ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკუნა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 მარტი, 2011


მე კედლებში, ნელი ნაბიჯით

ვამბობ რომ თვალები შენს ყურებას ვეღარ უძლებენ და ოთახიდან ისევ გავდივარ,
შენი ყოველი ჩემთან მოსვლა ტკივილს აყენებს-გრძნობებს.
ამბობ ჩქარობო, მე უბრალოდ არ მინდა, რომ ნელა იარო.
მინდა ვხედავდე შენში ღრმას და უფრო ფასეულს,
მინდა თვალებში ვკითხულობდე რომ მე გიყვარვარ.

ცდილობ გამხადო მარტივი და ადკვატური,
მე ესეც მტკივა.

სხვანაირად ვსუნთქავ ხოლმე-ეს ხომ იცოდი.

თუ წასვლა არის მალე წადი
არ მინდა რომ დაიგვიანო.

მკეტავ კედლებში, ფიქრის კედლებს ფერი არ ადევთ,
თავისუფლება ჩემთვის ალბათ შენზე მაღლა დგას.
თუ ჩემს ნაწერში შენთვის მხოლოდ "არაფერია",
კარი ხელმარცხნივ, ხელმარჯვნივ ან სადმე მანდვეა.

წადი,
თუ ჩემი სიჩქარეა შენთვის ჯებირი.

დაგელოდები,
შევანელებ ალბათ ნაბიჯებს
მხოლოდ მაშინ თუ შენც ეცდები იჩქარო ცოტა.

მე ჩქარი ვარ და,
შენ რომ  გხედავ უფრო ვჩქარდები,
მე ჩქარი ვარ და
შენ რომ გხედავ....
არასოდეს ადეკვატური.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები