ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი კ ო
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2011


  ჩამოტვირთვა

კადრები

დაპირებები რიგდებოდა ყოველდღე ათი.
ათჯერვე ვგრძნობდი ჭუჭყიან და საზარელ თითებს
სხვადასხვა კაცის. და სიჩუმე... სიმძიმე... დარდი...
ყოველდღე ვშლიდი ამაზრზენი სურათის რითმებს.
--------------------------
შენ ბედნიერი – ქმართან ერთად, შვილს ელოდები
და უკვე შენი ორსულობა მეცხრე თვეს ითვლის.
პალატა, მედდა, ხალათი და ხელთათმანები...
თვალებში გიჩანს ნაპერწკალი, სულ მცირე – შიშის.
---------------------------
აქ მე ვეწევი. გულგრილობა შემომჩვევია.
ვემორჩილები უკვე აღარ მძიმე მარწუხებს.
აღარც თვალები გამვლელების ზიზღით სავსე და
აღარც სინდისი და ნამუსი აღარ მაწუხებს!
----------------------------
შენ ბედნიერი... მკერდგახსნილი... გიღიმის სახე,
თვალებს ადევნებ სულ პატარა სიცოცხლის ფეთქვას.
შეგეფერება როგორც, ალბათ, ისე აღზრდი, რომ
ხვალ უკვე შენი ოცნებების გამზრდელი გერქვას.
----------------------------
და ჩაიფერფლა სიგარეტი. თითები დამწვა
ფიქრებით გართულს. შრიალებენ სადღაც ჭადრები...
შენ დედა დღეს და მე – ხვალ ისევ მეძავი მქვია.
დაუნდობელად იცვლებიან ჩემს წინ კადრები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები