ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი კ ო
ჟანრი: პროზა
20 აპრილი, 2011


  ჩამოტვირთვა

შენ ხარ პასუხი!

მე მომესაჯა სიცოცხლე რთული, შენ კი ზედმეტად აღმოჩნდი შორი.
მორჩა, როიალს დავუგე მახე გულზე, კლავიშზე და დო მაჟორი აბნევს მუსიკას... ყველა კითხვაზე, შენ ხარ პასუხი – სამარადჟამოდ!
თვითონ არ ვიცი, ხვალ რა იქნება, იქნებ სცენარი დღეს შევაჯამოთ.
უკვე დასრულდა ჩვენი თამაში, დახუჭობანას, ან ლოტოს მსგავსი, ანდა რავიცი... რა სათქმელია, როცა ბავშვობის ასაკსაც გავცდი კარგახანია... ცხოვრება მითვლის დღეებს და ჩემგან რაღაცას ითხოვს. მე ერთ წერტილში გაშეშებული, თითებს ჩავმალავ თმაში და თითქოს ფიქრები ჩემი შეშლიან მანძილს, მე და შენს შორის... და დეფისები, სიცარიელეს ამოავსებენ  ჩვენს ნაკვალევზე – მარცვლების თესვით.
შენ თვალები გაქვს მომწვანო ფერის, და იისფერი გემჩნევა სევდა. გადმოუგდიათ ანკესი შენში, ამოჰყოლია ცრემლები წვეთად.
(სადღაც, შორს, მგზავრებს შემოაღამდათ, აებნათ თავ-გზა ჩიტის ბარტყივით). და ეს ლოდინი, მე რომ მეგონა, სულ არ აღმოჩნდა ისე მარტივი... უმტკივნეულოდ არ რჩება დამღა, სხეულის, ანდა კაცის გულისა. უფრო მეტად კი, (ან რა მოარჩენს), გაუხარელი სიყვარულისას...
სადღაც ქუჩაში, ზედმეტად შორი, ზედმეტად მწირი გამხდარა ქვიშა...
ალბათ რთულია როლების გაცვლა,  როცა შენ ჩემთვის რაღაცას ნიშნავ!
ანუ ხარ თეთრი, ანუ ვარ შავი, ანუ ორივე შევავსებთ ზებრას. და როგორ მიჭირს, რომ ამ სიშორის გამო მომიწევს სხვა თეთრის ძებნა!
შემომაღამდა, აფეთქდა ცაზე გამიჯნურებულ ვარსკვლავთა დასი. შენ ვერ გაიგე რატომ, ან რისთვის შენი მოვლენის, მისიის არსი.
მხოლოდ ფურცლები შემრჩა სამყოფი. ანდა პირიქით, ფურცლებს ვყოფნივარ. ვფიქრობ, შენ ჩემთვის, რამხელა დარდი, მარტოობა და განცდა ყოფილხარ.
შენა ხარ ღელე, ლურჯი მდინარით, მოუწყურებლად ყოფნას ნაჩვევი. მე კი ნისლი ვარ – შენში ჩამდგარი და ანარეკლი ჩემი მაჩვენე, რომ დავინახო, დრო რას მიქადის... რომ მოვათავო ცრემლის ლაყაფი. ვარ შემოსილი ცისფერ სამოსით, ზეცა ჯვარს იწერს ჩემზე! გეყოფა! ეგ გულგრილობა შეგშლის...
მრავალი წამოიშალნენ კითხვის ნიშნები!
და რადგან პასუხს ვეღარ დავყნოსავთ მორჩა! მოვუსვათ ნავებს ნიჩბები...

შენა ხარ ღელე, ლურჯი მდინარით!
შენ ხარ პასუხი – სამარადჟამოდ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები