ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2011


ბნელა,
თვალის გახელის ცდას აზრიც არა აქვს,
ხელებს ვაცეცებ,
მერე ისევ სევდანარევი გამოხედვით ხესავით ვდგები.
არ გავინძრევი,
არ ვისუნთქებ,
არ ვიარსებებ შენს მოსვლამდე, ამას გპირდები.
გპირდები შენ, ან ჩემს თავს, ან კი არავის,
მერე პირობას უსასრულოდ ვარღვევ თავიდან.
ტკივილი?-არა,
არც სიკვდილი,
რამე სხვა მინდა,
უფრო მტკივნეულს შეგვიქმნიდა ღმერთი სანაცვლოდ.
რომ ვერ ვპოულობ თამაშიდან ისევ გავდივარ,
უსულოდ ვრჩები,
უშენოდ და ასე უჩემოდ.
ჩემივე თავის მოსაწამლად ვიგონებ აზრებს,
შენ თუ არა ხარ,
მეც აღარ ვარ
ან რა აზრი აქვს,
გამოვიგონო ტკივილი და თვითონ ვუშველო,
ალბათ სიკვდილიც თამაშია
უფრო ღმერთების.
ვიგონებ რაღაც უღიმღამო გამოფხიზლებებს,
მერე უშენოდ ვხევდები და
ჩემს თავს ვატყუებ.
ბნელა,
ხელების ცეცებასაც აზრი აღარ აქვს,

ან რას აქვს აზრი,
ვდუმდები და ისევ გიგონებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები