ვარ სააქაოს გაღმა – ჩამომიღამდა შუქი. სულმა დამტოვა მარტო, სიცარიელე მმართავს. სხეულში, სადაც უწინ – სისხლი ავსებდა ძარღვებს, დღეს საფლავს უკვე (ჩემსას) ეკლის ბარდები ხლართავს.
როგორც კულისებს გაღმა – უმსახიობო სცენას ავსებს დარბაზის მტვერი, უნაყოფო და მშრალი, მე მიწამ მშთანთქა გუშინ, ამომითხარა გული უფსკრულის პირას მყოფი – ჭიანჭველებს ვგრძნობ ტანში.
მე ვარ უსისხლო არე და მარტოობა მტანჯავს, სხვისი ცოდვებით დაღლილის – ჩემი თამაში მტკივა. თამაში, სადაც მე ვარ მთავარ როლში და რისხვაც ჩემზე ინთხევა ხალხის... (ტანზე ცრემლები მცვივა).
ვარ უნაყოფო ხე და ცოდვის ჭაობში ვდგავარ. მინდა გავცურო სადღაც, ამ ბნელ ღამეებს მიღმა... უფრო და უფრო ხშირად ვიკრებ ძალას და მაინც, დაღლა მიმათრევს იქით – სადაც უღმერთოდ ცივა.
ვირწევი, როგორც მთვარე, ღამე მაყოლებს თითებს, როგორც კლავიშებს ვინმე კომპოზიტორი... სადღაც... ვარ უსხეულო სული, წვიმა ჩამასხეს მკერდში, ვმძიმდები, ვდუმვარ, ვთრთივარ, მიჭირს სუნთქვა თუ რაღაც...
ვარ უნაყოფო ხე და ცოდვის ჭაობში ვდგავარ. მინდა გავცურო სადღაც, ამ ბნელ ღამეებს მიღმა... უფრო და უფრო ხშირად ვიკრებ ძალას და მაინც, დაღლა მიმათრევს იქით – სადაც უღმერთოდ ცივა.
ასეთი პოეზია მწამს მე! სხვის კომენტარებს აღარ ვკითხულობ.
ვარ უნაყოფო ხე და ცოდვის ჭაობში ვდგავარ. მინდა გავცურო სადღაც, ამ ბნელ ღამეებს მიღმა... უფრო და უფრო ხშირად ვიკრებ ძალას და მაინც, დაღლა მიმათრევს იქით – სადაც უღმერთოდ ცივა.
დაწმენდა უნდა და კარგი ნაწერი იქნება... არის ბევრი საინტერესო ადგილი... კონიუნქციური სინტაგმის საქმეც კარგადაა...
რამდენიმე ადგილია, უბრალოდ, რომელც სხვა ლექსებში, სხვა ავტორებტან არის უამრავჯერ დაწერილი, ეს კიდევ არაფერია, ისაა მთავარი, რომ არ არის ”სიმაღლე”... რომელიც ზოგ ადგილზე ჩანს...
წარმატებები, მარიკო... :)

მე ვარ უსისხლო არე და მარტოობა მტანჯავს, სხვისი ცოდვებით დაღლილის – ჩემი თამაში მტკივა.
ვარ უნაყოფო ხე და ცოდვის ჭაობში ვდგავარ. მინდა გავცურო სადღაც, ამ ბნელ ღამეებს მიღმა... უფრო და უფრო ხშირად ვიკრებ ძალას და მაინც, დაღლა მიმათრევს იქით – სადაც უღმერთოდ ცივა.
მე ვარ უსისხლო არე და მარტოობა მტანჯავს, სხვისი ცოდვებით დაღლილის – ჩემი თამაში მტკივა.
ვარ უნაყოფო ხე და ცოდვის ჭაობში ვდგავარ. მინდა გავცურო სადღაც, ამ ბნელ ღამეებს მიღმა... უფრო და უფრო ხშირად ვიკრებ ძალას და მაინც, დაღლა მიმათრევს იქით – სადაც უღმერთოდ ცივა.
ამდენი სევდა ნუ, მარი! გეტყობა, ტკივილმა დაგაწერინა ეს ლექსი. ,,ვირწევი, როგორც მთვარე, ღამე მაყოლებს თითებს, როგორც კლავიშებს ვინმე კომპოზიტორი... სადღაც...'' გეფერები, ჩემო ბეღურისგულიანო!!!!! დაგლოცოს უფალმა!!!!! წინ მიიწევ, აშკარად!!!!! +5
ამდენი სევდა ნუ, მარი! გეტყობა, ტკივილმა დაგაწერინა ეს ლექსი. ,,ვირწევი, როგორც მთვარე, ღამე მაყოლებს თითებს, როგორც კლავიშებს ვინმე კომპოზიტორი... სადღაც...`` გეფერები, ჩემო ბეღურისგულიანო!!!!! დაგლოცოს უფალმა!!!!! წინ მიიწევ, აშკარად!!!!! +5
მარიკო, ეს ლექსი შენი ლექსებიდან რაც წამიკითხავს ყველაზე მეტად მომეწონა. შინარსობრივად გინდა თუ შესრულების მხრივ, ყველანაირად დახვეწილია. გაიხარე, წარმატებები შენ :)

მაგ ღიმილების დაწერას, აზრი გამოთქვათ ხოლმე მირჩევია.:) თუნდაც კრიტიკული. ვერ ვხვდები ხოლმე გაღიმებული ღიმილის მნიშვნელობას, ვინ რას დებს მაგ ღიმილში....

’’ვირწევი, როგორც მთვარე, ღამე მაყოლებს თითებს, როგორც კლავიშებს ვინმე კომპოზიტორი... სადღაც... ვარ უსხეულო სული, წვიმა ჩამასხეს მკერდში, ვმძიმდები, ვდუმვარ, ვთრთივარ, მიჭირს სუნთქვა თუ რაღაც..’’
ძალიან, ძალიან მომეწონაააააააააა +2