ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2011


დედაშვილობა

- უფრო ჩამობერებულხარ,
დედაჩემო, ფშავლის ქალო,
მე არ მახსოვს სილამაზე
შენი უბროლ-უფიქალო,
არც ნაბიჯი, ასე მძიმე,
უიმისოდ ნიავ-ქარო,
ან ღიმილი სად გაგიქრა,
შე ხალისის იალქანო?!.

არ მეგონა, წოწკოლაურს
და ყველაზე მაგარ დედას,
თუ სიბერე გაგტეხავდა,
როგორ მომცირებულს გხედვ,
რა გჭირს, ეს რა გემართება,
რასა ფიქრობ, რეებს ბედავ?!.

- ვერც რას წლები დამაკლებდნენ,
ვერც მავნებდა სიბერე-რას,
რომ არ უთქვენობა, მწველი,
სულში ხორშაკად რომ ბერავს!
მე ეს სიმარტოვე მტანჯავს,
აქ რომ ვეღარ გხედავთ, ვერა,
მაშინ ვბერდები და ვკვდები,
გულს სულ უჩერდება ძგერა!
ცოცხალს მინდა თქვენი ხილვა,
თორემ, აბა, მიშველს მე რას,
ჩემს შავ სამარეზე, შვილო,
ცრემლიანი თვალით ცქერა?!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები