| ავტორი: თიკუნა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 30 აპრილი, 2011 |
უშენოდ თითქოს ძვლებს მოედო ხავსი ტკივილის, ჩვენი წარსული წააგავდა ფილმის მომენტებს, ყოველი გასვლა სახლიდან შენ თავს მაგონებს შენ თავს მაგონებს ამ ოთახის ოთხი კედელიც.
შენგან გაქცევას როცა ვიწყებ წრეზე დავდივარ და თუ გადავწყვეტ არ გავექცე გრძნობებს-გავჩერდე, ტკივილის დათვლა ნეკნებიდან მეწყება ხოლმე. - მთელი ქვეყანა ჩვენს გრძნობებში ურცხვად ჩავრიე, ურცხვად ვაბარალებ ვიღაც ქერას შენ რომ დაგკარგე. აღარ ვიფიქრო ტოლფასია ალბათ სიკვდილის,
პერიოდულად გიფიქრებ და თვალსაც გაყოლებ, პერიოდულად ჩემს მოგონილ გრძნობებს მაგონებ. -- თამაშნარევი სიბილწეა მთელი ცხოვრება. --- როცა ამოდის ცაზე მზე ან სულაც ღამდება უაზრო ყოფა ყველა ძარღვს და უჯრედს აწვება. ---- გაზაფხულია-ამინდებით თითქოს თამაშობს, მე კი დროისგან დატოვებულ ტკივილს ვაგორებ, ეგ არაფერი გადაიტანს თიკო ამასო-გვერდზე ოთახში საუბრობენ, ასე ამბობენ. მე გადავიტან, უშენობას გადავაგორებ, შენ კი ოდესმე თუ დაგჭირდი გამომიგონებ. რადგან მე თვითონ თამაში ვარ შენი შექმნილი, რომელიც ერთ დროს მოგბეზრდა და თავი ანებე. შენ გაერთობი, შეიძლება დასევდიანდე, მაგრამ იცოდე ჩვენ ვითომდაც უსულო საგნებს, ჩვენც გვტკივა ხოლმე სანაგვეზე როცა გვაგდებენ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. კარგია კარგი .
რა საჭიროა რიტმი . . .
++ მეთქმის.
კარგია კარგი .
რა საჭიროა რიტმი . . .
++ მეთქმის.
7. ალბათ ყველაფერს აქვს სული...:( ალბათ ყველაფერს აქვს სული...:(
6. შენგან გაქცევას როცა ვიწყებ წრეზე დავდივარ და თუ გადავწყვეტ არ გავექცე გრძნობებს-გავჩერდე, ტკივილის დათვლა ნეკნებიდან მეწყება ხოლმე.
შენგან გაქცევას როცა ვიწყებ წრეზე დავდივარ და თუ გადავწყვეტ არ გავექცე გრძნობებს-გავჩერდე, ტკივილის დათვლა ნეკნებიდან მეწყება ხოლმე.
5. რაც მე მოვნიშნე მცირე კორექტურის მერე,უდავოდ კარგი ლექსი იქნება ;) :-* რაც მე მოვნიშნე მცირე კორექტურის მერე,უდავოდ კარგი ლექსი იქნება ;) :-*
4. ლექსი არაა ეს "სხვაში" იმიტომ დავდე. არც რიტმი ვიცი, არც მარცვლებვ ვითვლი და მითუმეტეს არ ვიცი რა არის პოლიმეტრია.
ლექსი არაა ეს "სხვაში" იმიტომ დავდე. არც რიტმი ვიცი, არც მარცვლებვ ვითვლი და მითუმეტეს არ ვიცი რა არის პოლიმეტრია.
3. "გაზაფხულია-ამინდებით თითქოს თამაშობს..." აქედან,რაც იწყება სხვა დროს მიაბი ? არ ვარგა ეს ნაწილი ,მაღლა რაცა ერთი ორი ხაზიც,რომ ჩამოაშორო და ისე დატოვო ბევრად უკეთესი ლექსი იქნება :)
"უშენოდ თითქოს ძვლებს მოედო ხავსი ტკივილის, ჩვენი წარსული წააგავდა ფილმის მომენტებს, ყოველი გასვლა სახლიდან შენ თავს მაგონებს შენ თავს მაგონებს ამ ოთახის ოთხი კედელიც.
შენგან გაქცევას როცა ვიწყებ წრეზე დავდივარ და თუ გადავწყვეტ არ გავექცე გრძნობებს-გავჩერდე, ტკივილის დათვლა ნეკნებიდან მეწყება ხოლმე. - მთელი ქვეყანა ჩვენს გრძნობებში ურცხვად ჩავრიე, ურცხვად ვაბარალებ ვიღაც ქერას შენ რომ დაგკარგე. აღარ ვიფიქრო ტოლფასია ალბათ სიკვდილის, "
ეს ნაწილი კარგია :) +2 "გაზაფხულია-ამინდებით თითქოს თამაშობს..." აქედან,რაც იწყება სხვა დროს მიაბი ? არ ვარგა ეს ნაწილი ,მაღლა რაცა ერთი ორი ხაზიც,რომ ჩამოაშორო და ისე დატოვო ბევრად უკეთესი ლექსი იქნება :)
"უშენოდ თითქოს ძვლებს მოედო ხავსი ტკივილის, ჩვენი წარსული წააგავდა ფილმის მომენტებს, ყოველი გასვლა სახლიდან შენ თავს მაგონებს შენ თავს მაგონებს ამ ოთახის ოთხი კედელიც.
შენგან გაქცევას როცა ვიწყებ წრეზე დავდივარ და თუ გადავწყვეტ არ გავექცე გრძნობებს-გავჩერდე, ტკივილის დათვლა ნეკნებიდან მეწყება ხოლმე. - მთელი ქვეყანა ჩვენს გრძნობებში ურცხვად ჩავრიე, ურცხვად ვაბარალებ ვიღაც ქერას შენ რომ დაგკარგე. აღარ ვიფიქრო ტოლფასია ალბათ სიკვდილის, "
ეს ნაწილი კარგია :) +2
2. მე მესმის ეს კომენტარი :ფიქრ: მე მესმის ეს კომენტარი :ფიქრ:
1. რიტმს ვერ ვგრძნობთ, მარცვლებს არ ვითვლით, თუ პოლიმეტრიის მცდელობა გვაქვს? რიტმს ვერ ვგრძნობთ, მარცვლებს არ ვითვლით, თუ პოლიმეტრიის მცდელობა გვაქვს?
|
|
მონაცემები არ არის |
|
|