ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკუნა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 იანვარი, 2011


თებერვალი

მარჯვენა ხელის ორი თითი გამიხუნდა,
უკვე ძალიან დიდი ხანია ვცდილობ გავუძლო ან შევეგუო უშენობას.
ვცდილობ ჩემში ამოვძირკვო ყველა მსგავსება ქალთან,
მაგრამ თებერვალი მოდის, თებერვალმა დამიბრუნა ყველა ტკივილი.

იმედი, რომ ყველაფერი გამოსწორდება არ არსებობს. ჩემი იმედები დახოცეს. ყველა იმედი მაშინ გამიქრა, როდესაც შენგან მიტოვებულს, ბოლო იმედი ამომგლიჯეს გულიდან, ანუ ადამიანების ნდობა.

თებერვალი მოდის...

ყველა კარი უნდა ჩავრაზო, ფანჯრებს ფარდები გადავაფარო,  ოთახის კუთხეში მივიყუჟო და ველოდო, როდის დაიწყება მეორე წელი, შენი დაკარგვიდან როდის დაიწყება მეორე წლის ათვლა.

მე მკვდარი ვარ,
ცოცხალი და თან მკვდარი,
უშენობის თვლაში ვატარებ საკუთარ თავს მხრებით...

...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები