ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ილტოსპირელი...
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2011


წინასააღდგომოდ (მათთვის, ვისაც პოეზია ესმის)

მარხვაა. მოდის აღდგომა.
სხივს ვაფრქვევ იმედიანსა.
იებს მოგირგავთ საჩუქრად
მინდვრებზე ღიმილიანსა.
სევდას და ნაღველს გადაჰყრის
ემაგ თვალებსა წყლიანსა,
გაგათბოთ, გაგახალისოთ
წესად ესა აქვს სვიანსა:
ია ხომ სიკეთე არის,
არ გაიკარებს სიავსა,
ნაზი და სურნელოვანი
გულს აფოფინებს ღიასა.
ნატიფია და ლამაზი, -
სუყველას ცქერა გვიამსა,
გვამშვიდებს თავის ღიმილით,
ტრფობის გვიგზავნის ნიავსა,
რავი, სხვებს მე ეგ ვარჩიე,
მიყვარს, ვეკრძალვი ღვთიანსა.
ბარსაც უხდება, დაბალსა,
ადგილებსაცა მთიანსა,
მიქია, კვლავაც ვუგზავნი,
ამ სტრიქონებსა ფრთიანსა.
მაცხოვრის მადლი ფარავდეს
მაგის თვალებსა მზიანსა,
თქვენც გირჩევთ მისსა ცქერასა,
არავის მოგცემთ ზიანსა... 
 
მაპატიეთ, მაგრამ თქვნი კომენტარის სანაცვლოდ ჩემგან არ იქნება შეფასებები და ქულები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები