ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი ა მ ი ი
ჟანრი: პროზა
14 იანვარი, 2011


  ჩამოტვირთვა

karpe diem

              დედამიწა მზის ჰამაკში ირწევა. მზის სხივებით პატარები ლახტს თამაშობენ. დიდები კი  ბევრს დაცოცავენ საკუთარი საცეცებით, რომ ბორბალმა უფრო სწრაფად იტრიალოს. ხეები ტოტებით ცას აპრიალებენ და ერთი ხელის მოსმით თეთრ სუფრას სანაგვე ურნაში აგდებენ , სადაც მწვანე ფოთლები დაბადებას ელოდებიან.
              ცენტრალურ მოედანზე ჭრელი წერტილები მოძრაობენ. ზოგს გახუნებული პერანგი აცვია , ზოგს მდიდრული. ზოგს თვალები უბრწყინავს, ზოგს არა. ზოგს უყვარს ,ზოგს ეს არ ძალუძს. მზის წელიწადში ეს დღე მხოლოდ ერთხელ დგება და მას თითქმის ყველა ელოდება. ყველას სურს მისწვდეს ციდან ჩამოშვებულ თოკებს. ზოგი საკუთარ აშენებულ კიბეზე ადის , რომლის თითო საფეხური თითო კეთილ საქმეს ნიშნავს. ზოგი სიყვარულისფერ აგურებს ალაგებს ერთმანეთზე და ასე მიიწევს ზევით. ზოგისთვის კი ეს მხოლოდ სანახაობაა და სხვა არაფერი. თუმცა ერთი ორი მინაც გამოჩნდება მათ შორის ისეთი , რომელსაც ცნობისმოყვარეობა ძლევს და ცნობილი ფრაზის გამო ცდა ბედის მონახევრეაო , ყველაზე მაღალი შენობის სახურავზე ავა და ასე შეეცდება ნანახი რეალობად იქციოს. ზოგი წვდება , ზოგი ვერ. ზოგი მიწვდება , მაგრამ მერე თოკი წყდება და მგზავრი ისევ ხორკლიან იატაკზე ენარცხება.
                ერთ მზის წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ტოვებს ამ ციხე-სიმაგრეს. შემდეგ თოკები წყდება და ქვევით ცვივდება. ამის მერე ცას ისევ თეთრი სუფრა გადაეფარება და ხეები თავს დაბლა ჩაქინდრავენ. ისინი ერთმანეთს გადათელავენ , რომ ამ თოკის პატარა ნაჭერი მაინც შეხვდეთ. მათ სწამთ ,რომ ეს ბედნიერებას მოუტანთ და საკუთარ ქოხმახებში მიაქვთ. კალენდარი ისევ ათვლას იწყებს. მწვანე ფოთლები ისევ დაიბადებიან. ის ბავშვები , რომლებიც სხივებით ლახტს თამაშობდნენ,  გაიზრდებიან და  ისინიც დაელოდებიან ციდან ჩამოშვებულ თოკებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები