| ავტორი: თიკუნა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 9 მარტი, 2011 |
მოდი ღუზები ავწიოთ და სადმე წავიდეთ, მხოლოდ მე და შენ, ჩვენ ორნი და კიდევ არავინ. ყველა ფანჯარა დავხუროთ და იქით წავიდეთ, სადაც გრძნობებს არ ძარცვავენ, არ გვტკენენ ფიქრებს. სადმე ოთახში დავბინავდეთ, სადმე სივრცეში.
ავდგეთ გრძნობები გავიხადოთ, ან ერთიანად ან ნელ-ნელა, ან კი დროდადრო.
მინდა დავხუროთ დარაბები, წარმოიდგინე, რომ სამყაროს შევქმნით ახალს და მერე მე და შენ, ან შენ და მე, ან კი ორივე ერთდროულად ერთმანეთს ტკივილს გავუყუჩებთ, სულ მთლად გავუქრობთ,
მოდი წავიდეთ აქედან შორს, უფრო შორსაც და მერე გრძნობები ფიანდაზად წარსულს დავუგოთ.
მხოლოდ შენ და მე, მე და შენ, ასე სულებგადახლართულები ვიქნებით მერე.
ერთად ავავსოთ სულს და გულს შორის, რომ ღრიჭო არის, არ მიგატოვებ, არ მიმატოვებ. ოღონდ ასეთი სიზმრებისას არ გამაღვიძო, თუ ვიცინე, თუ ვიტირე, არ გამაღვიძო.
მე გიჟი ვარ და შენც გაგიჟებ და ასე ჩვენთვის მიყვარს როდესაც ჩემს სიზმრებში შემოაბიჯებ
ხოლმე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. არც მე მომეწონა ეს ღრიჭო.... წარმატებები......... არც მე მომეწონა ეს ღრიჭო.... წარმატებები.........
5. თიკუნა, ვერ მომეწონა.
ეს "ფიანდაზი " და "ღრიჭო" საერთოდ სხვაგანაა ჩემი აზრით:( თიკუნა, ვერ მომეწონა.
ეს "ფიანდაზი " და "ღრიჭო" საერთოდ სხვაგანაა ჩემი აზრით:(
4. :) მე3 კომენტის ავტორს ვუერთდები :) :) მე3 კომენტის ავტორს ვუერთდები :)
3. თიკუნას დიიიდ ბედნიერებას ვუსურვებ :)
თიკუნას დიიიდ ბედნიერებას ვუსურვებ :)
2. ელლე გპირდები დავიცავ... აი ბოლომდე დავიცავ : ) ელლე გპირდები დავიცავ... აი ბოლომდე დავიცავ : )
1. მინდა დავხუროთ დარაბები, წარმოიდგინე, რომ სამყაროს შევქმნით ახალს და მერე მე და შენ, ან შენ და მე, ან კი ორივე ერთდროულად ერთმანეთს ტკივილს გავუყუჩებთ, სულ მთლად გავუქრობთ,
საერთოდ საჭირო არიან სხვები იქ სადაც სიყვარულია ??? არა! არა და არა! ახლა ყველაზე ბედნიერი ხარ და ეცადე არ დაკარგო!... :-* მინდა დავხუროთ დარაბები, წარმოიდგინე, რომ სამყაროს შევქმნით ახალს და მერე მე და შენ, ან შენ და მე, ან კი ორივე ერთდროულად ერთმანეთს ტკივილს გავუყუჩებთ, სულ მთლად გავუქრობთ,
საერთოდ საჭირო არიან სხვები იქ სადაც სიყვარულია ??? არა! არა და არა! ახლა ყველაზე ბედნიერი ხარ და ეცადე არ დაკარგო!... :-*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|