ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2011


ლექსის თქმა ჩემთვის ისეა (მათთვის, ვისაც პოეზია ესმის)



ლექსის თქმა ჩემთვის ისეა,
როგორაც დენა წყალისა,
როგორც ნათება სხივისთვის,
როგორც ღიმილი ქალისა.
როგორც სიკეთე უფლისთვის,
როგორაც ქროლვა ქარისა,
როგორც თენება ცისკრისთვის,
როგორც არილი მთვარისა.
იოლად ვიტყვი სათქმელსა,
მოცვლა არ მინდა მხარისა,
სულ სტრიქონებად ლაგდება,
რაც კი რამ გამიგავისა,
რაც მინახავს და მიგრძვნია,
რაც კი რამ გულზე მქავისა...
რა მიიოლებს სათქმელსა? -
ზოგს რო ვერ გაუგავისა!? -
რაი და სულ სიყვარული,
სულს იებად რო ჰყვავისა,
პასუხი, თავი და ბოლო,
ამ დიდი საკითხავისა!..


ძვირფასო მკითხველო!
უპირველეს ყოვლისა, ყველას გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას!
ვაქვეყნებ ამ ლექსს და მინდა, ამავე დროს, აქვე, სრულიად პირდაპირ და გულწრფელად განვაცხადო, რომ, სხვადასხვა მიზეზთა გამო, სამწუხაროდ, მე, ალბათ, ვეღარ მოვახერხებ ამ ლექსზე შესაძლო კომენტარის საპასუხოდ შენს ლექსზე კომენტარის დადებას, ქულების დაწერას და ა.შ.!.. იმოქმედე ისე, როგორც საჭიროდ ჩათვალო - თუ გინდა წაიკითხე ეს ლექსი, თუ გონდა, ნუ წაუიკითხავ; თუ გინდა დააკომენტარე და თუ გინდა, ნუ დააკომენტარებ; თუ გინდა დაწერე ქულა, თუ გინდა ნუ დაწერ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები