ახლა ისე ატანს ტანში ზამთრის სუსხი, ქალაქს უცახცახებს ყბები... ყველა თბილი ფიქრი შალად შემოვისხი, ჩემივე კანკალით ვტკბები...
მინდა,დამიშინოს წვიმამ გვარიანად, გავხდე მობუზული ბეღურა... გუბე ასკინკილით გავიარო, თავზე კი ბავშვობა მეხუროს...
ისევ მაშინებდეს დათვლა ვარსკვლავების, მეჭეჭს გამიჩენსო მჯეროდეს... ჩემს ძმებს გადავახტე,__"აღარ გაიზრდებით!" დედა მიყურებდეს ჩეროდან...
მზეზე ვთამაშობდე დედა-შვილობანას, ღვეზელს დავაცხობდე ტალახის ... თოჯინას სასწრაფოდ პირი ჩამოვბანო, შევპირდე:"ზოოპარკს განახებ..."
მერე დავეძებდე კარლსონს გამალებით თივისსურნელიან საბძელში, მტვრიანს გამახსენდეს დედის დავალება,__ დილამდე სუფთად თუ გავძლებდი...
დილით წესისამებრ დედას "კაკუნებით" დიდხანს ვიტრიალო სარკის წინ, "ცოტაც და მომერგება,"__ ჩემს თავს ვარწმუნებდე, დედამ წამასწროს და გამიწყრეს...
ისე გამიყინა სუსხმა სისხლძარღვები, ქარი მატრიალებს,როგორც ნებავს... მე კი იმედით,რომ წარსულით გავლღვები, დამაქვს ერთი ბღუჯა მოგონება...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ჰო:) 55555
არა! რატომ მარტო ჰო?ძალიან მაგარი იყო,და რატომ იყო ძალიან მაგარი? მე მაინც სიმართლეს ვიტყვი,თამთას იყო და იმიტომ. ახლა ალბათ გაეცინება ან რავი ღმერთმა იცის რა იქნება,მაგრამ ღმერთმა ხომ მაინც იცის:)
უნიჭიერესი ხარ!
აუ,ისე მეც ჩამეთვალა:),მარა მაინც არ ვიცი რა მაცინებს. ჰო:) 55555
არა! რატომ მარტო ჰო?ძალიან მაგარი იყო,და რატომ იყო ძალიან მაგარი? მე მაინც სიმართლეს ვიტყვი,თამთას იყო და იმიტომ. ახლა ალბათ გაეცინება ან რავი ღმერთმა იცის რა იქნება,მაგრამ ღმერთმა ხომ მაინც იცის:)
უნიჭიერესი ხარ!
აუ,ისე მეც ჩამეთვალა:),მარა მაინც არ ვიცი რა მაცინებს.
21. ისევ მაშინებდეს დათვლა ვარსკვლავების, მეჭეჭს გამიჩენსო მჯეროდეს... ჩემს ძმებს გადავახტე,__"აღარ გაიზრდებით!" დედა მიყურებდეს ჩეროდან...
კადრი გამიცოცხლა ......
თამთა როგორც ყოველთვის გულწრფელი ნაწერია .... ისევ მაშინებდეს დათვლა ვარსკვლავების, მეჭეჭს გამიჩენსო მჯეროდეს... ჩემს ძმებს გადავახტე,__"აღარ გაიზრდებით!" დედა მიყურებდეს ჩეროდან...
კადრი გამიცოცხლა ......
თამთა როგორც ყოველთვის გულწრფელი ნაწერია ....
20. რა სითბოა :)
მოგიკითხე თამთი :) რა სითბოა :)
მოგიკითხე თამთი :)
18. მე ვიყავი პირველი მსმენელი, ხო? :-P და ძალიან მომწონს, იმიტომ, რომ კარგია, ნოსტალგიური, ლამაზი და შენია, რაც მთავარია :-* მე ვიყავი პირველი მსმენელი, ხო? :-P და ძალიან მომწონს, იმიტომ, რომ კარგია, ნოსტალგიური, ლამაზი და შენია, რაც მთავარია :-*
16. სამწუხაროდ, ვაღიარებ რა გვერდის მასპინძლის ნიჭიერებას,მაინც მეთქმევინება, რომ ეს ლექსი - ვერ :(
მაქვს აქ მე წაკითხული ისეთი ლექსები, რომ... ამ კონკრეტულზე გაცილებით ძლიერი ... თუმცა აქაური სითბო აშკარად ნამდვილი სითბოა და არა გამოგონილი :) სამწუხაროდ, ვაღიარებ რა გვერდის მასპინძლის ნიჭიერებას,მაინც მეთქმევინება, რომ ეს ლექსი - ვერ :(
მაქვს აქ მე წაკითხული ისეთი ლექსები, რომ... ამ კონკრეტულზე გაცილებით ძლიერი ... თუმცა აქაური სითბო აშკარად ნამდვილი სითბოა და არა გამოგონილი :)
14. ..
როგორია.. :)
თბილი.. თბილი.. ..
როგორია.. :)
თბილი.. თბილი..
13. დიიიიდი მადლობა ყველას...:):-* დიიიიდი მადლობა ყველას...:):-*
12. დამაქვს ერთი ბღუჯა მოგონება.. დამაქვს ერთი ბღუჯა მოგონება..
11. აუჰ, შენი ძმები მიყვარან :)
:-* აუჰ, შენი ძმები მიყვარან :)
:-*
10. უნიჭიერესი ხარ თამთა! ცოოტა დასახვეწია მაგრამ ძალიან დიდი ნიჭი ფარავს :) 5555555 უნიჭიერესი ხარ თამთა! ცოოტა დასახვეწია მაგრამ ძალიან დიდი ნიჭი ფარავს :) 5555555
8. ძალიან მომეწონა და გამათბო :)
ძალიან მომეწონა და გამათბო :)
6. რა ლამაზია ბავშვობაში დაბრუნება! რა ლამაზია ბავშვობაში დაბრუნება!
5. ჩემივე კანკალით ვტკბები...
თამთას თბილი მოკითხვა
5 ჩემივე კანკალით ვტკბები...
თამთას თბილი მოკითხვა
5
4. კარგი ხარ თამთა.
5 კარგი ხარ თამთა.
5
3. საყვარლობაა (:
5 საყვარლობაა (:
5
2. ისე გამიყინა სუსხმა სისხლძარღვები, ქარი მატრიალებს,როგორც ნებავს... მე კი იმედით,რომ წარსულით გავლღვები, დამაქვს ერთი ბღუჯა მოგონება...
ეს ორი დღეა მეც მოგონებებით ვსუნთქავ! ყოჩაღ, თამთა! ძალიან კარგი ხარ! 5 ისე გამიყინა სუსხმა სისხლძარღვები, ქარი მატრიალებს,როგორც ნებავს... მე კი იმედით,რომ წარსულით გავლღვები, დამაქვს ერთი ბღუჯა მოგონება...
ეს ორი დღეა მეც მოგონებებით ვსუნთქავ! ყოჩაღ, თამთა! ძალიან კარგი ხარ! 5
1. თამთა... :) მართლა რამდენიმოგონება გააღვიძე. ყოჩაღ და თან იმის გათვალისწინებით, რომ ლექსებს იშვიათად წერ ყოჩაღ და ყოჩაღ! :) :* თამთა... :) მართლა რამდენიმოგონება გააღვიძე. ყოჩაღ და თან იმის გათვალისწინებით, რომ ლექსებს იშვიათად წერ ყოჩაღ და ყოჩაღ! :) :*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|