ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2011


ეს ლექსი არაა, გრძნობაა

ყელში მობჯენილი ეჭვები
ცოტაც და დამახრჩობს.
ნეტა შენ იყო მხოლოდ,
მეტი არავინ.
ახლა კი მიდი გაიწიე
მზეს ეფარები,
სინათლეს მართმევ
სუნთქვას მიშლი
ფიქრებს მიმძიმებ.

ადექი
გადი
აღარასდროს უკან დაბრუნდე აღარ.

ადექი გადი
სანამ დროა,
სანამ ინათებს,
სანამ ფიქრებში შემპარვია ეჭვის მარცვალი.

ადექი
სანამ ძალა შემრჩა შენი გაშვების,
დროზე მიბმული პეპელა ხარ
წადი წამებში.

ადექი,
წადი,
დროის დაჭერა შემიძლია სანამ წვალებით,
აღარ დაბრუნდე
ან დაბრუნდი. . .

მტკივა იმედის ძარღვები და
შემიწირავდე სანამ,
ჩემი სამყაროდან გადი.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები