დე, დღეს მინდა, რომ გწერო... ამოგიმშრალო ცრემლი. შენს ნაკვალევზე ხვალაც, რომ გავიარო მყარად. შენი ჰაერი ვსუნთქო, შენკენ ვიცვალო ფერი უფლის წყალობით ვიქცე შენს წინ პირნათელ ქალად...
დე, არ მინდა რომ შენი, ყველა იმედის ჩარჩო იქცეს უბრალო ყუთად – სადაც ოცნებებს კრებენ. ჩემი ცხოვრებით დედა, შეგიმსუბუქებ ნაღველს, არ მინდა (როგორც ყველა) – აკრძალულ ნაყოფს ვკრეფდე.
ვიცი, შენს სურნელს ჩემში ხვალ ვერაფერი წაშლის, და დღეს ჩემს გრძნობებს უკვე, შენი სახელი მართავს. ნავსაყუდელად დედა, მე ავირჩიე გული შენი... და ჩემი ლექსით, ჩვენს ისტორიას ვართავ.
დე, მინდა ბინა სადღაც – შენს კონტურებთან ახლოს, რომ სიახლოვე შენი ფილტვებმა კარგად იგრძნონ. თორემ მე მიჭირს სუნთქვა! მძიმე ჰაერი მახრჩობს! გამინაწილე შენი სხეული – შენივ პირმშოს.
დედა, დღეს მინდა გწერო... გაგიზიარო დარდი. შენს ნატერფალზე ხვალაც, რომ დავაბიჯო მყარად. შენი პეშვით ვსვა წყალი, ლექსად ჩაგეწნა თმებში, მინდა შენს გამო ვიქცე, ფერგაუხუნარ ქალად...
დედაზე დაწერილ ყველა ლექსზე ტანში ჟრუანტელი მივლის... მეთბილები ძალიან :*
აი, ამასა დაგიტოვებ აქ:
დედას! სული ხარ ჩემში განსხეულებული, მათბობ და ტკივილებს მიმოკლებ ქარაგმად, ეგ შენი ნუშივით წყლიანი თვალები ჩემს თვალთა სარკეში თილისმად ჩალაგდა. მიყვარხარ, ცის კიდე არ მყოფნის სათქმელად, მინდა დაგიფიცო ღმერთი და სამყარო, დღესაც არ ვიცი ასე დიდებით, ღვთისმშობელივით სათნო რად ხარო... /თ. გ./ <3

ოთარს დავეთანხმები:კარგი შვილი!!!
დე, მინდა ბინა სადღაც – შენს კონტურებთან ახლოს, რომ სიახლოვე შენი ფილტვებმა კარგად იგრძნონ. თორემ მე მიჭირს სუნთქვა! მძიმე ჰაერი მახრჩობს! გამინაწილე შენი სხეული – შენივ პირმშოს.
დედა, დღეს მინდა გწერო... გაგიზიარო დარდი. შენს ნატერფალზე ხვალაც, რომ დავაბიჯო მყარად. შენი პეშვით ვსვა წყალი, ლექსად ჩაგეწნა თმებში, მინდა შენს გამო ვიქცე, ფერგაუხუნარ ქალად...
იყავი მუდამ "ფერადი" :) :) :) +2