ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2010


წინასაახალწლო ლექსი ძალით პოეტს

ლექსებს წერ და გგონია რომ პოეტი ხარ,
პოეტობა მხოლოდ რითმი როდი არის.
ერთმა ორმა თავზე ხელი გადაგისვა
ამის შემდეგ გამარჯობას გეხვეწებით.

ბიჭი ხარ და შენ ძვირფასო კაცი გქვია,
სანამ კალამს აიღებდე, ლექსს დაწერდე,
მოდი კარგო ჯერ კაცობას გადახედე
ჯერ შენს გულის კუნჭულებში ჩაიხედე.

თუმცა აწი რა გულზე მაქვს ლაპარაკი,
როცა შენთვის მთავარია რას იტყვიან.
როცა ლექსის წერის ნაცვლად შენ ძვირფასო
ასო-ასო სიტყვებს იღებ არაფრიდან.

ორი დღეც და წელი გადის ძველი უკვე,
მე კი რას ვწერ ამ ცხელ გულზე ღმერთმა იცის,
სიყვარული, სითბოები და ოცნება,
შენგან კარგო ყველაფერი ტყუილია.

ვისაც მართლა სიყვარული შეუძლია,
ვინც ამ ქვეყნად ფერებს არჩევს ერთურთისგან
ის შენსავით ქალს უხეშად ვერ მიმართავს
ვერ ადგება, ადამიანს გულს ვერ ატკენს.

პოეზია? პოეტი ხარ შენ გგონია?
პოეზია ეს გულიდან ნაწერია,
რა რითმები, რა გრძნობები-არაფერი,
შენ ცხოვრებას უაზრობა აწერია.

(სულ სხვა რამის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ ინებე, მხოლოდ შენია)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები