ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2019


დაღლილი ლექსი

საიდან ასეთი სიმშვიდე?
რომელი თავგადაკლული მორწმუნე მე ვარ,
ტოტიდან ტოტზე ვაფრთხიალო
ხვალინდელზე არდაფიქრება!
მაგრამ ისე გამოვილიე,
როგორც ბეჭედი არათითზე
და რაც დრო გადის
მიშავდება  ვერცხლის საყურეც.
მე ახლა , ჩემი ერთგულება ტერფებთან მიწევს
და ყველა ლეკვს რომ გაუჩუქებ
ისე დავყურებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები