ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2011


ერთი, ორი, სამი...

ცალი ფილტვი შერჩენია ზეცას,
სადაცაა სუნთქვაც შეუწყდება...

მიდი გამოაღე კარი,
მიდი სანამ გული ფეთქავს.

უბრალოდ იცოცხლე სადამდეც გაატან..

მიდი გამოაღე სივრცე,
მიდი იყვირე-იყვირე მიდი.

დრო წელვადია ხანაც სწრაფი და ხანაც კი მდგრადია.

მიდი დროსაც გაუსწარი,
მიდი იბრძოლე სუნთქვისათვის.
დღეები ჰაერში აიდღაბნა,
ცხოვრება გიგავს უძრაობას.

მიდი იბრძოლე სიმართლისთვის,
მიდი ცხოვრებას გაუმართავს
ხელთათმანიანი ხელები შეაშველე.

ცას დღეს ფიფქები მოუფანტავს, მაგრამ აქამდე ვერ აღწევენ.

მიდი იგრძენი ეს ცხოვრება,
მოდი ნუ მოკვდები,
მიდი იყვირე და
მე შენს გვერდით ვარ.

სიკვდილს კი არა,
შენს თავს კი არა,
ან სხვებს კი არა,
მიდი ცხოვრებას ჩახედე თვალებში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები