კარგი იქნებოდა. წარმატებები ავტორს! მრავლობითი რიცხვის პირველ პირში უნდა იყოს დაწერილი, ბევრად კარგი იქნებოდა. წარმატებები ავტორს!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|