ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
12 აპრილი, 2011


გოგონა ქუჩაში

გაზაფხულია, წვიმამ დაასველა ქუჩები და ძალიან ცივა. მე ქუჩაში მივსეირნობ. მივსეირნობ არა სახლში მივდივარ.  მე ყვლაზე "თავისუფალი" და "ფეხებზემკიდია" გოგო სახლისკენ მივუყვები გზას, მცივა, ხელები წელზე მაქვს საკუთარი თავისთვის შემოჭდობილი და მაინც სიცივეს ვაძლევ საშუალებას სხეულში შემოაღწიოს.
ალბათ მიყვარს როდესაც ვწვალობ, როცა იყინება ძვლები, როცა რაღაც მტკივა.
სწორედ ამ ფიქრებში ვარ გართული, ვხედავ ჩემს ქუჩაზე, სველ მიწაზე წამოწოლილ ძაღლებს, რომლებიც აქ  არიან იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვთ, არ აქვთ სხვაგან წასასვლელი. ყველაფერი იმისკენ მიბიძგებს რომ სევდა მომერიოს, მაინც ირონიული გამომეტყველებით მივუყვები გზას, რომელიც ძალიან ცოტა დარჩა.
ვხედავ გოგოს. გოგოს ზურგზე ტკივილი აწერია. გინახავთ ასეთი რამე? ადამიანს ტკივილი ეწეროს ზურგზე? შეიძლება გინახავთ, არ ვიცი. ამ გოგოსაც ხელები საკუთარ წელზე შემოუხვევია და სველ ქუჩას მიუყვება. ზოგჯერ ცას ახედავს, მაგრამ არ ვიცი როგორი სახით უყურებს ზეცას.
თმა აქვს არც მოკლე და არც გრძელი, მოკლედ თმა საშუალოდ აქვს. უცნაურად ლამაზი თავის ფორმა, უცნაურია მასში ყველაფერი.
გოგოს ტკივილი ზურგზე აწერია.
რატომ?
არა იმიტომ რომ ვინმე მოუკვდა. არ აიმიტომ რომ საყვარელმა მამაკაცმა მიატოვა. არა იმიტომ რომ ბოზია და მისი სხეული გათელეს. არა იმიტომ რომ ფული არ აქვს. არა იმიტომ რომ რამე არ აქვს. უბრალოდ ცას უყურებს და ხვდება, თუ რა პატარაა მისთვის სამყარო და რა პატარაა სამყაროსთვის ის. სამყაროს სიპატარავის მიუხედავად იგი მაინც არ ჩანს, დიახ სულ მარტოა. წელში ოდნავ მოხრილი, არც გამხდარი და არც მსუქანი, გიტარას გავს ქალიო ალბათ სწორედ ასეთზეა ნათქვამი. მინდა მივიდე და ზურგის მხრიდან ჩავეხუტო, გავათბო, ტკივილი მოვხსნა და დედამიწას დავანარცხო ეს უბედური სიმძიმე ცხოვრებისა.

---

შეუხვია. მე წინ უნდა გამეგრძელებინა გზა, მაგრამ ვერ შევიკავე თავი და გავყევი.
სად გავჩერდი?
ა ხო. ვამბობდი, რომ ტკივილი ეწერა ამ გოგოს, თანაც ზურგზე.
ამ გოგოს არასდროს არაფერი დაუკარგავს, არასდროს არავის მიუტოვებია. ისეთი არაფერი განუცდია რასაც შეიძლება ასეთი ტკივილი გამოეწვია.
ხერხემალზე ხელი რომ ჩამოგესვათ მიხვდებოდით, ეს ყველაზე საშინელი ტკივილი იყო რაც კი შეიძლებოდა ადამიანს ენახა
უშვილობის.
მისი სხეულის თითოეული ნაწილი გრძნობდა რომ შვილი არ ეყოლებოდა, არა იმიტომ, რომ ორგანიზმი უშლიდა ხელს, უბრალოდ საყვარელი ადამიანისგან შვილი ვერ ეყოლებოდა.
წვიმა დაიწყო და ქუჩების გარდა ჩვენც დავსველდით, თავის ფორმა კიდევ უფრო ლამაზად გამოიკვეთა.
ახლა წვიმაში, როცა გაზაფხულის წვიმა ლამის თოვლად გადაქცეულიყო კიდევ უფრო ვიგრძენი ამ გოგოს ტკივილი,
თითქოს ცდილობდა არარსებული ბავშვი სიცივისგან დაეფარა, ამიტომ ჰქონდა ხელები შემოხვეული წელზე.
მე კი ვითომ საკუთარ  თავს ვიცავდი სიცივისგან.

ახლა როცა გამოიდარა, სახლში ვარ და იმ დღეს ვიხსენებ ვფიქრობ თუ საიდან ვიცი ამ გოგოს ისტორია?
საიდან ვიცი რომ ქუჩაში მიმავალ გოგოს ასეთი მძიმე ტკივილი მიჰქონდა მხრებით?

არ ვიცი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები