 | ავტორი: milanel ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 2 აპრილი, 2011 |
ძველ ხალხს უთქვამს: "თუ გინდა ხშირად არ დაგესხან თავს, შენ უნდა დაესხაო"... ეს ისეა ეხლა რომ იტყვიან ხოლმე: "საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო"... "გამოცდილება გვალაპარაკებს"-ო, - (ამით დაუდასტურებიათ თითქოს)... ამ გამოცდილების და ყველაფრის მიუხედავად, საქართველო მაინც სულ თავდაცვითი საქმეებით არის და იყო დაკავებული... ასე რომ ვამბობ, ძველ ხალხს-მეთქი, ჩემში თითქოს ორმაგდებიან პატრიოტული შენაერთები... აქ იმ ძველ ხალხზეა ლაპარაკი და კიდევ უფრო ძველზე, ახლა რომ ამბობენ ხოლმე: "ის დრო სჯობდაო"... მიყვარს მათი მოსმენა... მოყოლას რომ იწყებენ: "წინათ სად იყო ასე და ასეო"... ეს "წინათ"-იც მიყვარს და კიდევ ბევრია მისთანა... ვიცი, სიმართლისგან ძალიან შორს ვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ ხან ისე მგონია ხოლმე, რომ ეს ძველი ხალხი სულ პატრიოტები იყვნენ... რა თქმა უნდა ეს ასე არ იქნებოდა და არც ყოფილა, მაგრამ მაინც მგონია... მერე თავს ვიმართლებ ხოლმე საკუთარ "მე"-სთან... მაშინ უბრალოდ სხვა რამეს ერქვა ადამიანი და ადამიანობა-მეთქი... ალბათ ამის ბრალია... ახლაც, დარწმუნებული ვარ, არანაკლებ გულიანი და ვაჟკაცი ბიჭები არიან, მაგრამ... დღეს შეიძლება ომით და ბრძოლით არსებობდე,(შენი საარსებო წყარო იყოს, საშემოსავლო) მაშინ კი დედა ბიჭს სამშობლოს შესაწირად ზრდიდა... ანუ ამისთვის ცხოვრობდი... ძალიან დიდი აზრი დებულა ამაშიც...
დროის გამოცვლამ ყველაფერზე იმოქმედა... ადამიანის ორგანოებზეც კი... გული გამოეცვალა ხალხს... ყველა ამის მიზეზად გაჭირვებას ასახელებს, იმ გაჭირვებას, რომელიც ქართული ოჯახების დიდ ნაწილს ჩასახლებული ყავს და ისე ებღაუჭება, თითქოს მათ გარეშე გადაშენდებაო... მაგრამ... აბა ავიღოთ თუნდაც სკოლის ისტორიის წიგნები და გადავხედოთ ხალხის მდგომარეობას... გაჭირვება მაშინ იყო თუ იყო... მაგრამ გამოიცვალა ხალხი... აი მიზეზი!... გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო...(ესეც ძველი ხალხის სიტყვებია) ხოდა მგონი ისე არაფერი გაუგია ამ ხალხს ძველი წინაპრებისგან, როგორც ეს გაიგო... ასი ათასობით ქართველს აქვს დატოვებული(თავის ნებით) სამშობლო და გახიზნულია... სად არ გადააწყდები ასეთებს... ზოგს უკვე გულაცრუებულ-გაციებულებს... არადა თითქმის ყველა იტყვის და თუ ყველა არა მეტი წილი მაინც, რომ მათ უყვართ თავიანთ ქვეყანა და თუ მას დაჭირდება, საკუთარ მაჯებსაც მიუერთებენ სამშობლოსას... დარწმუნებილიც ვარ ბევრი მოიქცევა მასე, მაგრამ... ან რაღა მაგრამ? ერთი მაგრად შებერვა გვინდა და წაიქცევა ჩვენი საქართველო... მერე კი მართლა აღარ იქნება საშველი... აქ როცა უჭირს შენს სამშობლოს, სანამ შენ დაგიძახებს და დასახმარებლად მოხვალ(თუ მოხვედი), შეიძლება აქ მაცხოვრებელმა სხვა ერის წარმომადგენელმა აუბას მხარი, ხელკავი გაუყაროს და დაიყრდნოს... ვინ იქნება მერე ნამდვილი "ქართველი"? ახლო მეზობელი გერჩივნოს შორეულ მეგობარსო, ესეც ძველ ხალხს უთქვამთ და ზედგამოჭრილია ამ სიტუაციაზე... გასაგებია, რომ ძალიან რთულია, როცა ცოლ-შვილი, დედ-მამა და რავიცი კიდევ რამდენი ადამიანი მშიერია შენს გარშემო, შენ შეგიძლია მათი დახმარება და არ აკეთებ... ანუ თუნდაც უცხოეთში წასვლა და იქ მუშაობა,როცა აქ მართლა არაფერი გამოდის,(ასეც ხდება ოღონდ)... მაგრამ რა პასუხს გასცემ ქვეყანას? რომელსაც დაჭირდი და სახლში არ დახვდი... ქვეყანას, რომელსაც შენ და შენისთანების გამო ჰქვია ქვეყანა...
არ მინდა გადავიხარო კონკრეტული არგუმენტებისკენ და მოწოდება გამომივიდეს, ვიცი მაინც ჩანს ჩემი დამოკიდებულება ნაწერში, მაგრამ სხვანაირად ვერ გამომივიდოდა... ყველა ინდივიდუალურია... ზოგში რაღაც მეტადაა... ზოგში ნაკლებად და ეს ასხვადასხვანაირებს აზრებს... უფალია ყველას და ყველაფრის დამნახავი და ის განსჯის და დასჯის ვისაც როგორ ეკუთვნის... ჩვენ ვინ ვართ ვინმე განვიკითხოთ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა.
წერილი მომეწონა. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა.
წერილი მომეწონა.
30. კიდევ ერთხელ წავიკითხე და მომავალშიც წავიკითხავ. მიხარია, რომ ეს თემა საქართველოში სტკივათ და აწუხებთ. უფრო მეტი ადამიანი რომ დაინტერესდეს ამ თემით, გულთან მიიტანოს, ალბათ რაღაც გამოვა და შეწყდება ემიგრანტთა ამხელა ნაკადი. პირადად მე საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ როგორც არ უნდა გიჭირდეს, სამშობლო არასოდეს უნდა მიატოვო. მართლაც ისე ხომ არაა საქმე, ლუკმა პური არ იშოვებოდეს. ბოლო-ბოლო ადამიანს თუ არ ეზარება, მიწას დაამუშავებს და თავისი საკმარისი მაინც ექნება. კიდევ ერთხელ წავიკითხე და მომავალშიც წავიკითხავ. მიხარია, რომ ეს თემა საქართველოში სტკივათ და აწუხებთ. უფრო მეტი ადამიანი რომ დაინტერესდეს ამ თემით, გულთან მიიტანოს, ალბათ რაღაც გამოვა და შეწყდება ემიგრანტთა ამხელა ნაკადი. პირადად მე საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ როგორც არ უნდა გიჭირდეს, სამშობლო არასოდეს უნდა მიატოვო. მართლაც ისე ხომ არაა საქმე, ლუკმა პური არ იშოვებოდეს. ბოლო-ბოლო ადამიანს თუ არ ეზარება, მიწას დაამუშავებს და თავისი საკმარისი მაინც ექნება.
28. წავიკითხე და მოვიწონე!!! ნააზრევი მშვენიერი!!! ქართველობას გიწონებ გიორგი!!! გაიხარე შენა!!! წავიკითხე და მოვიწონე!!! ნააზრევი მშვენიერი!!! ქართველობას გიწონებ გიორგი!!! გაიხარე შენა!!!
27. ყოჩაღ!!! აზრიანად წერ, სულისკვეთებაც მომწონს და ტკივილიც ნათელია. ეს პრობლემაა, რომელიც წესით, ყველა ქართველს უნდა აწუხებდეს და სტკიოდეს. კარგად გაქვს გადმოცემული სათქმელი, გიო. "მაგრამ რა პასუხს გასცემ ქვეყანას? რომელსაც დაჭირდი და სახლში არ დახვდი... ქვეყანას, რომელსაც შენ და შენისთანების გამო ჰქვია ქვეყანა..." მართლა კარგი ბიჭი ხარ, კარგი ქართველი, რომ ამან ჩაგაფიქრა, რომ ქვეყნის სატკივარი აგტკივებია.
ყოჩაღ!!! აზრიანად წერ, სულისკვეთებაც მომწონს და ტკივილიც ნათელია. ეს პრობლემაა, რომელიც წესით, ყველა ქართველს უნდა აწუხებდეს და სტკიოდეს. კარგად გაქვს გადმოცემული სათქმელი, გიო. "მაგრამ რა პასუხს გასცემ ქვეყანას? რომელსაც დაჭირდი და სახლში არ დახვდი... ქვეყანას, რომელსაც შენ და შენისთანების გამო ჰქვია ქვეყანა..." მართლა კარგი ბიჭი ხარ, კარგი ქართველი, რომ ამან ჩაგაფიქრა, რომ ქვეყნის სატკივარი აგტკივებია.
26. კარგი რა თამარ რაა......... ძალიან დიდ პატივს გცემ და მოწიწებითაც მოგმართავ ........თუმცა ვფიქრობ რომ არასწორად მსჯელობ.......
აი მაგალითისთვის კი ჩემს თავს მოვიყვან......მე არ მეგულება საქართველოში ადამიანი ვისაც მამაჩემზე მეტად უყვარდეს სამშობლო.....1989 წლიდან მოყოლებული 1999 წლამდე ყველანაირ საბრძოლო შეტაკებებში მიიღო მონაწილეობა გენერალი კონსტანტინე ცაგარეიშვილიც გახლდათ. თუმცა როცა უკვე სახლში არც პური იყო და არც შაქარი და კიდე მრავალი რამ რაც ოჯახს ჭირდება.........ადგა და წავიდა (არ დავასახელებ) სამუშაოდ (დედას გეფიცები თუ ცრემლებით არ იღვრებოდა რომ მიდიოდა თუმცა ჩემი აზრით სწორად მოიქცა).... დედაც თან წაიყვანა და დავრჩით მე და ჩემი ძმა ბებიასთან და ბაბუასთან........ ამის შემდეგ ერთხელ ვიყავი მე სანახავად და ერთხელ იყვნენ ისინი ჩამოსულები......
ეხლა მითხარი შენ ........ვაარ ახლა მე გაფუჭებული ნარკომანი მოთამაშე გარეწარი? :D
პატივისცემით "გიგარიონ პირველი"
კარგი რა თამარ რაა......... ძალიან დიდ პატივს გცემ და მოწიწებითაც მოგმართავ ........თუმცა ვფიქრობ რომ არასწორად მსჯელობ.......
აი მაგალითისთვის კი ჩემს თავს მოვიყვან......მე არ მეგულება საქართველოში ადამიანი ვისაც მამაჩემზე მეტად უყვარდეს სამშობლო.....1989 წლიდან მოყოლებული 1999 წლამდე ყველანაირ საბრძოლო შეტაკებებში მიიღო მონაწილეობა გენერალი კონსტანტინე ცაგარეიშვილიც გახლდათ. თუმცა როცა უკვე სახლში არც პური იყო და არც შაქარი და კიდე მრავალი რამ რაც ოჯახს ჭირდება.........ადგა და წავიდა (არ დავასახელებ) სამუშაოდ (დედას გეფიცები თუ ცრემლებით არ იღვრებოდა რომ მიდიოდა თუმცა ჩემი აზრით სწორად მოიქცა).... დედაც თან წაიყვანა და დავრჩით მე და ჩემი ძმა ბებიასთან და ბაბუასთან........ ამის შემდეგ ერთხელ ვიყავი მე სანახავად და ერთხელ იყვნენ ისინი ჩამოსულები......
ეხლა მითხარი შენ ........ვაარ ახლა მე გაფუჭებული ნარკომანი მოთამაშე გარეწარი? :D
პატივისცემით "გიგარიონ პირველი"
25. 22. ვერ დაგეთანხმებით ქალბატონო თამარ.. თქვენს შვილს რომ ეშიმშილა არ წახვიდოდით? ძნელია ასე ცალსახად მსჯელობა მაგ თემაზე.. saloabramishvili. 2011-04-03 13:27:59
ნუ დამეთანხმები, სალო... ეს შენი ნებაა... მაგრამ იყო დრო, როცა ჩემი, ჩემი მშობლებისა და ჩემი დის ოჯახები ერთად ვცხოვრობდით, 9 სული სამ პატარა ოთახში, რადგან ამ 9 ადამიანიდან მხოლოდ 3 მუშაობდა... 1 ადამიანი "ინახავდა" 3 ოჯახს!მეც ვმუშაობდი და - 14 ლარი მქონდა ხელფასი, ჩემს დას კი - 10 ლარი... მაგრამ საქართველოდან წასვლა არც გვიფიქრია! შეიძლება ვინმემ არც დამიჯეროს, მაგრამ 2007 წლის მაისში ლატარიაში მოვიგე ამერიკის "მწვანე ბარათი"... მინდა 1 წლით წავიდოდი და მინდა 10 წლით... მაგრამ არ წავსულვარ... ნუ გაიცინებთ, - საქართველო ვერ მივატოვე!!!!
დანარჩენს არაფერს ვიტყვი. :( 22. ვერ დაგეთანხმებით ქალბატონო თამარ.. თქვენს შვილს რომ ეშიმშილა არ წახვიდოდით? ძნელია ასე ცალსახად მსჯელობა მაგ თემაზე.. saloabramishvili. 2011-04-03 13:27:59
ნუ დამეთანხმები, სალო... ეს შენი ნებაა... მაგრამ იყო დრო, როცა ჩემი, ჩემი მშობლებისა და ჩემი დის ოჯახები ერთად ვცხოვრობდით, 9 სული სამ პატარა ოთახში, რადგან ამ 9 ადამიანიდან მხოლოდ 3 მუშაობდა... 1 ადამიანი "ინახავდა" 3 ოჯახს!მეც ვმუშაობდი და - 14 ლარი მქონდა ხელფასი, ჩემს დას კი - 10 ლარი... მაგრამ საქართველოდან წასვლა არც გვიფიქრია! შეიძლება ვინმემ არც დამიჯეროს, მაგრამ 2007 წლის მაისში ლატარიაში მოვიგე ამერიკის "მწვანე ბარათი"... მინდა 1 წლით წავიდოდი და მინდა 10 წლით... მაგრამ არ წავსულვარ... ნუ გაიცინებთ, - საქართველო ვერ მივატოვე!!!!
დანარჩენს არაფერს ვიტყვი. :(
24. ვიცი რომ ძალიან ბევრის დაწერა და საუბარი შეიძლებოდა ამ თემაზე, მაგრამ მე მინდოდა უფრო მხატვრული სახით წარმომედგინდა და არა კონკრეტული არგუმენტები, აქაც აზრთა სხვადასხვაობას ვაწყდებით.. მე უკვე დაწყებული მაქვს ფართო ფორმებში ამ თემაზე წერა და მაინტერესებს ნამდვილად ყველა მოაზროვნე ადამიანის აზრი.. დიდი პოლემიკა შეიძლება გაიმართოს, მომხრე ვარ, დავსხდეთ და ვისაუბროთ.. მოვიფიქროთ.. გამოგვეხმაურეთ მსურველები ვიცი რომ ძალიან ბევრის დაწერა და საუბარი შეიძლებოდა ამ თემაზე, მაგრამ მე მინდოდა უფრო მხატვრული სახით წარმომედგინდა და არა კონკრეტული არგუმენტები, აქაც აზრთა სხვადასხვაობას ვაწყდებით.. მე უკვე დაწყებული მაქვს ფართო ფორმებში ამ თემაზე წერა და მაინტერესებს ნამდვილად ყველა მოაზროვნე ადამიანის აზრი.. დიდი პოლემიკა შეიძლება გაიმართოს, მომხრე ვარ, დავსხდეთ და ვისაუბროთ.. მოვიფიქროთ.. გამოგვეხმაურეთ მსურველები
23. milanel-ო, გუშინ ძალიან დაღლილი ვიყავი და მინდოდა ეს ნაწერი გულდასმით წამეკითხა. ძალიან ბევრი საკითხია ერთად წამოჭრილი, რის განსახილადაც ეს ერთი სტატია არასაკმარისია...დადებითი შეფასება შენ ჩემგან, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ გული გტკივა და გამოსავალს ეძებ. დავსხდეთ,ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ!
"ყველა ინდივიდუალურია... ზოგში რაღაც მეტადაა... ზოგში ნაკლებად და ეს ასხვადასხვანაირებს აზრებს..."
გეთანხმები, იმიტომ რომ თითოეულ ადამიანში სხვადასხვა დოზითაა ჩადებული ესა თუ ის გრძნობა : პატრიოტიზმი იქნება ეს, თუ დედა-შვილური სიყვარული...
milanel-ო, გუშინ ძალიან დაღლილი ვიყავი და მინდოდა ეს ნაწერი გულდასმით წამეკითხა. ძალიან ბევრი საკითხია ერთად წამოჭრილი, რის განსახილადაც ეს ერთი სტატია არასაკმარისია...დადებითი შეფასება შენ ჩემგან, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ გული გტკივა და გამოსავალს ეძებ. დავსხდეთ,ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ!
"ყველა ინდივიდუალურია... ზოგში რაღაც მეტადაა... ზოგში ნაკლებად და ეს ასხვადასხვანაირებს აზრებს..."
გეთანხმები, იმიტომ რომ თითოეულ ადამიანში სხვადასხვა დოზითაა ჩადებული ესა თუ ის გრძნობა : პატრიოტიზმი იქნება ეს, თუ დედა-შვილური სიყვარული...
22. ვერ დაგეთანხმებით ქალბატონო თამარ.. თქვენს შვილს რომ ეშიმშილა არ წახვიდოდით? ძნელია ასე ცალსახად მსჯელობა მაგ თემაზე.. ვერ დაგეთანხმებით ქალბატონო თამარ.. თქვენს შვილს რომ ეშიმშილა არ წახვიდოდით? ძნელია ასე ცალსახად მსჯელობა მაგ თემაზე..
21. მადლობა ოთაარს და ქალბატონ თამარს ასეთი შეფასებისთვის მადლობა ოთაარს და ქალბატონ თამარს ასეთი შეფასებისთვის
20. გაიხარე, გიო! კარგი ბიჭი ხარ, ასე რომ გტკივა შენი ქვეყანა... იმაშიც მართალი ხარ, რომ მეზობლებთან მჭიდრო და კარგი ურთიერთობაა საჭირო. ჩემი და თბილისშივე ცხოვრობს, მაგრამ... ღმერთმა არ გამიჭიროს, და ვიდრე ის ჩემამდე მოვა ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში, მანამდე დახმარების ხელს მეზობელი გამომიწვდის, ქართველი იქნება ის, რუსი, სომეხი თუ ქურთი...
არ მესმის იმ დედებისა, რომლებიც საკუთარ მცირეწლოვან შვილებს აქ, საქართველოში ტოვებენ დათავად უცხოეთში მიდიან სხვისი შვილების მოსავლელად... ეს ხომ 2-3 თვით და თუნდაც 1 წლით არ არის? - საკმაოდ ხანგრძლივია ხოლმე მათი შრომითი მიგრაცია. და როცა 5 წლის ბავში ისე ხდება 15-16 წლისა, რომ დედა სულ 15-ჯერ ჰყავს ნანახი... რა მოვთხოვოთ ბავშვებს, როცა ხედავენ, რომ დედები შრომობენ და მამები სახლში სხედან?! მოდით, რა, მერე ნურავის დავაბრალებთ ჩვენი ქვეყნის გულგაციებულობასა და ხელგაწვდილობას...
პ.ს. იმედია, ამასაც ავტობიოგრაფიულად არ ჩამითვლის ვინმე. ჩემი მეუღლეც მუშაობს და არც მე მიმიტოვებია შვილი უპატრონოდ, სხვების მოსავლელად!
რაც შეეხება ნაწერს: ნაწერი - დასახვეწია, გრამატიკულად გასამართი, მაგრამ... სულისკვეთებაში გიწერ უმაღლეს შეფასებას! 5 გაიხარე, გიო! კარგი ბიჭი ხარ, ასე რომ გტკივა შენი ქვეყანა... იმაშიც მართალი ხარ, რომ მეზობლებთან მჭიდრო და კარგი ურთიერთობაა საჭირო. ჩემი და თბილისშივე ცხოვრობს, მაგრამ... ღმერთმა არ გამიჭიროს, და ვიდრე ის ჩემამდე მოვა ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში, მანამდე დახმარების ხელს მეზობელი გამომიწვდის, ქართველი იქნება ის, რუსი, სომეხი თუ ქურთი...
არ მესმის იმ დედებისა, რომლებიც საკუთარ მცირეწლოვან შვილებს აქ, საქართველოში ტოვებენ დათავად უცხოეთში მიდიან სხვისი შვილების მოსავლელად... ეს ხომ 2-3 თვით და თუნდაც 1 წლით არ არის? - საკმაოდ ხანგრძლივია ხოლმე მათი შრომითი მიგრაცია. და როცა 5 წლის ბავში ისე ხდება 15-16 წლისა, რომ დედა სულ 15-ჯერ ჰყავს ნანახი... რა მოვთხოვოთ ბავშვებს, როცა ხედავენ, რომ დედები შრომობენ და მამები სახლში სხედან?! მოდით, რა, მერე ნურავის დავაბრალებთ ჩვენი ქვეყნის გულგაციებულობასა და ხელგაწვდილობას...
პ.ს. იმედია, ამასაც ავტობიოგრაფიულად არ ჩამითვლის ვინმე. ჩემი მეუღლეც მუშაობს და არც მე მიმიტოვებია შვილი უპატრონოდ, სხვების მოსავლელად!
რაც შეეხება ნაწერს: ნაწერი - დასახვეწია, გრამატიკულად გასამართი, მაგრამ... სულისკვეთებაში გიწერ უმაღლეს შეფასებას! 5
19. მართალი ნაწერია. გაიხარე გიო, ასე რომ შეგტკივა გული ყველაფერ ქართულზე. კარგი კაცი ხარ. მართალი ნაწერია. გაიხარე გიო, ასე რომ შეგტკივა გული ყველაფერ ქართულზე. კარგი კაცი ხარ.
18. დიდი მადლობა დანაე–ს დიდი მადლობა დანაე–ს
17. ძალიან ძალიან ძალიან მაგარია გიო...................... ძალიან ძალიან ძალიან მაგარია გიო......................
16. მადლობა ქალბატონ ჭა–ს ასეთი ლამაზი სიტყვებისთვის..
რაც შეეხება ჯინას აზრს არ ვეთანხმები, "ადამიანის ორგანოებზეც კი" – აქ ალეგორიაა, რომელსაც რეალობით ვაგრძელებ შემდეგ – "გული გამოეცვალა ხალხს".. მაინც მიგებულია შენიშვნა, მადლობა.. მადლობა ქალბატონ ჭა–ს ასეთი ლამაზი სიტყვებისთვის..
რაც შეეხება ჯინას აზრს არ ვეთანხმები, "ადამიანის ორგანოებზეც კი" – აქ ალეგორიაა, რომელსაც რეალობით ვაგრძელებ შემდეგ – "გული გამოეცვალა ხალხს".. მაინც მიგებულია შენიშვნა, მადლობა..
15. პრობლემა, რომელიც მოცემულ ნაწერშია მოტანილი, მართლაც აქტუალურია, მტკივნეული.
როგორც დიდი ილია ბრძანებდა, იმან გადაგვარჩინა, რომ დრო–ჟამის შესაფერისად ვიყავით აწყობილიო (პერიფრაზია...), რაც მთავარია, ქართველს ესმოდა, რა იყო საკეთებელი....ახლაც არ გვაწყენს, მივდევდეთ ამას. რაც შეეხება, მოცემულ ტექსტში პრობლემის წარმოდგენას, მგონი, მაინც შეიძლებოდა მისი უფრო განზოგადება (ცალკეულ მიზეზთა ერთობლიობის შეჯერებით) აზრობრივი ხარვეზიც არის – " დროის გამოცვლამ ყველაფერზე იმოქმედა... ადამიანის ორგანოებზეც კი... გული გამოეცვალა ხალხს..." – ვგონებ, გულზე, როგორც ადამიანის ორგანოზე, საუბრისას უფრო მისი ფიზიოლოგიური დანიშნულება ასოცირდება – ხოლო გულს, როგორც ადამიანი გრძნობების მთავარ მამოძრავებელს, აბსტრაქციის მკვებავს (გონებასთან ერთად), ეს ტერმინი – ორგანო მთლად არ შეეფერება...უბრალოდ შეიძლებოდა დაწერა, რომ "გული გამოეცვალა ხალხს". ისედაც გასაგები იქნებოდა... პუნქტუაციური ხარვეზებიც არის, თუმცა, ეს იოლად მოსაგვარებელია. მიუხედავად აღნიშნულისა, მაინც დადებითად ვაფასებ ავტორის შრომას პრობლემისადმი მისი ტკივილიანი დამოკიდებულების გამო... წარმატებებს ვუსურვებ!
პრობლემა, რომელიც მოცემულ ნაწერშია მოტანილი, მართლაც აქტუალურია, მტკივნეული.

14. ძალიან მტკივა ეს თემა...თუ მეტიჩრობაში არ ჩამომართმევთ, დავდებ აქ ჩემს პასუხს...პატარა ჩანაწერით
სნეული
-ჩემი საწყალი ქვეყანა, ჩემი ლამაზი ქვეყანა-ავადმყოფი მზეთუნახავი, სასთუმალზე მისვენებული, სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ ადევს , მაგრამ მაინც ღირსეულად უჭირავს თავი, იმდენად ღირსეულად რომ თვით სიკვდილიც, მონუსხულივით გაყინულა ერთ ადგილზე და მიტკლისფრად მისვენებულ მომაკვდავთან მიახლოებასაც ვერ ბედავს. ფიქრობს... . ვერ გადაუწყვეტია... მოკლას?.. -თუმცა ვერც ვერასდროს შესძლო ამის გაკეთება, ყოველთვის როცა კი გაიგებდა, ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო კვდებაო, სიხარულით გამორბოდა, მაგრამ როგორც კი მის სარეცელს მიუახლოვდებოდა, მაშინვე ფარხმალს ყრიდა და უკან იხევდა. უტიფარ, თავხედ, გულღრძო სიკვდილსაც კი სურვილი უჩნდებოდა ერთხელ მაინც ყოფილიყო ღირსეული თვითონაც. სასაცილოა მაგრამ ყოველთვის ასე იქცეოდა სიკვდილი, როცა კი პირისპირ დარჩებოდა ჩემ ქვეყანასთან. ეხლა კი... ვინ იცის...? რა მოხდება... -ძალიან, ძალიან არის მისუსტებული ავადმყოფი მზეთუნახავი. დღეს არაფერი უჭამია. დღეს კი არა უკვე საუკუნეებია არაფერი უჭამია... -ღმერთო რა ლამაზია და რა უმწეო? როგორ , როგორ მივატოვო ასეთ ყოფაში? ის ხომ ისედაც ბევრმა მიატოვა? ნეტავ თუ ესმის რამე? ნეტავ თუ არის გონზე? პირიქითაც რომ იყოს, მაინც არ შეიმჩნევს ისეთი ამაყია. -ჩემი მომაკვდავი, ჩემი მიტოვებული, ჩემი ლამაზი ქვეყანა. როგორ მიყვარს?!... ასეთი ლამაზი მაინც არ იყოს? ძვლები მტკივა მის შემყურეს... უცებ გონს რომ მოეგოს? აზროვნება რომ დაუბრუნდეს ერთი წამით, სიკვდილის წინ, მაშინ რაღა ვქნა? აქეთ-იქით მიიხედავს და ნახავს, რომ სანამ ის კვდებოდა ყველა გაპარულა, ყველას მიუტოვებია და ასე მიტოვებული, მარტოდ-მარტო კვდება... რა უიმედო იქნება მისი უკანასკნელი გამოხედვა, როგორ ჩაფერფლილ, განადგურებულ მზერას დატოვებს ამ ქვეყნად?... არ გინდა გაუძლო?...
ძალიან მტკივა ეს თემა...თუ მეტიჩრობაში არ ჩამომართმევთ, დავდებ აქ ჩემს პასუხს...პატარა ჩანაწერით

13. მადლობა მაკა, გაიხარე მადლობა მაკა, გაიხარე
12. ამ ერთ პატარა ნაწერშიც საკმაოდ კარგად ჩანს ავტორის შეხედულება და ზოგადად მისი ცამდე მართალი აზრიც - ამ საკითხზე. ნაწერს გიწონებ მილანელო!
რაც შეეხება თვითონ თემას, ძალიან ახლოს დგას ის ჩემთან და მეც მაწუხებს და მაღონებს ყოველთვის. თუმცა... ეჰ... :( ამ ერთ პატარა ნაწერშიც საკმაოდ კარგად ჩანს ავტორის შეხედულება და ზოგადად მისი ცამდე მართალი აზრიც - ამ საკითხზე. ნაწერს გიწონებ მილანელო!
რაც შეეხება თვითონ თემას, ძალიან ახლოს დგას ის ჩემთან და მეც მაწუხებს და მაღონებს ყოველთვის. თუმცა... ეჰ... :(
11. ყველა ნამდვილ ქართველს სტკივა რა თქმა უნდა.. ყველა ნამდვილ ქართველს სტკივა რა თქმა უნდა..
10. ძალიან აქტუალურია ეს თემა და ძალიან ტკივილიანი... ძალიან აქტუალურია ეს თემა და ძალიან ტკივილიანი...
9. გეთანხმები ნაზარეველო ძალიან დიდი ნაშრომის დაწერა შეიძლება და დაწყებულიც მაქვს, მაგრამ ეს პატარა გადახვევაა და არ შემეძლო ეს ტკივილი არ დამეწერა.. მადლობა ყველას დანარჩენს და მწვანე რა არის მეც არ ვიცი გეთანხმები ნაზარეველო ძალიან დიდი ნაშრომის დაწერა შეიძლება და დაწყებულიც მაქვს, მაგრამ ეს პატარა გადახვევაა და არ შემეძლო ეს ტკივილი არ დამეწერა.. მადლობა ყველას დანარჩენს და მწვანე რა არის მეც არ ვიცი
8. ეს სიმწვანე რაა? :D ეს სიმწვანე რაა? :D
7. აქტუალურია. ადამიანები ტოვებენ ჩვენს ქვეყანას უკეთესი პირობების ძიებაში. ენის ,კულტურისა და მენტალობის ბარიერის მიუხედავად ისინი იქ უფრო დაცულად გრძნობენ თავს. აქტუალურია. ადამიანები ტოვებენ ჩვენს ქვეყანას უკეთესი პირობების ძიებაში. ენის ,კულტურისა და მენტალობის ბარიერის მიუხედავად ისინი იქ უფრო დაცულად გრძნობენ თავს.
6. ნაზორეველნი ნაზორეველნი
5. ასეთი ნაწერები მაგრად მომწონს, თუმც მეზობლებზე არ მომეწონა გადახვევა. მახარებს როდესაც ადამიანებს ეს თემა სტკივათ.
მგონი აქ ამდენი მრავალწერტილები(...) ცოტა ზედმეტია, ზოგგან წერტილები რომ დასვა აჯობებს.
+10 ასეთი ნაწერები მაგრად მომწონს, თუმც მეზობლებზე არ მომეწონა გადახვევა. მახარებს როდესაც ადამიანებს ეს თემა სტკივათ.
მგონი აქ ამდენი მრავალწერტილები(...) ცოტა ზედმეტია, ზოგგან წერტილები რომ დასვა აჯობებს.
+10
4.
თუმც მინდა დავამატო რომ ძალიან კარგია რომ ეს თემა შემოვიდა ამ საიტზე.......
თუმც მინდა დავამატო რომ ძალიან კარგია რომ ეს თემა შემოვიდა ამ საიტზე.......
3. მილანელო ცოტა უფრო დაკონკრეტება არ აწყენდა ამ პუბლიცისტიკას. მაგ: თუ რა კონკრეტული ცხოვრებისეული მომენტები გახდა ამ ადამიანთა გაქცევის მიზეზი, თუ რა ონბრივი დაძაბულობა გამოიწვია ამან და რატომ არიან ასე იმედგაცრუებულნი სამშობლოზე, თუ რა სოციალური მდგომარეობა დახვდებათ მათ აქ ჩამოსვლის შემდეგ, როგორ განიცდიან ისინი ამ ადაპტაციას და საერთოდ აქ ჩვენ გვაქვს ძმათა სასაკლაოების თვითმხილველთა მენტალიტეტის ცვალებადობასთან საქმე ეს ძალიან რთული თემაა .....ჩემი აზრით ამაზე ერთი დიდი ნაშრომი დაიწერება......
პატივისცემით "გიგარიონ პირველი" მილანელო ცოტა უფრო დაკონკრეტება არ აწყენდა ამ პუბლიცისტიკას. მაგ: თუ რა კონკრეტული ცხოვრებისეული მომენტები გახდა ამ ადამიანთა გაქცევის მიზეზი, თუ რა ონბრივი დაძაბულობა გამოიწვია ამან და რატომ არიან ასე იმედგაცრუებულნი სამშობლოზე, თუ რა სოციალური მდგომარეობა დახვდებათ მათ აქ ჩამოსვლის შემდეგ, როგორ განიცდიან ისინი ამ ადაპტაციას და საერთოდ აქ ჩვენ გვაქვს ძმათა სასაკლაოების თვითმხილველთა მენტალიტეტის ცვალებადობასთან საქმე ეს ძალიან რთული თემაა .....ჩემი აზრით ამაზე ერთი დიდი ნაშრომი დაიწერება......
პატივისცემით "გიგარიონ პირველი"
2. მადლობა ნიი.. გაიხარე მადლობა ნიი.. გაიხარე
1. გულზე მომხვდა, ძალიან თბილი ნაწერია, მეც მტკივა.. +++++ გულზე მომხვდა, ძალიან თბილი ნაწერია, მეც მტკივა.. +++++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|