ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2011


ფიფქები

მე ყოველდღე შენს ფანჯრებთან მომაქვს
ერთი მუჭი ფიფქი,
მე ვცდილობ დაგაჯერო
თოვლის მოსვლა,
არ გატყუებ უბრალოდ
ვცდილობ დაგაჯერო.

ჩვენ ორივე ვცხოვრობთ უერთმანეთოდ
და ვცხოვრობთ ერთმანეთით,
რადგან შენ მე ხარ
მე შენ ვარ
და ასე საკუთარი თავის მოტყუებით
იმედებს ვაჩენთ.

მე შენს ფანჯრებთან მომაქვს სიყვარული
გამოზომილად,
არ ვტოვებ კვალს და ისე
გიტოვებ სახლის ზღურბლზე სითბოებს.

შენ ჩემით თბები,
მე ვიყინები უშენოდ და ასე
ვაჯერებთ საკუთარ თავს
რომ ყველაფერი კარგადაა,
ან არც ისე ცუდად.

მე დღეს საბოლოოდ მოვედი შენს სახლთან,
არაფერი მომიტანია,
შენ იგრძენი
და ახლა
ახალ იმედებს იგონებ
შენივე თავის გადასარჩენად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები