მაწიმი
აი, ეს ციცქნა მდინარეც, მი-მომღვრული მაწიმი, ეს არის გულს რომ მიკორტნის, როგორც ამირანს არწივი.
ერთი ნახეთ და უსმინეთ, რა გულსაკლავად ღაღადებს, შუაზე რომ ყოფს ალაზნის ველის დიდებულ ნახატებს.
მაგრამ სუსტია, უძლური, ვერა ცვლის ჟამთა დინებას, მორჩილად მისდევს იმ სურვილს, "რკინის კაცმა" რომ ინება.
რომ მოუსმინოთ, რასაც ყეფს დღემდე იმისი ტალღები, შენც აგემღვრევა გონება, შენც ცრემლით დაიდაღები.
შენც იტყვი, როცა მიხვდები უღირსი კაცის საქციელს: კრულ იყოს მისი სახელი, ვინც აქ ის საზღვრად აქცია!
კრულ იყოს, საინგილოსთან ვინც საზღვრად დადო მაწიმი, ვინაც გაყიდა მიწები წინაპართ სისხლით ნაწვიმი!
ვინც განუბოძა ჰერელთა მოდგმას, შემკობილს მადლითა, დედა-სამშობლოს სხეულთან ერთობის ხსენი და დვრიტა.
საინგილოში
სულდგმულობს ძველი ჰერეთი პატარა საინგილოში, საკუთარ დედა-ენაში, მოქცევასა და კილოში.
რწმენაში, ქრისტეს ნათელი იმედივით რომ მარხია, ქურმუხის კედლებს სათუთად დღემდე რომ შეუნახიათ.
ვაზში, შვილივით ნაზარდში, ზედაშის მადლში, ულევში, პატარა ინგილოების იებით სავსე გულებში.
ფიქრში, რომელიც ნიადაგ ცდილობს საზღვართა გარღვევას და საქართველოს, რომელიც ადგას ოქროვან თაღებად.
ქურმუხის ხეობაში
ეს ჭალები, ეს ველები, ეს მინდვრები, ეს მთები, ასე მშობლიურად რომ ვგრძნობ, ვექსოვები-ვერთვები.
ეს ბოსტნები, ეს ბაღები, ეს ტყეები, ეს ხმები, ასე სულში რომ ხმაურობს და მეც სულში ვესხმები.
ვისი ნასახლარებია, ვისი ნაფუძრებია, ხსოვნისკენ რომ მოიწევენ და გულში რომ ძვრებიან?
ვინ განაგო, ვინ განაძო, ვინ არია სამანი, რას ჩურჩულებს ან ეს ლოდი ამ ბებერი სამარის?
ან შენ რა გსურს, რომ მიამბო, ობლად მდგარო იფანო? მიპასუხე, გარდასული დროის უტყვო ტვიფარო!...
თამარ მეფის ხიდი ქურმუხის წყალზე
გადაკირვია აგური აგურს, შეხიდებიან ბურჯებს ბურჯები და ჰაეროვან თაღის კამარას ეხლება სივრცე თლილი ტუჩებით.
შეხორცებიან ლოდები ლოდებს, გამოხვეულან მტკიცე ზეწარში და შენივთებულთ ერთ ჰარმონიად შეუმართიათ მკერდი ზეცაში.
ჩამოფენილან წლებზე წლეები, საუკუნეზე საუკუნენი, როგორც კლდის ფერდში სიპზე სიპები, ტყეში კუნელზე როგორც კუნელი.
ახლაც გაისმის ნალთა კვესება მერნების, ჯერაც გაუხედნავთა, დარუბანდიდან რომ მოაქცევენ თბილის-ქალაქად ზვირთებს მხედართა.
ამოხატულან ია-იებად ხიდზე თამარის ნატერფალები, ვით ვარსკვლავები ღამის ოვალზე, ვით ქიმერებში ნატვრისთვალები.
თითქოს ვფურცლავდე მტვრიან ქრონიკებს, ძველს ვკითხულობდე წარწერებს რიდით, ისე გაშლილა დროის ეტრატზე ქურმუხის წყალზე თამარის ხიდი...
ქურმუხის წმინდა გიორგობაზე
რწმენავ, შენ კლდე ხარ დაურღვეველი, შენ მდინარე ხარ აუმღვრეველი.
შენ ტაძარი ხარ, ქურმუხს მდგომელი, აუღებელი, მიუდგომელი.
შენ ვერ-რა ძალით ვერ იშანთები, არც გარდახდები, გარდაჟამდები.
შენ მლოცველისა და მრევლის ზღვა ხარ, შენ ინგილოთა აქ ყოფნას გავხარ!
წმინდა გიორგის საყდარით დგეხარ, მარადისობის შვილი და ტყვე ხარ.
რაგინდა უცხო გახდეს გარემო, შენ მაინც ჰგიებ, სუნთქავ, ხარებობ.
ყველგან, ყოველთვის, როგორც აქ, ახლა, შენ კაცს ახლიხარ, შენ კაცი გახლავს.
კახის სკოლაში
აი, ჩვენი "დედა ენა", ჩვენი უმთავრესი წიგნი, ო, რამდენი საუნჯეა და სიბრძნეა იმის შიგნით!
უწმინდესი დვრიტა არის, თილისმაა იგი ჩვენი ქვეყანაზე არსებობის, იმედის და გადარჩენის!
მხოლოდ ჩვენმა ზეცამ უწყის, მხოლოდ ჩვენმა მიწამ იცის, ფასი "დედა ენის" წიგნთან საღვთოდ დადებული ფიცის!..
ამბობს პედაგოგი სკოლის, ვუსმენ, ამეტიროს ლამის, სმენას ეფინება უნჯად ხსოვნა დიდებული წამის.
ვხედავ: ჭეშმარიტად ამ წიგნს მათთვის რა და რაც ფასი აქვს, მას პატარა ინგილოთა გულში საქართველო მიაქვს!..
სამი წლის სოფიკო
ერთი პატარა ინგილო გოგონა ცხოვრობს კახში, სოფიკო ქვია სახელად, სამი წლისაა ბავშვი.
ასე თქვა, როცა ვეწვიეთ ამ მოუსვენარს სახლში: - მე თუმც ჯერ დიდი არა ვარ, ისევ დავდივარ ბაღში,
უკვე მშვენივრად ვიცი და თქვენც მიმიხვდებით ახში: - მე ქართველი ვარ, ქართველი! - და ასეც ვიტყვი ხალხში!
ერწუხის ბრძოლა
დარდი დარდს შედედებია, მეორე მოსდევს ერთ წუხილს: სად არის, დიდო მეფეო, შენი ელვარე ერწუხი?!.
აღარც ერწუხი, ნაწუხი, არც ხმალი ნაერწუხალი აღარ შემორჩა სამშობლოს და ქართველს აღარ უხარის!..
წარსული არის მარტოდენ, - ამასღა ვბჭობდი წუხელის, - და მოგონება პოეტის, სევდიანის და მწუხარის...
ჰერეთული პასტორალი
გამოვცდით მაწიმს... ეჰ, წარსული ფარსაგად მაწვიმს... შევყურებ მინდვრებს, კლდეებს, ქედებს, მთებს, ტაძრებს, ხიდებს... შენ უკვე სხისი მიწა გქვია, ჰერეთო, აწი... შენ ხომ გაგყიდეს!..
დარუბანდიდან ჭიშკრით, კლიტენით, ასე გამოვლო დავითმა გზანი, განქარდნენ, დედავ, ძველნი მიზანნი... ვტირი ქურმუხთან სოხუმს და ცხინვალს, მამულს დაფლეთილს ვიგლოვ, ვიზარი...
საინგილოში ვეძებო რაღა, ტაო-კლარჯეთში ვეძებო რაღა, სამაჩაბლოში ვეძებო რაღა, ან აფხაზეთში ვეძებო რაღა, ჰა, სტუმრად მხოლოდ მოხერხდეს ნახვა, როგორც აქ, მიწყდეს ენა ქართული და გაბატონდეს თანდათან სხვა ხმა, სხვამ გაიბჯინოს ფესვები ხალხმა!..
ჩვენ დაგვრჩეს ოდენ თვალთაღა აღხმა, ჩვენ დაგვრჩეს ოდენ თვალთაღა აღხმა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. მიშააა, ყველა ლექსი შენი ხმით წამეკითხა.... ძლიერი ლექსებია და ძლიერი ხარ შეენ!
მიშააა, ყველა ლექსი შენი ხმით წამეკითხა.... ძლიერი ლექსებია და ძლიერი ხარ შეენ!
30. 5
მშვენიერია. არ შეიძლება მსგავსი შინაარსის ლექსებიდან რომელიმეს გამორჩევა, მაგრამ ,, ქურმუხის ხეობაში"-ს მე მაინც გამოვარჩევდი. 5
მშვენიერია. არ შეიძლება მსგავსი შინაარსის ლექსებიდან რომელიმეს გამორჩევა, მაგრამ ,, ქურმუხის ხეობაში"-ს მე მაინც გამოვარჩევდი.
29. მიშა აქაც ჩემი მოწონება ძამი!!! გაიხარე შენა!!! მიშა აქაც ჩემი მოწონება ძამი!!! გაიხარე შენა!!!
28. "მე ქართველი ვარ, ქართველი! - და ასეც ვიტყვი ხალხში!"
გაიხარეთ ბატონო მიხეილ ისე, როგორც გამახარეთ მე ამ ლექსებით! დიდი მადლობა! სიტყვები არ მყოფნის, რომ აღვწერო ჩემი სიხარული... "მე ქართველი ვარ, ქართველი! - და ასეც ვიტყვი ხალხში!"
გაიხარეთ ბატონო მიხეილ ისე, როგორც გამახარეთ მე ამ ლექსებით! დიდი მადლობა! სიტყვები არ მყოფნის, რომ აღვწერო ჩემი სიხარული...
27. ქრისტე აღსდგა!
ქართული სულის ლექსებია!!! ქრისტე აღსდგა!
ქართული სულის ლექსებია!!!
26. საოცარი ლექსებია! მე ვიტყოდი სასკოლო პროგრამაშიც შესატანი!
საოცარი ლექსებია! მე ვიტყოდი სასკოლო პროგრამაშიც შესატანი!
24. შეიძლება გაქვს კიდეც წაკითხული, დავით! ამ ლექსების ნაწილი ადრე დაბეჭდილი იყო გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში", ერთი ლექსი კი აქვე, "ურაკპარაკზე" ჩემი მეორე ნიკით დავდე ამასწინათ! შეიძლება გაქვს კიდეც წაკითხული, დავით! ამ ლექსების ნაწილი ადრე დაბეჭდილი იყო გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში", ერთი ლექსი კი აქვე, "ურაკპარაკზე" ჩემი მეორე ნიკით დავდე ამასწინათ!
23. მგონი სადღაც მაქვს წაკითხული, ზუსტად ვერ ვიხსნებე. მოგიკითხეთ ბ-ნო მიშა. ძალიან ნიჭიერი კაცი ხართ! +5 მგონი სადღაც მაქვს წაკითხული, ზუსტად ვერ ვიხსნებე. მოგიკითხეთ ბ-ნო მიშა. ძალიან ნიჭიერი კაცი ხართ! +5
22. გული ამიჩქარა და ჩემი სოფელი მომანატრა... გული ამიჩქარა და ჩემი სოფელი მომანატრა...
21. კარგი თემაა...5 "თამარ მეფის ხიდი ქურმუხის წყალზე" ეს ყველაზე უფრო...
ბოლო ლექსმა კი ირაკლი აბაშიძის "ო, ენავ ჩემო დედაო ენავ..." --გამახსენა და თან მომეწონა კიდეც...:) კარგი თემაა...5 "თამარ მეფის ხიდი ქურმუხის წყალზე" ეს ყველაზე უფრო...
ბოლო ლექსმა კი ირაკლი აბაშიძის "ო, ენავ ჩემო დედაო ენავ..." --გამახსენა და თან მომეწონა კიდეც...:)
20. სასაცილო უფროა ვიდრე ირონია :D მედეა მოლოდინს არ შეულია შეუმჩნევლად დამტოვოს :D მაგრამ ამ შემთხვევაში ავტორმა ორმაგად გამაოცა!!! უკაცრავად რო მოგიწონეთ ლექსები.
პ.ს კი მართალია რითმასაც არაუშავს. :) სასაცილო უფროა ვიდრე ირონია :D მედეა მოლოდინს არ შეულია შეუმჩნევლად დამტოვოს :D მაგრამ ამ შემთხვევაში ავტორმა ორმაგად გამაოცა!!! უკაცრავად რო მოგიწონეთ ლექსები.
პ.ს კი მართალია რითმასაც არაუშავს. :)
19. და.., ვაი... რა ვაი?.. კრავაი, დავაი!.. :))) და.., ვაი... რა ვაი?.. კრავაი, დავაი!.. :)))
18. რა ვაი --- კრავაი :))) მშვენიერი რითმა გამოვიდა - ეს უკვე საქმის ნახევარია! :))) --- ნახე, ვარია? (ესეც კიდევ ერთი რითმა!) :))) მოკლედ ,რაა :)))) რა ვაი --- კრავაი :))) მშვენიერი რითმა გამოვიდა - ეს უკვე საქმის ნახევარია! :))) --- ნახე, ვარია? (ესეც კიდევ ერთი რითმა!) :))) მოკლედ ,რაა :))))
17. რა ვაი --- კრავაი :))) მშვენიერი რითმა გამოვიდა - ეს უკე საქმის ნახევარია! :))) --- ნახე, ვარია? (ესეც კიდევ ერთი რითმა!) :))) მოკლედ ,რაა :)))) რა ვაი --- კრავაი :))) მშვენიერი რითმა გამოვიდა - ეს უკე საქმის ნახევარია! :))) --- ნახე, ვარია? (ესეც კიდევ ერთი რითმა!) :))) მოკლედ ,რაა :))))
15. 14. გამიხარდა უცებ რო ქართველი ვარ მადლობა! ჯოზეფი. 2011-04-19 18:50:49 :-?
და..ვაი... 14. გამიხარდა უცებ რო ქართველი ვარ მადლობა! ჯოზეფი. 2011-04-19 18:50:49 :-?
და..ვაი...
14. გამიხარდა უცებ რო ქართველი ვარ :) მადლობა! გამიხარდა უცებ რო ქართველი ვარ :) მადლობა!
13. ბატონი მიხეილ როგორც ყოველთვის ულამაზესი ლექსებია :) მიყვარს თქვენი პოეზია ბატონი მიხეილ როგორც ყოველთვის ულამაზესი ლექსებია :) მიყვარს თქვენი პოეზია
12. ძალზე ლამაზი,მგრძნობიარე ლექსებია. გაიხარეთ ძალზე ლამაზი,მგრძნობიარე ლექსებია. გაიხარეთ
11. ვაზში, შვილივით ნაზარდში, ზედაშის მადლში, ულევში, პატარა ინგილოების იებით სავსე გულებში.
ფიქრში, რომელიც ნიადაგ ცდილობს საზღვართა გარღვევას და საქართველოს რომელიც ადგას ოქროვან თაღებად.
* პოეტი ხარ!
ვაზში, შვილივით ნაზარდში, ზედაშის მადლში, ულევში, პატარა ინგილოების იებით სავსე გულებში.
ფიქრში, რომელიც ნიადაგ ცდილობს საზღვართა გარღვევას და საქართველოს რომელიც ადგას ოქროვან თაღებად.
* პოეტი ხარ!
10. მშვენიერია!555 მშვენიერია!555
9. საოცრად კარგი! საოცრად კარგი!
8. ლამაზად ნათქვამი ტკივილი :) ლამაზად ნათქვამი ტკივილი :)
7. გაიხარე....მიყვარს პატრიოტული ლექსები... გაიხარე....მიყვარს პატრიოტული ლექსები...
6. ყველა ლექსი მომეწონა!
მოკითხვა ავტორს!
+5!!! ყველა ლექსი მომეწონა!
მოკითხვა ავტორს!
+5!!!
5. ვინ განაგო, ვინ განაძო, ვინ არია სამანი, რას ჩურჩულებს ან ეს ლოდი ამ ბებერი სამარის?
: ))) ვეთანხმები 4 -ე კომენტარს!!!
ვინ განაგო, ვინ განაძო, ვინ არია სამანი, რას ჩურჩულებს ან ეს ლოდი ამ ბებერი სამარის?
: ))) ვეთანხმები 4 -ე კომენტარს!!!
4. მართალი ხარ, კატიე, ასეა! მე არაერთგზის ვარ ნამყოფი საინგილოში და რაც იქ საქართველოს და ყოველივე ქართულის სიყვარული დამინახავს, სხვაგან სად ნახავ?! ბევრგან - ვერა! რამდენადაც მათთან შეხება მქონია, ვიცი, რომ ასევე არიან ფერეიდნელებიც! ეჭვიც არ მეპარება, რომ ასევე იქნებიან ლაზებიც! მაგრამ თქვენ ის თქვით, ჩვენ რა გვეშველება, ჩვენ, ასე გულგაციებულებსა და ინდიფერენტულებს საკუთარი ქვეყნისა და თვისტომის მიმართ! ჩვენ, ვინც სიტყვა პატრიოტიზმი დამამცირებელ, მიუღებელ, "გოიმურ" სიტყვად და გრძნობად ვაქციეთ და საკუთარ თავებზე გადახტომას ასე სასაცილოდ და სამწუხაროდ ვცდილობთ?!. დარწმუნებული ვარ, ამ ლექსების ციკლითაც ბევრი გაღიზიანდება და პოეზიის "სვეტსკი" ქანდარიდან ტუჩაბზუებული ჩამოიძახებს: მე, მაპატიეთ, მაგრამ არ მიყვარს, არ მომწონს პატრიოტულ თემაზე დაწერილი ლექსებიო!
მართალი ხარ, კატიე, ასეა! მე არაერთგზის ვარ ნამყოფი საინგილოში და რაც იქ საქართველოს და ყოველივე ქართულის სიყვარული დამინახავს, სხვაგან სად ნახავ?! ბევრგან - ვერა! რამდენადაც მათთან შეხება მქონია, ვიცი, რომ ასევე არიან ფერეიდნელებიც! ეჭვიც არ მეპარება, რომ ასევე იქნებიან ლაზებიც! მაგრამ თქვენ ის თქვით, ჩვენ რა გვეშველება, ჩვენ, ასე გულგაციებულებსა და ინდიფერენტულებს საკუთარი ქვეყნისა და თვისტომის მიმართ! ჩვენ, ვინც სიტყვა პატრიოტიზმი დამამცირებელ, მიუღებელ, "გოიმურ" სიტყვად და გრძნობად ვაქციეთ და საკუთარ თავებზე გადახტომას ასე სასაცილოდ და სამწუხაროდ ვცდილობთ?!. დარწმუნებული ვარ, ამ ლექსების ციკლითაც ბევრი გაღიზიანდება და პოეზიის "სვეტსკი" ქანდარიდან ტუჩაბზუებული ჩამოიძახებს: მე, მაპატიეთ, მაგრამ არ მიყვარს, არ მომწონს პატრიოტულ თემაზე დაწერილი ლექსებიო!
3. "ისე გიყურებ, როგორც ფერეიდნელი ბავშვი საზღვრის იქით გაშენებულ ვენახს."
თეა თოფურია.
"ისე გიყურებ, როგორც ფერეიდნელი ბავშვი საზღვრის იქით გაშენებულ ვენახს."
თეა თოფურია.
2. თანაკლასელი მყავდა საინგილოდან – ნანა ჭაჭაშვილი... ხანდახან ვფიქრობ, ფერეიდნელებს, ინგილოებს, ლაზებს– ჩვენზე მეტად უყვართ საქართველო და ჩვენზე მეტად აფასებენ თანაკლასელი მყავდა საინგილოდან – ნანა ჭაჭაშვილი... ხანდახან ვფიქრობ, ფერეიდნელებს, ინგილოებს, ლაზებს– ჩვენზე მეტად უყვართ საქართველო და ჩვენზე მეტად აფასებენ
1. მუხტიანი და ქართული სულით გაჯერებული ლექსებია. საინგილოზე დაწერილმა ერთმა ლექსმა გოგლას სიტყვები გამახსენა:
''კესანე, შენი კვნესამე, სევდა შეგატყვე კილოში, _ პატარა, მორცხვო ყვავილო, გაზრდილო საინგილოში''.
მუხტიანი და ქართული სულით გაჯერებული ლექსებია. საინგილოზე დაწერილმა ერთმა ლექსმა გოგლას სიტყვები გამახსენა:
``კესანე, შენი კვნესამე, სევდა შეგატყვე კილოში, _ პატარა, მორცხვო ყვავილო, გაზრდილო საინგილოში``.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|